ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა. |
1 |
დასასრულსა გალობათასა, ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ |
2 | ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი. | 2 | განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაჱლსა ზედა დიდ არს სახელი მისი. |
3 | და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში. | 3 | იქმნა მშჳდობით ადგილი მისი და სამკჳდრებელი მისი სიონს; |
4 | იქ დაიმსხვრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. სელა. | 4 | რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშჳლდთანი, საჭურველი და მახჳლი და ბრძოლაჲ. |
5 | ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად. | 5 | განანათლებ შენ საკჳრველად მთათაგან საუკუნეთა. |
6 | გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი. | 6 | შეძრწუნდეს ყოველნი უგნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაჲ ყოველთა კაცთა სიმდიდრისა ჴელითა მათითა. |
7 | შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც. | 7 | მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისო, ჰრულოდა მათ, რომელნი ზესხდეს ჰუნებსა. |
8 | შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს? | 8 | შენ საშინელ ხარ, და ვინ წინააღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვა შენი. |
9 | ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა; | 9 | რაჟამს ზეცით სასმენელ-ჰყავ მშჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა, |
10 | როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. სელა. | 10 | რაჟამს აღდგებოდა ღმერთი შჯად, განრინებად ყოველთა მშჳდთა ქუეყანისათა. |
11 | რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ. | 11 | რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისა დღესასწაულებდეს შენდა. |
12 | აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს. | 12 | ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი, რომელნი არიან გარემოს მისა, შეწირონ ძღუენი |
13 | ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს. | 13 | საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა. |