1 |
გუნდის ლოტბარს, მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში. დავითის საგალობელი, როცა ფილისტიმელებმა
შეიპყრეს იგი გათში.
|
1 |
დასასრულსა, ერისათჳს განშორებულისა წმიდათაგან, დავითის ძეგლისწერა, რაჟამს-იგი
შეიპყრეს უცხოთესლთა გეთს შინა
|
2 |
შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი,
ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი. |
2 |
მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე. |
3 |
ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან
მრავალი მეომება, უზენაესო. |
3 |
დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ
არიან, რომელნი მბრძვანან მე მაღლით. დღისი არა მეშინოდის მე, რამეთუ მე
შენ გესავ. |
4 |
საშიშროების დღეს შენ გესავ. |
4 |
ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა
შემეშინოს; რაჲ მიყოს მე ჴორციელმან? |
5 |
ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი
- არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი? |
5 |
|
6 |
ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი
ზრახვა ჩემს მიმართ. |
6 |
მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთჳს იყვნეს ყოველნი
ზრახვანი მათნი ბოროტებით. |
7 |
გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი - ჩემი მდევრები, ჩემს
ნაკვალევს უთვალთვალებენ, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან. |
7 |
მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა
უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა. |
8 |
ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები,
ღმერთო! |
8 |
ამისთჳს არარაჲთა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოჰსრნე. |
9 |
ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე
ჩემი ცრემლები - აგერ, შენს წიგნშია. |
9 |
ღმერთთ, ცხორებაჲ ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი
შენ წიუაშე, ვითარცა აღმითქუ მე. |
10 |
მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ; ეს
ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის. |
10 |
მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი
შენ; აჰა, ესერა, მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ. |
11 |
ღმერთში შევაქებ
სიტყვას, უფალში შევაქებ სიტყვას; |
11 |
ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ
ვაქნე თქმულნი ჩემნი. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? |
12 |
ღმერთს მივენდე - არ მეშინია; რას მიზამს კაცი? |
12 |
შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგეც შენ
ქებისა. |
13 |
ჩემზეა, ღმერთო, შენი აღთქმები; სამადლობელს მოგიზღავ
შენ. |
13 |
რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი -
ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა
ნათელსა შინა ცხოველთასა. |
14 |
რადგან იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, აგერ, ჩემი ფეხი
წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუბით. |
|
|