1 |
ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს.
|
1 |
ფსალმუნი დავითისი, რაჟამს იყო იგი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა
|
2 |
ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ,
სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ,
უწყლო მიწაზე. |
2 |
ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა;
რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი |
3 |
ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება
შენი. |
3 |
ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, და უგზოსა და ურწყულსა?
ესრეთ წმიდასა შინა გეჩუევნო შენ, რათა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი. |
4 |
რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი
გაქებენ შენ. |
4 |
რამეთუ უმჯობეს არს წყალობაჲ შენი უფროს საცხორებელთასა
და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ. |
5 |
ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით
აღვაპყრობ ხელებს. |
5 |
ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა
შენითა აღვიპყრნე ჴელნი ჩემნი. |
6 |
ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი. |
6 |
ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა
გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი. |
7 |
როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ
შენზე. |
7 |
უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა,
ცისკარმსაცა გევედრებოდე შენ; |
8 |
რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ. |
8 |
რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა
ვიხარებდე. |
9 |
შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი. |
9 |
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია
მარჯვენა შენი. |
10 |
ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, ქვესკნელში
შთავლენ. |
10 |
ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი, შთაჴდენ იგინი
ქუესკნელთა ქუეყანისათა. |
11 |
მახვილის წერა გახდებიან, მელების კერძი შეიქმნებიან. |
11 |
მიეცნენ იგინი ჴელთა მახჳლისათა, ნაწილად მელთა იყუნენ
იგინი. |
12 |
მეფე კი გაიხარებს, ღმერთის მიერ იქება ყველა, ვინც მას
ფიცავს, რადგან დაიგმანება ტყუილის მოლაპარაკეთა პირი. |
12 |
ხოლო მეუფჱ იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი,
რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუესა. |