1 |
გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა.
|
1 |
დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ასაფისი ფსალმუნი
|
2 |
უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის
ღმერთს. |
2 |
უგალობდეთ ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებით ღმრთისა იაკობისა. |
3 |
ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი
ებანთან ერთად. |
3 |
აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი
სახარულევანი ებნითა |
4 |
დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს,
ჩვენი დღესასწაულის დღეს. |
4 |
დაჰბერეთ ახლის თჳსთავთა ნესტჳთა, ბრწყინვალესა დღესა
დღესასწაულისა ჩუენისასა. |
5 |
რადგან ეს არის კანონი ისრაელისა, სამართალი იაკობის
ღმერთისა. |
5 |
რამეთუ ბრძანებაჲ არს ესე ისრაჱლისა და სამართალი არს
ღმრთისა იაკობისი. |
6 |
დაადგინა მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის
ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე. |
6 |
წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი
ქუეყანით ეგჳპტით; ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა; |
7 |
მოვხსენი ტვირთი მის მხრებს. მისი ხელები გოდრისაგან
განთავისუფლდნენ. |
7 |
განაშორნა ტჳრთსა ბჭენი მისნი და ჴელნი მისნი გოდრითა
მონებასა. |
8 |
გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გიპასუხე ელვის
საფარში, გამოგცადე მერიბას წყლებზე. სელა. |
8 |
ჭირსა მხადე მე, და გიჴსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა
შინა ნიავქარისათა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა. |
9 |
ისმინე, ჩემო ხალხო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ
მომისმენ. |
9 |
ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაჱლო, ისმინო თუ
ჩემი, |
10 |
არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო
ღმერთს. |
10 |
არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთო, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა.
|
11 |
მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი
შენი და გავავსებ მას.
|
11 |
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე
შენ ქუეყანით ეგჳპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე. |
12 |
არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ
დამემორჩილა. |
12 |
და ერმან ჩემმან არა ისმინა ჴმისა ჩემისა და ისრაჱლი მე
არა მერჩდა. |
13 |
და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ
ნებაზე. |
13 |
და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულითა მათთასა, რათა
ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა. |
14 |
ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო. |
14 |
უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაჱლი თუმცა გზათა
ჩემთა სრულ იყო, |
15 |
მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე
ხელს აღვმართავდი. |
15 |
ვითარცა არა რაჲთამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და
მაჭირვებელთა ზედა და-მცა-მედგა ჴელი ჩემი. |
16 |
უფლის მოძულენი იპირფერებდნენ მასთან და მათი ჟამი
იქნებოდა სამარადისო. |
16 |
მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყო ჟამი მათი
საუკუნოდ. |
17 |
გამოვკვებავდი მათ მაწიერი ხორბლით და კლდის თაფლით
დავანაყრებდი. |
17 |
და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა
განაძღნა იგინი. დიდება. |