1 |
გუნდის ლოტბარს, სიმებიან
საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
|
1 |
დასასრულსა, გალობათა შინა გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა,
|
2 |
როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალება. |
2 |
რაჟამს მოვიდეს ზეფელნი და ჰრქუეს საულს: აჰა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის |
3 |
ღმერთო! შენი სახელით მიშველე და შენი ძალით
გამასამართლე. |
3 |
ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა
მისაჯო მე. |
4 |
ღმერთო! ისმინე ჩემი ლოცვა, მოაყურადე სიტყვებს ჩემი
პირისა. |
4 |
ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იხუენ სიტყუანი
პირისა ჩემისანი. |
5 |
რადგან უცხონი აღიძრენ ჩემზე და მოძალადეებმა იძიეს სული
ჩემი, არ წარმოიდგინეს ღმერთი თავიანთ წინაშე. სელა. |
5 |
რამეთუ უცხონი აღდგს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი
და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა. |
6 |
აგერ, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის
გამმაგრებელი: |
6 |
აჰა, ესერა, ღმერთი მწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ
სულისა ჩემისა. |
7 |
მან მიაგოს ბოროტება ჩემს მტრებს; შენი ჭეშმარიტებით
მოსპე ისინი. |
7 |
მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა
მოსრენ იგინი. |
8 |
ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო,
რადგან კარგია. |
8 |
და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუვარო
სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ; |
9 |
რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა
დაცემა იხილა თვალმა ჩემმა. |
9 |
რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან მიჴსენ მე და მტერთა
ჩემთა იხილა თუალმან ჩემმან. |