1 |
გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს:
|
1 |
ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.
|
2 |
უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა
მდევნელისაგან და გადამარჩინე. |
2 |
უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა
მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე. |
3 |
რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და
არ იყოს მხსნელი. |
3 |
ნუ სადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს
მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ. |
4 |
უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა
გამოვიდა ჩემი ხელიდან, |
4 |
უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაჲ
ჴელთა ჩემთა, |
5 |
თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და
გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, - |
5 |
ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი,
გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი; |
6 |
დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე,
დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა. |
6 |
დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს
ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს. |
7 |
აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს
მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად. |
7 |
აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად
მტერთა შენთა და განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ
ამცენ. |
8 |
გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი
მწვერვალზე. |
8 |
და კრებული ერთა გარემოგადგეს შეუ და ამისათჳს მაღლად
მოიქეც. |
9 |
უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით
და უბიწოებით, რომელიც ჩემშია. |
9 |
უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა
ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო. |
10 |
შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და
ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!
|
10 |
აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და
თირკმელთა, ღმერთო მართალო.
|
11 |
ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს. |
11 |
შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი
გულითა. |
12 |
ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი
ყოველდღე. |
12 |
ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა
მოავლინის რისხვა მისი მარადღე. |
13 |
მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და
დაუმიზნებს. |
13 |
არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა
გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; |
14 |
მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს
წარმართავს მდევნელთა მიმართ. |
14 |
და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი
მისნი შესაწველთათჳს ქმნნა. |
15 |
აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და
შობს სიცრუეს. |
15 |
აჰა, ესერა, ელმოდა სიცრუჱ, მუცლად-იღო სალმობაჲ და შვა
უსჯულოებაჲ. |
16 |
ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო
და თვითონ ჩავარდა. |
16 |
ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა
მას, რომელცა ქმნა. |
17 |
მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება
მის თხემზე დაეცემა. |
17 |
მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუჱ მისი თხემსა
მისსა ზედა დაუჴდეს. |
18 |
ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი
უფლის სახელს. |
18 |
აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა
უფლისა მაღლისასა. |