1 |
მოძღვრება ეთან
ეზრახელისა.
|
1 |
გულისჴმის-ყოფისათჳს ეთამ ეზრაიტელისა, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას
ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით. |
2 |
წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი თესლამღე მიუთხრობდე
ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა. |
3 |
რადგანაც ვთქვი: უკუნისამდე დაფუძნდეს წყალობა და ცათა
შიგან განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი. |
3 |
რამეთუ სთქუ: უკუნისამდე წყალობაჲ აღეშენოს, და ცათა შინა
განემზადოს ჭეშმარიტებაჲ შენი. |
4 |
დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს
მორჩილს: |
4 |
ვყავ აღთქმა რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა
ჩემსა; |
5 |
უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან
თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს. სელა. |
5 |
უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი
თესლამდე საყდარი შენი. |
6 |
განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს, უფალო, ასევე შენს
ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში. |
6 |
აღიარებდენ ცანი საკჳრველებათა შენთა, უფალო, და
ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა. |
7 |
რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს? ვინ მიემსგავსება უფალს
ღვთის შვილებში? |
7 |
რამეთუ ვინ ღრუბელთა შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს
უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა? |
8 |
ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტისმეტად და საშიშია
ყველასათვის მის ირგვლივ. |
8 |
ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და
საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს მისა. |
9 |
უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მედგარი, უფალო?
და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა. |
9 |
უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ? ძლიერ ხარ შენ,
უფალო, და ჭეშმარიტებაჲ შენი გარემო არს შენსა. |
10 |
შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს
შენ ამშვიდებ. |
10 |
შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა
მისთასა შენ დაამშჳდებ. |
11 |
შენ განართხე რაჰაბი, როგორც განგმირული; შენი ძლიერი
მკლავით გაფანტე შენი მტრები. |
11 |
შენ დაამდაბლე, ვითარცა წყლული, ამპარტავანი და მკლავითა
ძლიერებისა შენისათა განაბნიენ მტერნი შენნი. |
12 |
შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება
შენ დააფუძნე. |
12 |
შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანა, სოფელი და
სავსებაჲ მისი შენ დააფუძნე. |
13 |
ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი
შენს სახელს უმღერებენ. |
13 |
ჩრდილო და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა
შენითა იხარებდენ. |
14 |
შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე
მარჯვენა შენი. |
14 |
შენი მკლავი ძლიერებით, განძლიერდინ ჴელი შენი და
ამაღლდინ მარჯუენე შენი. |
15 |
სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ
გეგებებიან.
|
15 |
სიმართლე და განკითხვა არს განმზადებაჲ საყდრისა შენისა, წყალობაჲ და
ჭეშმარიტებაჲ ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა.
|
16 |
ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის
შუქით იარებიან, უფალო; |
16 |
ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაჲ შენი; უფალო,
ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდიან, |
17 |
შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით
ამაღლდებიან. |
17 |
და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა
შენითა ამაღლდენ. |
18 |
რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით
მომაღლდება ღირსება ჩვენი. |
18 |
რამეთუ სიქადული ძალისა მათისა შენ ხარ, და ნებითა შენითა
ამაღლდეს რქაჲ ჩუენი. |
19 |
რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან
- მეფე ჩვენი. |
19 |
რამეთუ უფლისაჲ არს შეწევნა და წმიდისა, ისრაჱლ, მეუფისა
ჩუენისა. |
20 |
მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდანებს და ეთხარი:
ვუბოძე დახმარება გმირს, ავამაღლე რჩეული ხალხისაგან. |
20 |
მაშინ ეტყოდე ჩუენებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავსდევ
შეწევნა ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა. |
21 |
ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას. |
21 |
ვპოე დავით, მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე
მას. |
22 |
რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი და ჩემმა მკლავმა
გაამაგროს. |
22 |
რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან
განაძლიეროს იგი. |
23 |
ვერ დაჯაბნის მას მტერი და ურჯულო ვერ დაჩაგრავს მას. |
23 |
არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უსჯულოებისამან ვერ
შესძინოს ვნებად მისა. |
24 |
მოვსრავ მის წინაშე მის მტრებს და მის მოძულეებს
დავამხობ. |
24 |
და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი
მისნი დავამჴუნე. |
25 |
ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით
მომაღლდება ღირსება მისი. |
25 |
წყალობაჲ ჩემი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი მის თანა, და
სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაჲ მისი; |
26 |
ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს - მის
მარჯვენას. |
26 |
და დავდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა _
მარჯუენე მისი. |
27 |
ის მომიწოდებს: მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი
ხსნისა; |
27 |
მან მხადოს მე: მამა ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და
შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისა. |
28 |
მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე
უმაღლესობას, |
28 |
და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროს მეფეთა
ქუეყანისათა. |
29 |
უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა
საიმედო იქნება მისთვის. |
29 |
უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაჲ ჩემი, და აღთქმა ჩემი
ერწმუნოს მას. |
30 |
და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი
- ვითარცა დღენი ცისანი. |
30 |
და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი.
|
31 |
თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,
|
31 |
და-თუ-უტეონ შვილთა მათთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა
არა ვიდოდიან, |
32 |
თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ
დაიცავენ, |
32 |
სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა
დაიმარხნენ, |
33 |
კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით - შეცოდებას. |
33 |
განვიხილნე კუერთხითა უსჯულოებანი მათნი და გუემითა
უსამართლობანი მათნი; |
34 |
მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ
ჩემს ჭეშმარიტებას. |
34 |
ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა
ვვცრუვო ჭეშმარიტებასა ჩემსა, |
35 |
არ შევბღალავ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა
ჩემს ბაგეებს. |
35 |
არცა შევაგინო აღთქმა ჩემი და, რაჲ-იგი აღმოჴდა ბაგეთა
ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო. |
36 |
ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით, განა ვეცრუები დავითს? |
36 |
ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუვო
მას. |
37 |
მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა
მზე, ჩემს პირისპირ. |
37 |
ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი, ვითარცა
მზე, წინაშე ჩემსა, |
38 |
მკვიდრი იქნება, მთვარესავით, უკუნისამდე, და ჭეშმარიტი
მოწმე ზეცაში. სელა. |
38 |
და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე
სარწმუნო ცათა შინა. |
39 |
მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე. |
39 |
ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული
შენი; |
40 |
უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე
გვირგვინი მისი. |
40 |
და აქციე აღთქმა მონისა შენისა, შეაგინე ქუეყანასა ზედა
სიწმიდე მისი. |
41 |
მოშალე ყველა ზღუდენი მისნი, ნანგრევებად აქციე სიმაგრენი
მისნი. |
41 |
დაარღჳენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი
მისნი შეძრწუნებულ; |
42 |
გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლების დასაცინი გახდა.
|
42 |
და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი,
და იქმნა იგი საყუედრელ გარემოსთა მისთა. |
43 |
მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი
მტერი. |
43 |
აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთა და ახარე ყოველთა მტერთა მისთა;
|
44 |
თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე ომში. |
44 |
გარემიაქციე შეწევნა მახჳლისა მისისა და არა შეეწიე
ბრძოლასა შინა. |
45 |
გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან
გაასწორე. |
45 |
დაჰჴსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა
დაამჴუ; |
46 |
შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე
იგი. სელა. |
46 |
შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა
სირცხჳლი. |
47 |
როდემდე დაგვემალები, უფალო, განუწყვეტლივ, ააგზნებ
ცეცხლივით შენს მრისხანებას? |
47 |
ვიდრემდის, უფალო, გარემიიქცევი სრულიად, და აღატყდების,
ვითარცა ცეცხლი, რისხვა შენი? |
48 |
გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი
ფუჭად ყოველი ძე ადამისა? |
48 |
მოიჴსენე შენ, რა არს არსებაჲ ჩემი, ანუ ამაოდ ნუ
შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი? |
49 |
ვის არის ვაჟკაცი - იცოცხლოს და არ იხილოს სიკვდილი,
გადაარჩინოს თავისი სული ჯოჯოხეთის ხელიდან? სელა. |
49 |
ვინ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკუდილი და
იჴსნეს სული თჳსი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა? |
50 |
სად არის შენი ადრინდელი წყალობა, უფალო, დავითს რომ
შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით? |
50 |
სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე
დავითს ჭეშმარიტებითა შენითა? |
51 |
გაიხსენე, უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ
ვატარებ ყველა ძლიერი ხალხისაგან. |
51 |
მოიჴსენე, უფალო, ყუედრებაჲ მონათა შენთა, რომელ
დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთა; |
52 |
როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ
შენი ცხებულის კვალს. |
52 |
რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს
ნაცვალსა ცხებულისა შენისასა. |
53 |
კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. ამინ, ამინ! |
53 |
კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. იყავნ, იყავნ. დიდება |