1 |
მოძღვრება ასაფისა. ისმინე, ხალხო ჩემო, ჩემი კანონი; ყური
მოაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს.
|
1 |
ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.
|
2 |
იგავით გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს
დასაბამისა. |
2 |
აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდე მე იგავთა დასაბამისათა. |
3 |
რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს, |
3 |
რაოდენი გუესმა და ვცანით იგი, და მამათა ჩუენთა გჳთხრეს
ჩუენ. |
4 |
არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას
ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც
მოიმოქმედა. |
4 |
არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად,
მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკჳრველებასა
მისსა, რომელ ქმნა. |
5 |
დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც
დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის. |
5 |
და აღდგა საწამებელად იაკობსა შორის და შჯული დადვა
ისრაჱლსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა, |
6 |
რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც
დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს. |
6 |
რათა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელ იშვებოდიან, და
აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა; |
7 |
და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ
ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი. |
7 |
რათა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი და არა
დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათა და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ. |
8 |
და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა
თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ
თავისი სული. |
8 |
რათა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ
და განმამწარებელ, თესლმან, რომელმან არა წარიმართა გული თჳსი, არცა
სარწმუნო-ყო ღმრთისა თანა სული თჳსი. |
9 |
ძენი ეფრემისა, აღჭურვილნი და მშვილდმოზიდულნი, უკუიქცნენ
ბრძოლის დღეს. |
9 |
ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშჳლდებითა,
იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა. |
10 |
მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული
აღარ ისურვეს. |
10 |
არა იმარხეს მათ აღთქმა ღმრთისაჲ და შჯულსა მისსა არა
ინებეს სლვაჲ. |
11 |
გადაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ
მოუვლინა. |
11 |
და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთა და საკჳრველებათა
მისთა, რომელ უჩუენნა მათ |
12 |
მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის
ქვეყანაში, ცოყანის ველზე. |
12 |
წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნნა საკჳრველებანი
ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ველსა მას ტანეოსსა. |
13 |
გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა
წყლები. |
13 |
განაღო ზღუაჲ და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი,
ვითარცა თხიერთა. |
14 |
და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით. |
14 |
და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა
ცეცხლისათა. |
15 |
გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის
წყალსატევიდან. |
15 |
განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან
დიდისა. |
16 |
გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.
|
16 |
გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.
|
17 |
ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ,
აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში. |
17 |
და შე-ღავე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს
მაღალი ურწყულსა. |
18 |
ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ
თავის სულისთვის. |
18 |
და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი
სულთა მათთათჳს. |
19 |
და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი
უდაბნოში ტაბლის გამართვას? |
19 |
და იდრტჳნეს ღმრთისაჲ და თქუეს: ნუ უძლოსმეა ღმერთმან
განმზადებად ტაბლა უდაბნოსა შინა? |
20 |
ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა
ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს? |
20 |
ვინათგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი
წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განმზადებად ტაბლა ერსა
თჳსსა? |
21 |
ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი
იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა. |
21 |
ამისთჳს ესმა უფალსა და განრისხნა, და ცეცხლი აღტყდა
იაკობსა შორის, და რისხვა აღჴდა ისრაჱლსა ზედა; |
22 |
რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს
იმედი. |
22 |
რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაჲ, არცა ესვიდეს
მაცხოვარებასა მისსა. |
23 |
და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები. |
23 |
და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და ბჭენი ცათანი განახუნა. |
24 |
და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა
მათ. |
24 |
და უწჳმა მათ მანანა საჭმლად და პური ცათა მოსცა მათ; |
25 |
ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ
მაძღრისად. |
25 |
და პური ანგელოზთა ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ
განსაძღებელად. |
26 |
აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით
სამხრეთის ქარი. |
26 |
აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თჳსითა
ჩრდილო. |
27 |
და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის
ქვიშა - ფრთოსანი ფრინველი. |
27 |
და აწჳმა მათ ზედა, ვითარცა მიწა, ჴორცი და, ვითარცა ქჳშა
ზღუათა - ფრინველნი ფრთოვანნი. |
28 |
და ჩამოჰყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, გარშემო მათი
საცხოვრისებისა. |
28 |
და დაცჳოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოს კარვებსა
მათსა. |
29 |
ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი. |
29 |
და ჭამეს და განძღეს ფრიად, და გულისთქმა მათი მოსცა მათ; |
30 |
ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში
ჰქონდათ; |
30 |
და არა ჴუებულ იქმნნეს იგინი გულისთქმისა მათისაგან:
იყოღა საჭმელი პირსა მათსა, |
31 |
რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები
ისრაელისა.
|
31 |
და რისხვა ღმრთისაჲ აღჴდა მათ ზედა, მოსწყჳდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი
ისრაჱლისანი დაამჴუნა.
|
32 |
მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები. |
32 |
ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა ღა არა ჰრწმენა
საკჳრველებათა მისთა. |
33 |
და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით. |
33 |
და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი
სწრაფით. |
34 |
როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას. და ბრუნდებოდნენ და
მიმართავდნენ ღმერთს. |
34 |
რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ
და აღიმსთობედ ღმრთისა მიმართ. |
35 |
და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი
ღმერთი მათი მხსნელია. |
35 |
და მოიჴსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი
მაღალი მჴსნელ მათდა არს. |
36 |
და ელაქუცებოდნენ მას პირით და ენით ეცრუებოდნენ მას. |
36 |
და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს
მას. |
37 |
ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას
ერწმუნებოდნენ. |
37 |
ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა
ერწმუნნეს აღთქმასა მისსა. |
38 |
და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს,
მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის
გულისწყრომას. |
38 |
არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა
და არა განხრწნეს და განამრავლა გარემიქცევად გულისწყრომა მისი და არა
აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა. |
39 |
გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც
გარდავა და აღარ ბრუნდება. |
39 |
და მოიჴსენა, რამეთუ ჴორციელ არიან, სულ წარმავალ და
არღარა მომაქცეველ. |
40 |
რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ
ადგილას. |
40 |
რაოდენგზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა, განარისხეს იგი
ქუეყანასა ურწყულსა! |
41 |
ბრუნდებოდნენ და სცდიდნენ უფალს და შეურაცხყოფდნენ
სიწმიდეს ისრაელისას. |
41 |
და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაჲ იგი ისრაჱლისა
განამწარეს. |
42 |
არ გაიხსენეს ხელი მისი, დღე, როცა დაიხსნა ისინი
გასაჭირიდან. |
42 |
არა მოიჴსენნეს ჴელისა მისისა დღესა მას, რომელსაცა
იჴსნნა იგინი ჴელისაგან მაჭირვებელთა მათთასა; |
43 |
როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში სასწაულები თავისი და
საოცრებანი ცოყანის ველზე. |
43 |
ვითარ-იგი დასხნა ეგჳპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნაშნი
მისნი ველსა მას ტანეოსსა; |
44 |
და გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ
ვეღარ ესვათ. |
44 |
და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წჳმანი მათნი,
რაჲთა არა სუან; |
45 |
მიავლინა მათთან მწერნი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარნი,
რომ დაეღუპათ ისინი. |
45 |
მიავლინა მათდა ძაღლისმწერი, და შეჭამნა იგინი, და
მყუარი, და განხრწნნა იგინი. |
46 |
და მისცა მუხლუხს მათი მოსავალი და მათი ნაჯაფი - კალიას.
|
46 |
და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა;
|
47 |
სეტყვით მოსრა ვენახი მათი და ლეღვსულელნი მათნი -
თრთვილით. |
47 |
მოსრა სეტყჳთა ვენაჴები მათი და ლეღუსულელნი მათნი
თრთჳლითა; |
48 |
და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი და ხორშაკ ქარებს -
ჯოგები მათი. |
48 |
მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა; |
49 |
მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება,
მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები. |
49 |
მიავლინა მათდა რისხვა გულისწყრომისა მისისა, გულისწყრომა
და რისხვაჲ და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა. |
50 |
გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან
მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა. |
50 |
გზა-უყო ალაგთა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან
სულთა მათთასა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა. |
51 |
განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი - ხამის
კარვებში. |
51 |
და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა ეგჳპტისასა დასაბამად
ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა; |
52 |
წაიყვანა ცხვარივით ხალხი თავისი და უდაბნოში, როგორც
ფარას, ისე წარუძღვა. |
52 |
და წარმოუმართა, ვითარცა ცხოვარსა, ერსა თჳსსა და
აღიყვანა იგი, ვითარცა სამწყსო, უდაბნოდ. |
53 |
უძღოდა მათ იმედიანად და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები
ზღვამ დაფარა. |
53 |
და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი
მათნი დაფარნა ზღუამან. |
54 |
მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა
მისმა მარჯვენამ. |
54 |
და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა
ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან; |
55 |
განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი
მამულები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ტომები ისრაელისა. |
55 |
და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ
საზომითა დამკჳდრებისათა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაჱლისა. |
56 |
კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ ღმერთს უზენაესს და მისი
მცნებანი არ დაიცვეს. |
56 |
და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი
მისნი არა დაიცვნეს; |
57 |
იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან
ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით. |
57 |
და მიაქციეს და შეურაცხ-ყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა,
და გარდაიქცეს მშჳლდად ელმად; |
58 |
განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი
კერპებით გააღვიძეს მისი შური. |
58 |
განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა
აშურვებდეს მას. |
59 |
მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეგად შეიძულა
ისრაელი. |
59 |
ესმა ღმერთსა და უგულებელს-ყო და შეურაცხ-ყო ფრიად
ისრაჱლი. |
60 |
მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო
დამკვიდრებულ |
60 |
და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ
დამკჳდრებულ იყო შორის კაცთა. |
61 |
და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
|
61 |
და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ჴელთა მტერისათა;
|
62 |
და გასწირა სამახვილოდ ხალხი თავისი და თავის
მემკვიდრეობაზე განრისხდა. |
62 |
და შეაყენა მახჳლსა ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი
უგულებელს-ყო; |
63 |
მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ
გათხოვდნენ. |
63 |
ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან და ქალწულნი მათნი არა
იგლოვნეს. |
64 |
მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ და მის ქვრივებს არ უტირიათ. |
64 |
მღდელნი მათნი მახჳლითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა
იტირნეს. |
65 |
და გაიღვიძა, ვითარცა მძინარემ, უფალმა, როგორც
დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა. |
65 |
და განიღჳძა, ვითარცა მძინარემან, უფალმან, ვითარცა
ძლიერი, რომელი იქარვებნ ღჳნოსა. |
66 |
და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი
მიანიჭა მათ. |
66 |
და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად
საუკუნოდ მისცნა იგინი. |
67 |
დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია. |
67 |
განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა
გამოირჩია მან; |
68 |
ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა. |
68 |
არამედ გამოირჩია მან თესლი იუდასი და მთა სიონი, რომელ
შეიყუარა. |
69 |
მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ
დააფუძნა. |
69 |
და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა
ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე. |
70 |
ამოირჩია მორჩილი თვისი დავითი და წამოიყვანა იგი ცხვრის
ფარებიდან. |
70 |
და გამოირჩია მან დავით, მონა თჳსი, და შეიწყნარა იგი
სამწყსოსაგან ცხოვართასა; და ცხოვართა მუცელქმულთაგან გამოიყვანა იგი |
71 |
მეწველი ჯოგიდან მოიყვანა იგი იაკობის - თავისი ხალხის და
ისრაელის - თავისი სამკვიდრებლის სამწყემსად. |
71 |
მწყსად იაკობ მონისა თჳსისა და ისრაჱლ სამკჳდრებელისა
თჳსისა. |
72 |
და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა
გონიერებით უძღოდა მათ. |
72 |
და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისათა და
გონიერებითა ჴელითა მისთათა უძღოდა მათ. დიდება. |