1 |
გუნდის ლოტბარს. გალობა - ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო
ქვეყნიერებავ.
|
1 |
დასასრულსა, გალობაჲ ფსალმუნისა აღდგომისათჳს
|
2 |
უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის
დიდებულებას. |
2 |
ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა. უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაჲ
ქებულებასა მისსა. |
3 |
უთხარით ღმერთს: რა საშიშია შენი საქმენი, შენი ძალის
სიმრავლით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები. |
3 |
არქუთ ღმერთსა, რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი;
მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი. |
4 |
მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ,
უგალობებს შენს სახელს. სელა. |
4 |
ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და
უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო. |
5 |
მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი
მოქმედება ადამიანის შვილებზე. |
5 |
მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ
არს განზრახვათა შინა უფროს ძეთა კაცთასა, |
6 |
გადააქცია ზღვა ხმელეთად, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ
გავიხარეთ მის გამო. |
6 |
რომელი გარდააქცევს ზღუასა ჴმელად, მდინარესა წიაღჴდენ
ფრჴივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ, |
7 |
გაბატონებულია თავისი სიძლიერით მსოფლიოზე, მისი თვალები
ჭვრეტენ ერებს. ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. სელა. |
7 |
რომელი-იგი უფლებს ძალითა თჳსითა საუკუნეთა. თუალნი მისნი
წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თჳსით. |
8 |
ადიდეთ, ხალხნო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი
ქებისა. |
8 |
აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ-ყავთ
ჴმაჲ ქებისა მისისა, |
9 |
შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად
ჩვენი ფეხი. |
9 |
რომელმან დადვა სული ჩემი ცხორებად და არა სცა ძრვა
ფერჴთა ჩემთა. |
10 |
რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც
ვერცხლი გადაადნეს. |
10 |
რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ,
ვითარცა გამოიჴურვების ვეცხლი. |
11 |
მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე.
|
11 |
შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა.
|
12 |
შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და
გამოგვიყვანე სახალვათოდ. |
12 |
ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და
წყალი, |
13 |
მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს
აღთქმებს, |
13 |
და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად, შევიდე სახლსა
შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი, |
14 |
რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა
პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს. |
14 |
რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა
შინა ჩემსა. |
15 |
მსუქან შესაწირავებს ამოგიტან ერკემლის საკმევლითურთ,
შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს.
სელა. |
15 |
საკუერთხები ტჳნოანი შენდა შევწირო ვერძებითა და
საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები. |
16 |
მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და
გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის. |
16 |
მოვედით, და ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა
მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა. |
17 |
მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი
ენით. |
17 |
მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი
ენითა ჩემითა. |
18 |
სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი. |
18 |
სიცრუესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა
უფალი. |
19 |
ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის
ხმას. |
19 |
ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ჴმასა
ვედრებისა ჩემისასა. |
20 |
კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ
მომაკლო თავისი წყალობა. |
20 |
კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვა ჩემი
და არცა წყალობაჲ მისი ჩემგან. |