ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, ფსალმუნი - გალობა. |
1 |
დასასრულსა, გალობაჲ და ფსალმუნი დავითისი |
2 | ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. სელა. | 2 | ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ. |
3 | რათა შეიტყონ ქვეყნიერებაზე, რომ შენი გზა ყველა ხალხისათვის შველაა. | 3 | ცნობად ქუეყანასა ზედა გზაჲ შენი და ყოველსა თესლებსა შორის მაცხოვარებაჲ შენი. |
4 | გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები ერთიანად. | 4 | აღგიარებდედ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდედ შენ ერნი ყოველნი. |
5 | გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ხალხებს სისწორით და ერებს ქვეყანაზე წაუძღვები. სელა. | 5 | მხიარულ იყვნედ და იხარებდინ თესლნი, რამეთუ შენ განსაჯნე ერნი სიწრფოებით და თესლებსა ქუეყანასა ზედა უძღოდი. |
6 | გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები მათიანად. | 6 | აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი. |
7 | მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა. | 7 | ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳსი, მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო; |
8 | გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე. | 8 | ღმერთმან ჩუენმან მაკურთხენინ ჩუენ, ღმერთმან, და ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა. დიდება |