1 |
გუნდის
ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. გალობა.
|
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობაჲ იერემიასი და ეზეკიელისი და ერისა მის
მსხემობისა
|
2 |
შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ
აგისრულებენ აღთქმას. |
2 |
შენ გშუენის გალობა, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვა იერუსალჱმს. |
3 |
მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი. |
3 |
შეგესემინ ლოცვისა ჩემისა, შენდა ყოველი ჴორციელი
მოვიდეს. |
4 |
ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ
შეგვინდობ. |
4 |
სიტყუანი უსჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და
უღმრთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო. |
5 |
ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს
შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი. |
5 |
ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, და დაიმკჳდროს
ეზოთა შინა შენთა, აღვივსენით ჩუენ კეთილითა სახლისა შენისათა; წმიდა არს
ტაძარი შენი, |
6 |
საშიშარო, სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო,
სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა. |
6 |
საკჳრველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი; ღმერთო,
მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან
ზღუათა შინა შორს. |
7 |
განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით. |
7 |
განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თჳსითა, გარეშერტყმულმან
ძლიერებითა, |
8 |
აწყნარებ ზღვათა ხმაურს, მათი ტალღების ხმაურს და ერების
მღელვარებას. |
8 |
რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღჳსასა; ოხრასა ღელვათა
მისთასა ვინ დაუთმოს? შეძრწუნდეს წარმართნი, |
9 |
და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები,
აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ. |
9 |
და ეშინოდეს მკჳდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან;
გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაჲ. |
10 |
კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე
იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე
წარმართე იგი. |
10 |
მიხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე
განმდიდრებაჲ მისი; მდინარე ღმრთისაჲ აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი
მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაჲ. |
11 |
მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით
ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ. |
11 |
ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა
მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. |
12 |
გვირგვინი დაადგი შენი სიკეთის ზაფხულს და შენი
ნაკვალევიდან წვეთავს სიმსუქნე. |
12 |
აკურთხო გჳრგჳნი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, და ველნი
შენნი აღივსნენ სიპოხითა. |
13 |
წვეთავენ უდაბნოს საძოვრებზე და ქედები ლხინით
შეიმოსებიან. |
13 |
განპოხნეს შუენიერებაჲ უდაბნოსა და სიხარული ბორცუთა
შეიმოსონ. |
14 |
საძოვრები ცხვრით აივსებიან და დაბლობები მარცვლეულით
დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ. |
14 |
შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ
იფქლი; ღაღადებდენ და გალობდენ. |