1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი, საგალობელი.
|
1 |
დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისა
|
2 |
აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი
უკუიქცნენ მისგან. |
2 |
აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი
პირისა მისისაგან. |
3 |
როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი
დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის პირისაგან. |
3 |
ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ
დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. |
4 |
ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე
და სიხარულით იზეიმებენ. |
4 |
და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და
განსცხრებოდიან სიხარულითა. |
5 |
აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც
ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე. |
5 |
აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ
მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის
წინაშე. |
6 |
მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა
სადგომშია, |
6 |
შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა
და მსაჯული ქურივთა; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა. |
7 |
ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები
შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან. |
7 |
ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა, გამოიყვანნის
კრულნი სიმჴნითა თჳსითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი
დამკჳდრებულ არიან სამარებსა. |
8 |
ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი
დადგი უდაბნოში,
სელა, |
8 |
ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და
წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ |
9 |
დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან;
ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა. |
9 |
ქუეყანა შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა
სინასა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა. |
10 |
ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ
დაუძლურდება, შენ გაამაგრებ. |
10 |
წჳმაჲ ნებსით განუმზადო, ღმერთო, სამკჳდრებელსა შენსა;
მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი. |
11 |
შენი ხალხი დასახლდა იქ, შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს,
ღმერთო. |
11 |
და ცხოველნიცა შენნი მკჳდრ არიან მას შინა; განუმზადე
სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო. |
12 |
უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა დიდი გუნდისა. |
12 |
უფალმან სცეს სიტყუაჲ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა. |
13 |
ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი
ნადავლს გაიყოფს. |
13 |
მეუფჱ ძალთა საყუარელისა; შუენიერებითა სახლისათა
განყოფად ნატყუენავისა. |
14 |
თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ჰგავხართ ვერცხლით დაფარულს და მის
ნაკრტენს მოოქროვილს.
|
14 |
უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლითა მოსილ, და
ბეჭთსაშუალი მისი ფერითა ოქროსათა.
|
15 |
როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის
თოვლივით გაათეთრებს მას. |
15 |
რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა,
განთოვლდენ იგინი სელმონს. |
16 |
მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა. |
16 |
მთაჲ ღმრთისაჲ, მთაჲ პოხილი, მთაჲ შეყოფილი და მთაჲ
პოხილი. |
17 |
რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც
ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ? |
17 |
რასამე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაჲ ესე, რომელ
სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკჳდროს იგი
სრულიად. |
18 |
ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები. მათ შორის არის
უფალი სინაიზე, წმიდაში. |
18 |
ეტლნი ღმრთისანი ბევრწილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ
მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა. |
19 |
შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი
ადამიანისათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა. |
19 |
აღჰჴედ მაღალსა და წარმოსტყუენე ტყუჱ და მოიღე ნიჭები
კაცთა შორის, რათა ურჩნიცა სამკჳდრებელად იყვნენ. |
20 |
კურთხეულ არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე; ღმერთია
ჩვენი მშველერი. სელა. |
20 |
უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე,
წარგჳმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან; |
21 |
ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი და უფალი ღმერთის
ხელში არის სიკვდილის გასაღები. |
21 |
ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარ, და უფლისა უფლისაგან არიან
გამოსავალნი სიკუდილისანი. |
22 |
მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, ბანჯგვლიან
კეფას - დანაშაულის გზით მოსიარულეს. |
22 |
ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთა, თხემი
თმითურთ, რომელნი ვლენან უსჯულოებითა მათითა. |
23 |
თქვა უფალმა: ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის
სიღრმეებიდან, |
23 |
თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა
ზღჳსათა; |
24 |
რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი
ძაღლები ჰყოფდნენ შიგ თავიანთ ენას; |
24 |
რათა შეიღებოს ფერჴი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა
შენთანი _ მტერთაგან მის მიერ. |
25 |
ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა, |
25 |
გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა
და მეუფისანი წმიდასა შინა. |
26 |
წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი, |
26 |
იმსთუეს მთავართა მახლობლად მგალობელთა, შორის ქალწულთა
მეებნეთასა. |
27 |
კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა.
|
27 |
ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაჱლისათა.
|
28 |
იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა
ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა. |
28 |
მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკჳრვებასა; მთავარნი იუდასნი
წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი. |
29 |
შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე
ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის. |
29 |
ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე,
რომელ ჰქმენ ჩუენ შორის. |
30 |
შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს
მოგიტანენ მეფეები. |
30 |
ტაძრით შენით იერუსალჱმით შენდა შეწირონ მეფეთა ძღუენი. |
31 |
შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხალხის ხბოებს
შორის, რომლებიც ტრაბახობენ ოქროს ზოდებით. |
31 |
შეჰრისხენ შენ მჴეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთა
დიაკეულთა შორის. ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა. განაბნიენ
წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლა. |
32 |
მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს. |
32 |
მოვიდენ მოციქულნი ეგჳპტით, ჰინდოეთმან უსწროს ჴელისა
მიცემად ღმრთისა. |
33 |
ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ
უფალს. სელა |
33 |
მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა. |
34 |
ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს
თავისი ხმით ძლიერების ხმას. |
34 |
რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა,
მოსცეს ჴმაჲ თჳსი, ჴმაჲ ძლიერებისა. |
35 |
მიეცით სიძლიერე ღმერთს; მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი
სიძლიერე - ღრუბლებში. |
35 |
მიეცით დიდებაჲ ღმერთსა; ისრაჱლსა ზედა დიდ არს
შუენიერებაჲ მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა. |
36 |
საშიში ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში; ღმერთი ისრაელისა - ის
აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი! |
36 |
საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი
ისრაჱლისა, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თჳსსა. კურთხეულ არს ღმერთი.
დიდება |