1 |
გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, დავითის ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ
ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება. |
2 |
უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი
ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელს
ცათა. |
3 |
ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან გამართე ხოტბა, რათა
დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი. |
3 |
პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ მტერთა
შენთათჳს, რათამცა დაიჴსნა მტერი იგი და შურისმგებელი. |
4 |
როცა შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნამოქმედარს,
მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, |
4 |
რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე
და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. |
5 |
რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ
ყურადღებას აქცევ? |
5 |
რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა,
რამეთუ მოხედავ მას? |
6 |
ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და
ღირსება დაადგი გვირგვინად. |
6 |
დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა
გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი. |
7 |
გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას
დაუმორჩილე. |
7 |
და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა, |
8 |
ყველა პირუტყვი - წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი
ველისა; |
8 |
ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. ცხოვარი და
ზროხაჲ ყოველივე, |
9 |
ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ
მოძრაობენ. |
9 |
მერმეცა და პირუტყუნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და
თევზნი ზღჳსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა. |
10 |
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი
მთელს ქვეყანაზე. |
10 |
უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი
ყოველსა ქუეყანასა ზედა. დიდებაჲ |