1 |
გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
|
1 |
დასასრულსა, გალობათა შინა, გულისჴმის-ყოფისთჳს ფსალმუნი დავითისა
|
2 |
ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს
ვედრებას. |
2 |
ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისა და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა. |
3 |
ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და
ავღაღადდები, |
3 |
მომხედენ და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა
ჩემსა და შევძრწუნდი |
4 |
მტრის ხმისაგან, ბოროტის მიერ შევიწროებისაგან; რადგან
თავს მახვევენ სიმრუდეს და სიძულვილით მირისხდებიან. |
4 |
ჴმითა მტერისათა და ჭირითა ცოდვილისათა; რამეთუ მოაქციეს
ჩემ ზედა უსჯულოებითა და რისხვით მითქმიდეს მე. |
5 |
ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით და სიკვდილის საშინელება
დამატყდა თავს. |
5 |
გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისა დამეცა
ჩემ ზედა. |
6 |
შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს. |
6 |
შიში და ძრწოლა მომიჴდა მე და დამფარა მე ბნელმან. |
7 |
და ვამბობ: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს?“
გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი. |
7 |
და ვთქუ: ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი,
ავფრინდე მე და განვისუენო. |
8 |
აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი
ბინას. სელა. |
8 |
ესერა, განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა
შინა. |
9 |
ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი
ქარისაგან, ქარიშხლისაგან. |
9 |
მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულმოკლებისაგან და
ნიავქარისა. |
10 |
მოსპე, უფალო, დაჰყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ
ძალადობას და შუღლს ქალაქში. |
10 |
დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ
ვიხილე მე უსჯულოებაჲ და ჴდომა ქალაქსა შინა. |
11 |
დღედაღამ გარეუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა
მის შიგნით. |
11 |
დღე და ღამე გარემოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და
უსჯულოებაჲ და სიცრუჱ და შრომა შორის მათსა. |
12 |
ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე
და ვერაგობა. |
12 |
და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკვა. |
13 |
რადგან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა
ჩემზე, მას დავემალებოდი;
|
13 |
რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი. და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ
ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.
|
14 |
შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და მახლობელი ჩემი. |
14 |
ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინამძღუარო ჩემო და
მეცნიერო ჩემო, |
15 |
ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით
მღელვარებით. |
15 |
რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი,
რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა. |
16 |
დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში,
რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით. |
16 |
მოვედინ სიკუდილი მათ ზედა, ცოცხლივ შთაჴდენ იგინი
ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაჲ იყო სამკჳდრებელსა შინა მათსა და შორის
მათსა. |
17 |
ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის. |
17 |
მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი; |
18 |
საღამოთი, დილით და შუადღბსას შევევედრები და შევტირებ,
და მოისმენს ჩემს ხმას. |
18 |
მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდე და
ესმეს ჴმისა ჩემისა. |
19 |
მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული ჩემს წინააღმდეგ
ომისაგან, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი. |
19 |
იჴსენ სული ჩემი მშჳდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ
მრავლობით იყუნეს იგინი ჩემ თანა. |
20 |
მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი,
სელა; რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა. |
20 |
ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე
იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა. |
21 |
ხელი გაიწოდეს მათთვის მშვიდობის მსურველთა წინააღმდეგ,
დაარღვიეს აღთქმა. |
21 |
მიყო ჴელი მისი, რაჲთამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს
შჯული მისი. |
22 |
ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე
რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია. |
22 |
განიყვნეს იგინი რისხვითა პირისა მისისათა და მიეახლნეს
გულნი მათნი. ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროს ზეთისა და იგინი იყუნეს,
ვითარცა ისრისპირნი. |
23 |
მიანდე უფალა შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი
არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას. |
23 |
მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და
არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა. |
24 |
ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი
და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ. |
24 |
ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰჴადნე იგინი მღჳმესა მას
განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკვართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი?
ხოლო მე, უფალო, შენ გესავ. დიდებაჲ |