1 |
გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.
|
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ. მტრის
შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე. |
2 |
შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისა, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი, შიშისაგან
მტერისა იჴსენ სული ჩემი. |
3 |
დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა
ამბოხისაგან. |
3 |
დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთასა და სიმრავლისაგან
მოქმედთა სიცრუჲსათა. |
4 |
რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი
მშვილდი - მწარე სიტყვა, |
4 |
რომელთა აღლესნეს, ვითარცა მახჳლნი, ენანი მათნი,
გარდააცუეს მშჳლდსა მათსა საქმე სიმწარისა. |
5 |
რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან
და არ ეშინიათ. |
5 |
რაჲთამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოჲ; |
6 |
ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ
მახეების დაგებას, ამბობენ: ვინ შეამჩნევს მათ? |
6 |
მყის სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ. განიმტკიცეს
თავისა თჳსისა სიტყუაჲ უკეთური, მიუთხრეს დარწყმაჲ მახისა; და თქუეს: ვინ
იხილნეს იგინი? |
7 |
ეძიებენ სიმრუდეს, ძიებას ძიებით ასრულებენ, ხოლო
შიგნეული კაცისა და გული ღრმაა. |
7 |
გამოიძიეს უსჯულოებაჲ, განილინეს გამოძიებასა
გამოსაძიებელისასა; წარდგეს კაცი სიღრმითა გულისათა, |
8 |
და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან. |
8 |
და ამაღლდეს ღმერთი, ისარ ჩჩჳლთა იქმნნეს წყლულებანი
მათნი, |
9 |
საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი
მხილველი. |
9 |
და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი,
რომელნი ხედვიდეს მათ. |
10 |
და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის
ნამოქმედარზე და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან. |
10 |
და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი
ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისჴმა-ყუნეს. |
11 |
გაიხარებს წმიდანი უფლის მიერ და მიენდობა მას, და
დაიქადებენ გულმართლები. |
11 |
იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქნენ
ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ |