1 |
რვასიმიან საკრავზე საგალობელი, გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, გალობასა შინა, მერვისათჳს, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ და შენი რისხვით ნუ
დამსჯი. |
2 |
უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა
რისხვითა შენითა მსწავლი მე. |
3 |
შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო,
რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები. |
3 |
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე,
უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი. |
4 |
ჩემი სულიც შეძრწუნებულია და შენ, უფალო, როდემდე? |
4 |
და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის? |
5 |
შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი
წყალობისათვის. |
5 |
მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა
შენისათჳს, |
6 |
რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს
ქვესკნელიდან ქება-დიდებას? |
6 |
რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ
ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ. |
7 |
მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით
ვალტობ ჩემს სარეცელს. |
7 |
დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე
ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო. |
8 |
დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა
მტერთა გამო. |
8 |
განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვჰკფდი მე
ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა. |
9 |
განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან
ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა. |
9 |
განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი, |
10 |
ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს
ლოცვას. |
10 |
რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა
უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა. |
11 |
გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი
ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად. |
11 |
ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი,
მართლუკუნიქცედ და ჰრცხუენოდედ ფრიად და მსთუად. დიდება |