1 |
გუნდის ლოტბარს, ნუ
მოსპობ, დავითის საგალობელი.
|
1 |
დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს
|
2 |
ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო?
სისწორით სჯით, ადამის ძენო? |
2 |
ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყჳთ, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო; |
3 |
არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა
ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე. |
3 |
და რამეთუ გულსა შინა უსჯულოებასა იქმთ, ქუეყანასა ზედა
სიცრუესა ჴელნი თქუენნი ნივთებენ. |
4 |
გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის
მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი. |
4 |
უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოთაგან, შესცთეს მუცლითგან და
იტყოდეს სიცრუესა. |
5 |
მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს
რომ დაიჩულავს. |
5 |
გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა და ვითარცა
ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი, |
6 |
რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ
მისანთ-მისნისა. |
6 |
რომელმან არა ისმინა ჴმაჲ მსახრვალისა და წამლისა
მწამლველისაგან ბრძნისა. |
7 |
ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა
ეშვები მოთხარე, უფალო! |
7 |
ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და
შუანი ლომთანი შეფქუნა უფალმან. |
8 |
გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ,
იყოს გადამსხვრეულივით. |
8 |
შეურაცხ იქმნენ იგინი, ვითარცა წყალი დათხეული,
გარდააცუეს მშჳლდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ. |
9 |
ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით
ვერ იხილოს მზე. |
9 |
ვითარცა ცჳლი რა დადნის, ეგრეთ მოესრულნენ, დაეცა მათ
ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე. |
10 |
ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და
გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს. |
10 |
ვიდრე არა თანა იყო ეკალთა თქუენთა ძეძჳ, ვითარცა
ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი. |
11 |
გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს
დაიბანს ბოროტის სისხლში. |
11 |
იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ, ჴელნი
მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა. |
12 |
და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს
ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას. |
12 |
და თქუას კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისა; და
არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანას ზედა. დიდება |