1 |
გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როდესაც საულმა გაგზავნა
მისი სახლის საყარაულოდ, რომ მოეკლათ იგი.
|
1 |
დასასრულსა, ნუ განხრწნა, დავითის ძეგლისწერა, ოდეს-იგი მიავლინა საულ და შეიცვა
სახლი მისი, რათა მოკლას იგი |
2 |
მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემს
წინააღმდეგ აღმდგართაგან. |
2 |
მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა,
განმარინე მე. |
3 |
მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან და სისხლის მსმელთაგან
გადამარჩინე. |
3 |
მიჴსენ მე მოქმედთაგან უსჯულოებისათა და კაცთა
მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე. |
4 |
რადგანაც აგერ უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ
ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო. |
4 |
რამეთუ, ესერა, მოინადირეს სული ჩემი, და დამესხნეს ჩემ
ზედა ძლიერნი; |
5 |
უდანაშაულოდ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს
შესახვედრად და მომხედე. |
5 |
არცა უსჯულოებაჲ ჩემი, არცა ცოდვა ჩემი, უფალო; უცოდველად
ვრბიოდე და წარვჰმართე, |
6 |
ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა,
გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის
ჩამდენი. სელა. |
6 |
განიღჳძე შემთხუევად ჩემდა და იხილე. და შენ, უფალო
ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაჱლისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და
ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა. |
7 |
დაე, მობრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და
გარეუარონ ქალაქს. |
7 |
მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან, ვითარცა ძაღლი, და
მოადგენ ქალაქსა. |
8 |
აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ
ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო. |
8 |
ესერა, იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახჳლი ბაგეთა
შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა? |
9 |
ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა
ხალხს. |
9 |
და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყვნე ყოველნი
წარმართნი. ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი მწე ჩემდა ხარ, |
10 |
მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი
საყრდენი. |
10 |
|
11 |
ღმერთი - ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვეს; ღმერთმა
შემახედოს ჩემს მტრებზე. |
11 |
ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო; |
12 |
ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე
შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო. |
12 |
ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთა. ნუ მოსწყუედ
მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი; განაბნიენ იგინი ძალითა შენითა და
დაამჴუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო. |
13 |
მათი პირის ცოდვა მათთა ბაგეთა ნალაპარაკევია; და გაებან
მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის. |
13 |
ცოდვაჲ პირისა მათისა სიტყუაჲ ბაგეთა მათთა, და შეიპყრნედ
იგინი ამპარტავნებითა მათითა და წყევასა და სიცრუესა უთხრობდენ. |
14 |
მოსპე რისხვით, მოსპე, რომ აღარ იყვნენ; და შეიტყონ, რომ
ღმერთი ბატონობს იაკობზე ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. სელა. |
14 |
აღსასრულ რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და
გულისჴმა-ყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა. |
15 |
დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს
შემოუარონ ქალაქს. |
15 |
მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლნი და მოადგენ
ქალაქსა. |
16 |
დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე. |
16 |
იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ,
დრტჳნვიდენცა. |
17 |
ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით
ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი
ჩემი გაჭირვების დღეს. |
17 |
ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად
წყალობითა შენითა; რამეთუ მეყავ მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა
ჭირისა ჩემისასა. |
18 |
სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი
ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი. |
18 |
მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ჴელისა
ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, და წყალობაო ჩემო. |