1 |
ფსალმუნი
ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.
|
1 |
მოაკლდეს გალობანი დავითისნი, ძისა ესესნი, ფსალმუნი ასაფისა, გალობაჲ
ასურასტანელისა მიმართ, ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს.
|
2 |
მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ
მომიცურდა ნაბიჯები. |
2 |
ხოლო ჩემი, კნინღადა, შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი. |
3 |
რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების
კეთილდღეობას. |
3 |
რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშჳდობასა რაჲ ცოდვილთასა
ვხედევდ. |
4 |
რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე და ჯანმრთელები
არიან. |
4 |
რამეთუ არა არს ახილვა სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე
გუემათა შინა მათთა. |
5 |
ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან
არ ტვირთმძიმობენ. |
5 |
შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა
იტანჯნენ. |
6 |
ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და
ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს. |
6 |
ამისთჳს შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად,
შეიმოსეს უღმრთოებაჲ და სიცრუჱ თჳსი. |
7 |
სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ
სიბრიყვით. |
7 |
და გამოჴდეს, ვითარცა ცმელისაგან სიცრუჱ მათი, რამეთუ
ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისათა. |
8 |
ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე,
ქედმაღლურად ლაპარაკობენ. |
8 |
განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუესა მაღლად
ზრახვიდეს. |
9 |
მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება. |
9 |
დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენა მათი ეთრია ქუეყანასა
ზედა. |
10 |
ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ და სვამენ წყალს სავსე
თასიდან. |
10 |
ამისთჳს მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ
მათ თანა. |
11 |
და ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? და განა აქვს გაგება
უზენაესს? |
11 |
და თქუეს: ვითარმე აგრძნა ღმერთმან, ანუ არსმეა
მეცნიერებაჲ მაღლისა თანა? |
12 |
აჰა, ეს ბოროტნი, უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ
დოვლათს. |
12 |
აჰა, ესერა, ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს
სიმდიდრე მათი უკუნისამდე. |
13 |
ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები. |
13 |
და ვთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ
უბრალოდ ჴელნი ჩემნი. |
14 |
და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე და ვიტანჯებოდი დილდილაობით. |
14 |
და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაჲ ჩემი
განთიად. |
15 |
რომ მეთქვა: ვიმსჯელებ ასე, მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი.
|
15 |
და ვთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა, ესერა, ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ.
|
16 |
და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს - მაგრამ ძნელი იყო ჩემს
თვალში. |
16 |
და გულსა მომიჴდა ცნობად, ესე არს შრომაჲ ჩემი ჩემ
წინაშე, |
17 |
ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს. |
17 |
ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისჴმა-ვყო
აღსასრული მათი. |
18 |
მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში
გადაჩეხე. |
18 |
ხოლო ზაკვისა მათისათჳს დასდევ მათთჳს ბოროტი და დაამჴუენ
იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა. |
19 |
როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის
ზარისაგან! |
19 |
ვითარღა იქმნეს მოსაოჴრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს, და
წარწყმდეს უსჯულოებისა მათისათჳს? |
20 |
როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო,
ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ. |
20 |
ვითარცა სიზმარი განღჳძებულისა, უფალო, ქალაქსა შენსა
ხატი მათი შეურაცხ-ყო. |
21 |
როცა გული დამიძმარდა და შიგნეულობა დამეფლითა, |
21 |
რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკმელნი ჩემნი იცვალნეს. |
22 |
უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს
წინაშე. |
22 |
და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისჴმა-ვყავ; |
23 |
ხოლო მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი. |
23 |
ვითარცა პირუტყჳ შევირაცხე შენ წინაშე. და მე მარადის შენ
თანა ვარ, |
24 |
შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ. |
24 |
მიპყარ ჴელი მარჯუენე ჩემი. და ზრახვითა შენითა მიძღოდე
მე და დიდებითა შემიწყნარე მე. |
25 |
ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს
დედამიწაზე. |
25 |
რამეთუ რაჲ ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რა ვინებე
ქუეყანასა ზედა? |
26 |
ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის
სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე. |
26 |
მოაკლდა გულსა ჩემსა და ჴორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა
ჩემისა და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე. |
27 |
რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ
ყველას, ვინც განზე განგიდგება. |
27 |
რამეთუ, აჰა ესერა, რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი
შენგან, იგინი წარწყმდენ; და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან. |
28 |
ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე
ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე. |
28 |
ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს; დადებად უფლისა
მიმართ სასოებაჲ ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა
ასულისა სიონისათა. |