1 |
გუნდის ლოტბარს, იედუთუნისათვის. ფსალმუნი დავითისა.
|
1 |
დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან არის
ჩემი ხსნა. |
2 |
ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი? რამეთუ მის მიერ არს ცხორებაჲ ჩემი. |
3 |
მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე -
აღარ დავეცემი მეტად. |
3 |
და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, და მე
არა შევირყიო უფროს. |
4 |
ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს? გადაიქცევით ყველანი,
ვითარცა კედელი გადახრილი, ყორე მორყეული. |
4 |
ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ
ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა? |
5 |
განიზრახავენ მისი სიმაღლიდან გადმოგდებას, მიმართავენ
სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან. სელა. |
5 |
ხოლო პატივისა ჩემისა იზრახეს განშორებაჲ და რბიოდეს
წყურილით; პირითა მათითა აკუეთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს. |
6 |
მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის
ჩემი იმედი. |
6 |
გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ
არს თმენა ჩემი, |
7 |
მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე -
არ დავეცემი. |
7 |
და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი,
შესავედრებელი ჩემი, და მე არა შევირყიო. |
8 |
ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; სიმაგრე ჩემი
ძალისა და ჩვმი თავშესაფარი ღმერთის მიერაა. |
8 |
ღმრთისა მიმართ არს ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი;
ღმერთი შეწევნისა ჩემისა და სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ. |
9 |
მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ
მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა. |
9 |
ესევდით მას ყოველი კრებული ერისა, განჰფინენით მის
წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს. |
10 |
მხოლოდ არარაობანი არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა
შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველანი ერთად არარაობაზე უარესია. |
10 |
ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი
სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა, და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას. |
11 |
არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ
გამოედევნებით; დოვლათი ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. |
11 |
ნუ ესავთ სიცრუესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ
გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა. |
12 |
ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა
ძალა. |
12 |
ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისაჲ
არს სიმტკიცე. |
13 |
და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ
თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით. |
13 |
და შენი არს, უფალო, წყალობაჲ, და შენ მიაგო
კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ. |