1 |
ლოცვა დავითის.
მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე.
|
1 |
მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.
|
2 |
დაიფარე სული ჩემი, რადგან ღვთისმოსავი ვარ; იხსენი
მორჩილი შენი, შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს. |
2 |
იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონა შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავ
შენ. |
3 |
შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე. |
3 |
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე. |
4 |
ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ
აღვაპყარ სული ჩემი. |
4 |
ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული
ჩემი. |
5 |
რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად
მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს. |
5 |
რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე
ყოველთათჳს, რომელნი გხადიან შენ. |
6 |
მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის
ხმა. |
6 |
ყურად-იღე, უფალო, ლოცვა ჩემი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა
ჩემისასა. |
7 |
ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ. |
7 |
დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე
ჩემი. |
8 |
არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც
მსგავსი საქმეთა შენთა. |
8 |
არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს
საქმე შენთაებრ. |
9 |
ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს
მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს. |
9 |
ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ
წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა, უფალო. |
10 |
რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი
ერთადერთი. |
10 |
რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკჳრველებათა შენ ხარ
ღმერთი მხოლო. |
11 |
დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული
შენი სახელის მოშიშებით.
|
11 |
მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს
გული ჩემი შიშითა სახელისა შენისათა.
|
12 |
გიწამებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და განვადიდებ
შენს სახელს უკუნისამდე. |
12 |
აღგიარო შენ, უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო
სახელი შენი უკუნისამდე; |
13 |
რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და გადაარჩინე
ჩემი სული ქვესკნელის ჯოჯოხეთისგან. |
13 |
რამეთუ დიდ არს წყალობაჲ შენი ჩემ ზედა, და იჴსენ სული
ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა. |
14 |
ღმერთო! ბოროტმოქმედნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ და
მტარვალთა კრებულმა მოინდომა ჩემი სული, და არ წარმოგიდგინეს თავიანთ
წინაშე. |
14 |
ღმერთო, უსჯულონი აღდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან
ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა. |
15 |
ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის
მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ. |
15 |
და შენ, უფალო ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე,
სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ. |
16 |
პირი ჰქენ ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს
მორჩილს და იხსენი ძე შენი მხევლისა. |
16 |
მოიხილე ჩემ ზედა და შემეწიე მე, მოეც ძალი მონასა შენსა
და აცხოვნე ძე მჴევლისა შენისა. |
17 |
მოიმოქმედე ჩემს მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ
ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში
მეცი. |
17 |
ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და
ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე და ნუგეშინის-მეც მე. |