1 |
შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს.
|
1 |
ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთა და პირველ წარტყუენულთა მათთჳს, წარუწერელი
ებრაელთა შორის
|
2 |
შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ
და მიშველე. |
2 |
შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და
განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე. |
3 |
იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან
მარადჟამს; გაეცი ბრძანება ჩემს საშველად, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი
სიმაგრე ხარ. |
3 |
მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ
ჩემდა; რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ. |
4 |
ღმერთო ჩემო, მიხსენი ბოროტის ხელისაგან, უკანონობის
მოქმედისა და მმარცველის ხელისაგან. |
4 |
ღმერთო ჩემო, მიჴსენ მე ჴელთაგან ცოდვილისათა, ჴელთაგან
უსჯულოსათა და ცრუსათა; |
5 |
რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი
სასო ყრმობიდანვე. |
5 |
რამეთუ შენ ხარ თმენა ჩემი, უფალო, უფალო, სასოჲ ჩემი
სიყრმით ჩემითგან. |
6 |
შენზე ვიყავი დაყრდნობილი მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე
დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ. |
6 |
შენდამი განვმტკიცენ საშოთაგან, დედისმუცლით ჩემითგან შენ
ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაჲ ჩემი მარადის. |
7 |
საოცრებასავით ვიყავი მრავალთათვის; და შენ ხარ ჩემი
ძალოვანი თავშესაფარი. |
7 |
ვითარცა სასწაულ ვექმენ მე მრავალთა, შემწე ძლიერი ჩემი
შენ ხარ. |
8 |
ივსება ჩემი პირი შენი ქებით და შენმიერი ბრწყინვალებით
ყოველდღიურად. |
8 |
აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რათა უგალობდე დიდებასა შენსა,
ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა. |
9 |
ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ. |
9 |
ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა. და მოკლებასა
ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე. |
10 |
რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად
მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა. |
10 |
რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და, რომელთა მოეცვა სული
ჩემი, ზრახვა-ყვეს ერთბამად. |
11 |
და ამბობენ: ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და
შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი. |
11 |
და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი; დევნეთ და ეწიენით მას,
რამეთუ არავინ არს მჴსნელ მისა. |
12 |
ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად
გამოეშურე. |
12 |
ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო,
შეწევნასა ჩემსა მომხედენ. |
13 |
დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მტრები; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს
ჩემთვის სიავის მაძიებლები.
|
13 |
ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა; შეიმოსედ სირცხჳლი და
კდემა, რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემთჳს.
|
14 |
ხოლო მე ვესავდე და ვამრავლებდე ყოველნაირად შენს ქებას; |
14 |
ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა
ქებასა შენსა. |
15 |
ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა
შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი. |
15 |
პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა
მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისა. |
16 |
შევალ უფალი ღმერთის ძლიერებით, გავიხსენებ შენს
სიმართლეს, მხოლოდ შენსას. |
16 |
შევიდე მე ძლიერებითა უფლისაჲთა; უფალო, მოვიჴსენო
სიმართლე შენი მხოლოჲსა. |
17 |
ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ
შენს საოცრებაზე. |
17 |
ღმერთო ჩემო, რაოდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და
მოაქამომდე მიუთხრობდე საკჳრველებათა შენთა. |
18 |
ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ,
ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს
სიძლიერეს. |
18 |
და მიმჴცოვნებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო ჩემო, ნუ
დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა; |
19 |
ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი
დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი? |
19 |
ძლიერებაჲ შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო,
მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? |
20 |
შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ
გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ. |
20 |
რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძჳრნი, და
მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე. |
21 |
შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს
სანუგეშებლად. |
21 |
განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაჲ შენი და მომაქციე და
ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანისათა კუალად აღმომიყვანე მე. |
22 |
მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს
ჭეშმარიტებას, ღმერთო; გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა. |
22 |
და რამეთუ მეცა აღგიარო შენ, ერსა შორის, უფალო, ჭურებითა
საფსალმუნისათა ჭეშმარიტებაჲ შენი, ღმერთო, გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო
ისრაჱლისაო. |
23 |
იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც,
შენ რომ დაიხსენი. |
23 |
იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა
ჩემი, რომელი იჴსენ. |
24 |
ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს, რადგან
შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი. |
24 |
უფროს და ენაცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა,
რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძჳრსა ჩემსა. |