1 |
გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ.
დავითის საგალობელი, როცა საულს გაექცა მღვიმეში.
|
1 |
დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს, რაჟამს-იგი ივლტოდა
პირისაგან საულისა და შევიდა ქუაბსა მას
|
2 |
შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი
სული და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება
გადაივლიდეს. |
2 |
მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი; და საფარველსა
ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარჴდეს უსჯულოებაჲ. |
3 |
მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც ქველმოქმედია
ჩემს მიმართ. |
3 |
ჴმა-ვყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველისმოქმედისა
ჩემისა. |
4 |
გამომიგზავნის ციდან და მიშველის, შეარცხვენს ჩემი
გათელვის მსურველს. სელა. გამომიგზავნის ღმერთი თავის
წყალობას და ჭეშმარიტებას. |
4 |
გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრელად
დამთრგუნველნი ჩუენნი; გამოავლინა ღმერთმან წყალობაჲ მისი და ჭეშმარიტებაჲ
მისი. |
5 |
ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში,
ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა - ბასრი
მახვილი. |
5 |
და იჴსნა სული ჩემი შორის მჴეცთაგან, რამეთუ მეძინა მე
ზრუნვით; ძენი კაცთანი, კბილნი მათნი - ჭურ და ისარ, და ენანი მათნი,
ვითარცა ჴრმალნი ლესულნი. |
6 |
ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი
დიდება. |
6 |
ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა
არს დიდებაჲ შენი. |
7 |
ბადე გაამზადეს ჩემთა ფეხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა;
ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ. სელა. |
7 |
მახე განჰმზადეს ფვრჴთა ჩემთათჳს და დაამდაბლეს სული
ჩემი; თხარეს წინაშე პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს. |
8 |
წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული. გიმღერებ
და გიგალობებ. |
8 |
განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ
არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა. |
9 |
გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოაღვიძე ჩანგი და ქნარი;
გამოვაღვიძებ ცისკარს. |
9 |
განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე ფსალმუნითა და ებნითა.
მე განვიღჳძო განთიად. |
10 |
განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში. |
10 |
აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ
წარმართთა შორის. |
11 |
რადგან დიდია ზეცამდე შენი წყალობა და ღრუბლებამდე - შენი
ჭეშმარიტება. |
11 |
რამეთუ განდიდნა ცამდე წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე
ჭეშმარიტებაჲ შენი. |
12 |
ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზეა შენი
დიდება. |
12 |
ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა
არს დიდებაჲ შენი. |