1 |
მოძღვრება ასაფისა. რატომ
მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?
|
1 |
რად განგჳშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად? განრისხდა გულისწყრომა შენი ცხოვართა
ზედა სამწყსოსა შენისათა.
|
2 |
გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი
ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა, |
2 |
მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითბან; იჴსენ კუერთხითა მკჳდრობისა
შენისათა მთაჲ სიონი ესე, რომელსა დაემკჳდრე მას შინა. |
3 |
წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ -
ყოველივე დაუნგრევია მტერს. |
3 |
აიხუენ ჴელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად;
რაოდენმე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა? |
4 |
შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი
ნიშნები სასწაულების მაგიერ. |
4 |
და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა, |
5 |
ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს. |
5 |
დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ცნეს, ვითარცა
გამოსავალსა ზესკნელსა. ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა |
6 |
და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად. |
6 |
დაკოდნეს ბჭენი მათნი, რაჲთურთით ცულითა და წერაქჳთა
დაამჴუეს იგი. |
7 |
ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი
სახელის სამკვიდრებელი. |
7 |
დაწუეს ცეცხლით სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს
კარავი სახელისა შენისა. |
8 |
თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად.
დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე. |
8 |
თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით
და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით. |
9 |
ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს
წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე? |
9 |
რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარა ვინ არს
წინაწარმეტყუელ, და ჩუენ არა ვინ გჳცნნეს მერმეცა. |
10 |
ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი
სახელი?
|
10 |
ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს
მჴდომი სახელსა შენსა სრულიად? |
11 |
რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე
შენი უბიდან და მოსპე. |
11 |
რად გარემიიქცევ ჴელსა შენსა და მარჯუენესა შენსა
წიაღადვე შენდა სრულიად? |
12 |
ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი
ქვეყნიერებაზე. |
12 |
ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან,
შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა. |
13 |
შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.
|
13 |
შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაჲ, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთა წყალთა ზედა.
|
14 |
შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს
ხალხს. |
14 |
შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისა მის და მიეც იგი საჭმელად
ერსა მას ჰინდოეთისასა. |
15 |
შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი. |
15 |
შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განაჴმენ
მდინარენი ითამისანი. |
16 |
შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე. |
16 |
შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და
მზე. |
17 |
შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა,
ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე. |
17 |
შენ შეჰქმენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე
ზაფხული და არე. |
18 |
გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი
ლანძღავს შენს სახელს. |
18 |
ესე მოიჴსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგნურმან
განარისხა სახელი შენი. |
19 |
მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების
სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ. |
19 |
ნუ მისცემ მჴეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა
გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად. |
20 |
მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი
ადგილები ძალადობის სადგომებით. |
20 |
მოხედე აღთქმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა
ქუეყანისათა სახლნი უსჯულოთანი. |
21 |
ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი
აქებენ შენს სახელს. |
21 |
ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხჳლეული; გლახაკი და
დავრდომილი აქებდენ სახელსა შენსა. |
22 |
აღდეგ, უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი
ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე. |
22 |
აღდეგ, ღმერთო, საჯე შჯა შენი; მოიჴსენე ყუედრებაჲ შენი,
რომელ არს უგუნურთაგან მარადღე. |
23 |
ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა
ხმაური ამოდის მუდამ. |
23 |
ნუ დაივიწყებ ჴმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაჲ
მოძულეთა შენთა ამაღლდა მარადის. დიდება |