1 |
გუნდის ლოტბარს, შუშან-ყედუთის საკრავზე, დავითის საგალობელი, შესწავლისათვის.
|
1 |
დასასრულსა, ცვალებადთათჳს; მერმეცა ძეგლისწერა დავითისი სამოძღურებელად
|
2 |
როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს; და დაბრუნდა იოაბი და
გაანადგურა თორმეტი ათასი ედომელი მარილოვან ველზე. |
2 |
რაჟამს-იგი მოწუა შუამდინარე ასურეთისა და ასურეთი სუბაკაჲ და მოაქცია იოაბ, და
დასცა ედომი ჴევსა მას მარილთასა ათორმეტი ათასი |
3 |
ღმერთო, მიგვატოვე, გაგვაპარტახე, გაგვირისხდი, კვლავ
აღგვადგინე. |
3 |
ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამჴუენ ჩუენ, შემრისხენ და
შემიწყალენ ჩუენ. |
4 |
შეაზანზარე მიწა, გაკვეთე; განკურნე მისი ნამსხვრევები,
რადგან მოირყა. |
4 |
შეარყიე ქუეყანა და შეაძრწუნე იგი; განკურნე
შემუსრვილებაჲ მისი, რამეთუ შეიძრა. |
5 |
აჩვენე შენს ერს სიძნელე, გვასვი ჩვენ ღვინო
საწამლავგარეული. |
5 |
უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღჳნოჲ
ლმობიერებისა. |
6 |
მიეცი შენს მოშიშებს დროშა ასაფრიალებლად
ჭეშმარიტებისათვის. სელა. |
6 |
მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან
მშჳლდისა, |
7 |
რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს, იხსენი შენი მარჯვენით
და გვიპასუხე. |
7 |
რაჲთა იჴსნნენ საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა
შენითა და შეგესემინ ჩემი. |
8 |
ღმერთმა თქვა თავის წმიდაში: „ვიზეიმებ, დავყოფ შექემს და
სუქოთის დაბლობს მივუზომავ“. |
8 |
ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; განვიხარო და განვყო
სიკიმა და ღელე იგი საყოფელთა განვზომო. |
9 |
ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი
თავის, იუდა - კანონმდებელია ჩემი. |
9 |
ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ,
დამამტკიცებელი თავისა ჩემისა; იუდა, მეუფჱ ჩემი, |
10 |
მოაბი ქვაბია ჩემი განსაბანი, ედომზე ჩემს ფეხსაცმელს
გავიშვერ; ჩემს წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები. |
10 |
მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიადმდე წარვიმართო
სლვა ჩემი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს. |
11 |
ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს
ედომში? |
11 |
ვინ მომიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა? ანუ ვინ მიმიძღუეს
მე იდუმიადმდე, |
12 |
თუ არა შენ, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და არ გამოდიხარ,
ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან. |
12 |
არა თუ შენ, ღმერთო, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა
გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? |
13 |
მოგვმადლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა
ადამიანისაგან. |
13 |
მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ
კაცისა. |
14 |
ღმერთის შეწევნით შევქმნით ლაშქარს, და ის დაამხობს ჩვენს
მტრებს. |
14 |
ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ყვნეს
მაჭირვებელნი ჩუენნი. |