1 |
გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, ცვალებადთათჳს ფსალმუნი, დავითისი
|
2 |
მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი. |
2 |
მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. დავინთქ მე უყსა
უფსკრულისასა, და არა არს დათმენა; |
3 |
ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი
წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო. |
3 |
მოვედ მე სიღრმესა ზღჳსასა და მოქცევამან დამნთქა მე. |
4 |
მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა
ჩემი ღმერთის მოლოდინში. |
4 |
დავშუერი მე ღაღადებითა, და დამჴდა ჴმაჲ ჩემი; მოაკლდა
თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა. |
5 |
ჩემი თავის ბალანზე მეტია ჩემი უმიზეზოდ მოძულენი;
გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი;
რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო. |
5 |
განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი
ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუით და რაჲ-იგი არა
მეტაცა, მაშინ მიუზღევდ. |
6 |
ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული
დაფარული არ არის შენგან. |
6 |
ღმერთო, შენ უწყი უგნურებაჲ ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი
შენგან არა დაეფარნეს. |
7 |
ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, უფალო, ღმერთო
ძალთა; ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა. |
7 |
ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმინონ შენ, უფალო,
უფალო ძალთაო; ნუცა კდემებინ ჩუენ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო
ისრაჱლისაო. |
8 |
რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა
დაფარა ჩემი სახე. |
8 |
რამეთუ შენთჳს დავითმინე ყუედრებაჲ, და დაფარა სირცხჳლმან
პირი ჩემი. |
9 |
შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო - დედაჩემის
შვილთათვის. |
9 |
უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ _ ძეთა დედისა
ჩემისათა. |
10 |
რადგან შენი სახელის შურმა დამღრღნა მე და შენთა
მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს. |
10 |
რამეთუ შურმან ხალხისა შენისამან შემჭამა მე, და
ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა. |
11 |
და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი. |
11 |
და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა
საყუედრელ. |
12 |
და ჩავიცვი სამოსად ძაძა და იგავად ვიქეცი მათთვის. |
12 |
ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძა და ვექმენი მე მათ იგავ. |
13 |
ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან
ღვინის მსმელნი. |
13 |
ჩემთჳს ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო
გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღჳნოსა. |
14 |
და მე ვლოცულობ შენს მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით
მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით.
|
14 |
ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა
მოწყალებისა შენისათა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისათა.
|
15 |
მიხსენი ლაფისგან და არ დავინთქა, გადამარჩინე ჩემთა
მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან. |
15 |
მიჴსენ მე თიჴისაგან, რათა არა დავინთქა; განვერი მე
მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთასა. |
16 |
ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ
შეიკრავს ჩემზე პირს ჭა. |
16 |
ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთა, ნუცა შთამნთქამნ მე
უფსკრული, ნუცა შეიყოფნ ჩემ ზედა ჯურღმული პირსა მისსა. |
17 |
მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი
სიბრალულით გადმომხედე. |
17 |
ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი;
მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა. |
18 |
ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს;
სწრაფად მიპასუხე. |
18 |
ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ
მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი. |
19 |
მოუახლოვდი ჩემს სულს, გადაარჩინე; ჩემი მტრების ჯიბრით
მიხსენი. |
19 |
მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან
მიჴსენ მე. |
20 |
შენ იცი ჩემი გალანძღვა, ჩემი გაწბილება და ჩემი
შერცხვენა; შენს თვალწინ არიან ჩემი მტრები. |
20 |
რამეთუ შენ უწყი ყუედრებაჲ ჩემი და სირცხჳლი ჩემი და
კდემაჲ ჩემი; |
21 |
დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა;
ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და - ვერ ვპოვე. |
21 |
შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი. ყუედრებაჲ
დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობა; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არა
იყო; და ნუგეშინისმცემელსა, და არა ვპოე. |
22 |
და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს
მასვეს ძმარი. |
22 |
და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა
მასუეს მე ძმარი. |
23 |
იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს -
მახედ. |
23 |
იქმენინ ტაბლა მათი მათ წინაშე საბრჴე და მისაგებელ და
საცთურ. |
24 |
დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე. |
24 |
დაუბნელდენ თუალნი მათნი, რათა არა ხედვიდენ, და ზურგი
მათი მარადის შედრიკე. |
25 |
გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება და შენი რისხვის ალი
ეწიოთ მათ. |
25 |
მიჰფინე მათ ზედა რისხვა შენი, და გულისწყრომა რისხვისა
შენისა ეწიენ მათ. |
26 |
სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს
მკვიდრი. |
26 |
იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ
იყოფინ მკჳდრი; |
27 |
ვინაიდან, ვინც შენ გვემე, დევნიან, და შენს გვემილთა სატკივარს ამრავლებენ.
|
27 |
რამეთუ, რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა
შესძინეს.
|
28 |
დაურთე ცოდვა მათს ცოდვას და ნუმც შეაღწევენ შენს
სიმართლეში. |
28 |
შესძინე უსჯულოებაჲ უსჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ
შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა; |
29 |
ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და წმიდანებთან ნუ
ჩაიწერებიან. |
29 |
აიჴოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთასა და მართალთა
თანა ნუ დაიწერებიედ. |
30 |
ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო,
დამიფაროს მე. |
30 |
გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაჲ შენი
შემეწიენ მე. |
31 |
ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით. |
31 |
ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო
იგი ქებითა; |
32 |
და უფრო მოეწონება ეს უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი
და ჩლიქიანი. |
32 |
და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა
გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი. |
33 |
რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ
უგულებელყოფს. |
33 |
იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და
ცხონდეს სული თქუენი. |
34 |
ნახავენ მოკრძალებულნი, გაიხარებენ და გაცოცხლდება გული
თქვენი, მაძიებელნო ღმერთისა. |
34 |
რამეთუ ესმა დავრდომილთა უფალსა და პყრობილნი მისნი არა
შეურაცხ-ყვნა. |
35 |
განადიდებენ მას ცა და დედამიწა, ზღვები და ყოველი, მათში
მოძრავი. |
35 |
აქებდით მას ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ ვალს
მას შინა. |
36 |
რადგანაც ღმერთი დაიხსნის სიონს და ააშენებს იუდას
ქალაქებს, და დასახლდებიან იქ და დაიმკვიდრებენ. |
36 |
რამეთუ ღმერთმან იჴსნეს სიონი, და აღეშენნენ ქალაქნი
ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკჳდრონ იგი; |
37 |
მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას და მისი სახელის
მოყვარულნი დაბინავდებიან მასში. |
37 |
და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა
უყუარს სახელი შენი, დაიმკჳდრონ მას შინა. |