1 |
გუნდის ლოტბარს. იედუთუნის შესახებ. ასაფის ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი ასაფისი
|
2 |
ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ. ჩემი ხმა
ღმერთის მიმართ და ის მომისმენს. |
2 |
ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ და მომხედნა
მე. |
3 |
ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით
გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული. |
3 |
დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე, ჴელითა ჩემითა
ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემა სულსა ჩემსა. |
4 |
გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი
სული. სელა. |
4 |
მოვიჴსენე ღმრთისაჲ და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულმოკლე
იქმნა სული ჩემი. |
5 |
თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ. |
5 |
მიეწიფნეს საჴმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა
ვიტყოდი. |
6 |
ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს. |
6 |
ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი
მოვიჴსენენ. და ვიწურთიდ |
7 |
გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან
ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი. |
7 |
ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული
ჩემი. |
8 |
ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს
მოისურვებს? |
8 |
ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს
სათნოებად მერმე, |
9 |
ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი
სიტყვა თაობიდან თაობამდე? |
9 |
ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაჲ მისი, აღასრულა
სიტყუაჲ მისი თესლითი თესლამდე? |
10 |
ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო
სიბრალული? სელა. |
10 |
ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყალებაჲ მისი ღმერთმან, ანუ
დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა? |
11 |
და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება - შეცვლა უზენაესის
მარჯვენისა. |
11 |
და ვთქუა: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა
მაღლისა. |
12 |
გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.
|
12 |
მოვიჴსენე საქმეთა უფლისათა, რამეთუ მოვიჴსენო მე
დასაბამითგან საკჳრველებათა შენთა. |
13 |
ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე
ვისაუბრებ. |
13 |
და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ
ვზრახვიდე.
|
14 |
ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით
დიდი? |
14 |
ღმერთო, წმიდასა შინა არს გზა შენი; ვინ არს ღმერთ დიდ,
ვითარ ღმერთი ჩუენი? |
15 |
შენა ხარ ღმერთი, სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე
ხალხთა შორის ძლიერება შენი. |
15 |
შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავი საკჳრველი, აუწყე ერთა
შორის ძალი შენი; |
16 |
შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი - ძენი იაკობისა და
იოსებისა. სელა. |
16 |
და იჴსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და
იოსებისნი. |
17 |
გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ,
უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ. |
17 |
გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და
შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი |
18 |
გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა გამოსცეს ცებმა, შენი
ისრებიც მიმოფრენდნენ. |
18 |
ოხრითა წყალთათა. ჴმაჲ მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი
შენნი ვლენან. |
19 |
შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა
სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა. |
19 |
ჴმაჲ ქუხილისა შენისა ურმისთუალსა, გამოჩნდეს ელვანი
შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაჲ. |
20 |
ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და
შენი კვალი არ არის ცნობილი. |
20 |
ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა
ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ. |
21 |
უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის
ხელით. |
21 |
უძეღუ, ვითარცა ცხოვარსა, ერსა შენსა ჴელითა მოსესითა და
აჰრონისითა. დიდებაჲ |