1 |
გუნდის ლოტბარს, მახალათის საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
|
1 |
დასასრულსა, მაელეთისთჳს გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისი
|
2 |
თქვა არამზადამ თავის გულში: „არ არის ღმერთი“,
გაირყვნენ და ჩაიდინეს სისაძაგლე; აღარ არსებობს სიკეთის მქნელი. |
2 |
თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინეს
უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი. |
3 |
ღმერთი ციდან უჭვრეტს ადამის ძეთ, რომ დაინახოს არის თუ
არა ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს. |
3 |
ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა
ხილვად, არს თუ ვინმე გულისჴმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაჲ. |
4 |
ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, კარგის მოქმედი
ერთიც არ არის. |
4 |
ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს,
რომელმანმცა ქმნა კეთილი, არავინ არს მიერთამდე. |
5 |
ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქნელებმა, ჩემს ერს რომ
ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ, ღმერთს კი არ უხმობენ. |
5 |
არა გულისჴმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა,
რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა, ვითარცა ჭამადსა პურისასა; |
6 |
იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში, რადგან ღმერთი
განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს: შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა
უკუაგდო ისინი. |
6 |
ღმერთსა არა ხადეს. მუნ შეეშინა მათ შაში, სადა-იგი არ
იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთა მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ
მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ყვნა იგინი. |
7 |
ნეტა მოვიდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! ოდეს შემოაქცევს
ღმერთი თავისი ხალხის ტყვეობას, ილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი. |
7 |
ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაჱლსა? რაჟამს მოაქციოს
უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისა, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაჱლი. |