1 |
გალობა ფსალმუნი ასაფისა.
|
1 |
ფსალმუნი, გალობაჲ ასაფისი
|
2 |
ღმერთო! ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და დამშვიდდები,
ღმერთო! |
2 |
ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმდები, ნუცა დამშჳდნები, ღმერთო. |
3 |
რადგანაც, აგერ, შენი მტრები ხმაურობენ და შენმა
მოძულეებმა თავი წამოყვეს. |
3 |
რამეთუ, ესერა, მტერთა შენთა იზახეს, და მოძულეთა შენთა
აიღეს თავი. |
4 |
შენი ხალხის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და
თათბირობენ შენს დაფარულებზე. |
4 |
ერსა შენსა ზედა ძმაცუიდეს ზაკვით და განიზრახეს წმიდათა
შენთათჳს; |
5 |
თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ
იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“. |
5 |
და თქუეს: მოდით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა
მოიჴსენოს სახელი ისრაჱლისა. |
6 |
მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა; |
6 |
რამეთუ ზრახეს შეთქმით ურთიერთას და შენთჳს აღთქმა-ყვეს |
7 |
ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის
ნაშიერმა; |
7 |
ბანაკმან იდუმელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და
აგარიანთა, |
8 |
გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტიმელებმა
ტვიროსელებთან ერთად. |
8 |
გებალ, ამონ და ამალეკ და უცხოთესლთა დამკჳდრებულთა თანა
ტჳროსისათა. |
9 |
აშურიც მათ შეუერთდა და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის. სელა. |
9 |
და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს
თანაშემწე ძეთა მათ ლოთისთა. |
10 |
დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას,
როგორც იაბინს კიშონის ხევზე; |
10 |
ჰყვენ იგინი, ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი
ჴევსა მას კიშონისასა. |
11 |
განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ დედამიწისთვის.
|
11 |
მოისრნეს იგინი აენდრს შინა და იქმნეს იგინი, ვითარცა სკორე ქუეყანისა.
|
12 |
მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და
როგორც ზეებს, და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნაყს, ყველა მათს თავადს. |
12 |
დასხენ მთავარნი მათნი, ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და
სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი, |
13 |
რომ ამბობდნენ: დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი
უფლისა. |
13 |
რომელთა თქუეს: დავიმკჳდროთ თჳსად სიწმიდე ღმრთისაჲ. |
14 |
ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი, ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა
ქარში. |
14 |
ღმერთო ჩემო, ყვენ იგინი, ვითარცა ურმისთუალი და ვითარცა
ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა. |
15 |
ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების
მბუგავი, |
15 |
ვითარცა ცეცხლმან რა მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან,
რომელმან შეწუნის მთანი, |
16 |
ისე დაედევნე მათ შენი რისხვით და შენი ქარიშხლით
შეაძრწუნე ისინი. |
16 |
ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა
შენითა შეაძრწუნენ იგინი. |
17 |
აავსე მათი პირი სირცხვილით, ვიდრე მოიძიებდნენ შენს
სახელს, უფალო. |
17 |
აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი,
უფალო. |
18 |
შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და
სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან. |
18 |
ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და
სირცხჳლეულ იქმნედ და წარწყმდედ. |
19 |
მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ
უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე. |
19 |
და ცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლო
მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა. |