1 |
გუნდის ლოტბარს, შოშანიმ - ედუთის საკრავზე, ასაფის ფსალმუნი.
|
1 |
ცვალებადთათჳს, წამებაჲ ასაფისი, ფსალმუნი ასურისათჳს
|
2 |
მწყემსო ისრაელისა, ყური მოგვაპყარ; წინ რომ უძღოდი,
ვითარცა ცხვარს, იოსებს, ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე. |
2 |
რომელი ჰმწყსი ისრაჱლსა, მოიხილე, რომელი უძღჳ, ვითარცა ცხოვარსა, იოსებსა; რომელი
ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ. |
3 |
ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წამომართე შენი
სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად. |
3 |
წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე
ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა. |
4 |
ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და
დავიხსნებით. |
4 |
ღმერთო, მომაქციენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი, და
ვცხონდეთ. |
5 |
უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი
ხალხის ლოცვაზე? |
5 |
უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა
მონათა შენთასა? |
6 |
აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად. |
6 |
მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა
საწყაულითა; |
7 |
დაგვსვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში და ჩვენი მტრები
აბუჩად გვიგდებენ. |
7 |
მყვენ ჩუენ საყუედრელ გარემოსთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი
მეკიცხევდეს ჩუენ. |
8 |
უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი
სახე და დავიხსნებით. |
8 |
უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი
შენი, და ვცხონდეთ. |
9 |
ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე
ის. |
9 |
ვენაჴი ეგჳპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხი
იგი. |
10 |
გაწმიდე მის წინ ადგილი, გაადგმევინე ფესვები და მან
აავსო ქვეყანა. |
10 |
გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ პირნი მისნი, და
აღავსო ქუეყანა. |
11 |
მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა ტოტებმა - ნაძვი ღმერთისა.
|
11 |
დაფარნა მთანი ჩრდილომან მისმან და ბაბილოთა მისთა _
ნაძუნი ღმრთისანი. |
12 |
ტოტები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე - ყლორტები თვისი. |
12 |
მისწუადნა რქანი მისნი ზღუადმდე და მდინარედმდე _ მწუერვალნი მისნი.
|
13 |
რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი და ყოველი გზად გამვლელი
ძარცვავს მას? |
13 |
აწ რად მოჰჴადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი
თანაწარმავალნი გზისანი? |
14 |
ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები ძოვენ მას. |
14 |
განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან
მძჳნვარემან მოძოა იგი. |
15 |
ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და
მოხედე ამ ვაზს. |
15 |
ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და
იხილე და მოჰხედენ ვენაჴსა ამას; |
16 |
გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები,
შენთვის რომ გააძლიერე. |
16 |
და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და
ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა. |
17 |
დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით
დაიღუპებიან. |
17 |
მომწუარი ცეცხლითა და მოოჴრებული რისხვითა პირისა
შენისათა წარწყმდენ. |
18 |
იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე,
შენთვის რომ გააძლიერე. |
18 |
იყავნ ჴელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი, და ძესა ზედა
კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა. |
19 |
და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს
მოვუხმობთ. |
19 |
და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან და დიდებისაგან წყალობისა
შენისა მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით. |
20 |
უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს შენი
სახე და დავიხსნებით. |
20 |
უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი
შენი და ვცხონდეთ. |