1 |
გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე. დავითისა.
|
1 |
დასასრულსა, ქებათა შინა, დავითისი
|
2 |
ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას. |
2 |
შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისა, მოხედენ ჩემსა ლოცვასა. |
3 |
ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით
ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეხ. |
3 |
კიდითგან ქუეყანისათ შენდამი ღაღად-ვყავ მოწყინებასა
გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლო მე, |
4 |
რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ
მტრისგან დამცველი. |
4 |
მიძღოდე მე და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე
პირსა მტერისასა. |
5 |
ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი
ფრთების საბურველში. სელა. |
5 |
დავიმკჳდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე
საფარველსა ფრთეთა შენთასა. |
6 |
რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი
სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინია. |
6 |
რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთა და ეც
მკჳდრობაჲ მოშიშთა სახელისა შენისათა. |
7 |
დღეები მოუმატე მეფის დღეებს, მისი წლები - თაობიდან
თაობამდე. |
7 |
დღითი-დღე შესძინნე მეუფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე
ნათესავითი ნათესავად. |
8 |
იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება
იფარავდეს მას. |
8 |
დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაჲ და
ჭეშმარიტებაჲ მისი ვინ გამოიძიოს იგი? |
9 |
ამგვარად ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ
შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითი-დღე. |
9 |
ესრეთ უგალობდე სახლსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე
ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე. დიდება. |