1 |
სოლომონის
შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.
|
1 |
ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა განშჯად
ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.
|
2 |
გაასამართლოს შენი ერი სიმართლით და შენი ღატაკნი -
სამართლიანად. |
2 |
|
3 |
მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს და ბორცვებმა - სიმართლე. |
3 |
მიიღედ მთათა მშჳდობაჲ ერისა და ბორცუთა სიმართლე. |
4 |
გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და
დაჩაგროს მჩაგვრელი. |
4 |
განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი
დავრდომილთანი და დაამდაბლოს ცილისმწამებელი. |
5 |
შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან
თაობამდე. |
5 |
და თანაეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავით
ნათესავადმდე. |
6 |
იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც
წვეთები, მიწას რომ რწყავენ. |
6 |
გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა
ცუარი რა ცურინ ქუეყანასა ზედა. |
7 |
მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება
მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. |
7 |
გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი
მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკაფდეს მთოვარე. |
8 |
და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის
კიდემდე. |
8 |
და უფლებდეს იგი ზღჳთ-ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე
სოფლისა. |
9 |
მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი
მტრები მტვერს ალოკავენ. |
9 |
ამის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი
მიწასა ლოშნიდენ. |
10 |
თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას;
არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ. |
10 |
მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა
არაბიასთა და საბაჲსათა ძღუენი მიართუან მას. |
11 |
და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
|
11 |
და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი
ჰმონებდენ მას. ;
|
12 |
რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც
არა ჰყავს შემწე. |
12 |
რამეთუ იჴსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა
არა იყო მწე. |
13 |
შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს
დაიხსნის. |
13 |
ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი
აცხოვნნეს. |
14 |
ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს,
ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში. |
14 |
აღნადგინებისაგან და სიცრუისა იჴსნნეს სულნი მათნი, და
პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე. |
15 |
იცოცხლებს და მისცემენ მას არაბეთის ოქროს და ილოცავენ
მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას. |
15 |
და ცხონდეს და მოეცეს მას ოქროსა მისგან არაბიასა, და
ილოცვიდეს მისთჳს სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას. |
16 |
იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი
ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც
ბალახი დედამიწაზე. |
16 |
იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა
ამაღლდეს უფროს ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა
თივა ქუეყანისა. |
17 |
მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს,
იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ, ყოველი ხალხი შენატრებს
მას. |
17 |
იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა
ეგოს სახელი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და
ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას. |
18 |
კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ
მოქმედი სასწაულისა. |
18 |
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან ყვის
საკჳრველი მხოლომან. |
19 |
და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და
აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ! |
19 |
და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა მისისა
უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანა. იყავნ, იყავნ.
დიდება |
20 |
დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა. |
|
|