1 |
გუნდის ლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითის ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს
სასწაულებს. |
2 |
აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე
ყოველი საკჳრველებაჲ შენი, |
3 |
ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს,
უზენაესო. |
3 |
ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა
შენსა, მაღალო. |
4 |
ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და
დაიღუპებიან შენს წინაშე. |
4 |
რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და
წარწყმდენ პირისაგან შენისა. |
5 |
რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი
ტახტზე, სიმართლის მსაჯულო. |
5 |
რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დაშჯედ
საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო. |
6 |
განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე
უკუნითი უკუნისამდე. |
6 |
შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები
მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |
7 |
მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე
ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება. |
7 |
მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ;
წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებით; |
8 |
ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა
სამართლისთვის თავისი ტახტი. |
8 |
და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა
საყდარი თჳსი. |
9 |
და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს
სისწორით. |
9 |
და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და განიკითხნეს
ერნი სიწრფოებით. |
10 |
უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების
ჟამს. |
10 |
ვყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა
ჭირისასა. |
11 |
შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ
მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს. |
11 |
და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი,
რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო. |
12 |
უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი
ერებს. |
12 |
უგალობდეთ უფალსა, რომვლი დამკჳდრებულ არს სიონს,
მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. |
13 |
რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს
ტვირთმძიმეთა გოდებას. |
13 |
რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიჴსენა და არა
დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთა. |
14 |
შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან,
აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან. |
14 |
მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან,
|
15 |
რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის
ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით. |
15 |
რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა
მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; |
16 |
ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
|
16 |
ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. დაინთქნეს
წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ
დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი მათი. |
17 |
ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი
ხელით დაგებულ მახეში. სელა. |
17 |
განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა, საქმითა ჴელითა
თჳსთაჲთა შეიპყრა ცოდვილი. |
18 |
დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც
დაივიწყა ღმერთი. |
18 |
მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა
დაჰვიწყებიეს ღმრთისაჲ. |
19 |
სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ
დაკარგული - უპოვართა იმედი. |
19 |
რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენა
დავრდომილთა არა წარწყმდეს სრულიად. |
20 |
აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ
ერები შენს წინაშე. |
20 |
აღდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ
წინაშე. |
21 |
უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ
კაცუნები არიან ისინი.
სელა. |
21 |
დაადგინე, უფალო, სჯულისმდებელ მათ ზედა; გულისჴმა-ყვედ
წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან. |
|
|
|
ფსალმუნი 10 |
22 |
რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების
ჟამს. |
1 |
რადმე, უფალო, დასდეგ შორს და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამთა ოდენ ჭირისასა?
|
23 |
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი
იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. |
2 |
ამპარტავანებასა უღმრთოთასა შეიწვინ გლახაკი; შეპყრობილ
იყვნენ იგინი ზრახვათა მათთგან, რომელთაცა ზრახვენ. |
24 |
რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო
ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს. |
3 |
რამეთუ იქებინ თავით თჳსით ცოდვილი გულისთქუმათა შინა
სულისა თჳსისათა და უღმრთოჲ იკურთხევინ. |
25 |
ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ
არსებობს ღმერთი. |
4 |
განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულისწყრომითა
მისითა არა გამოიძიოს; |
26 |
გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი
შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს. |
5 |
არა არს ღმერთი წინაშე მისსა. ბილწ არიან გზანი მისნი
ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და
ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ. |
27 |
თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან
თაობამდე არ შემხვდება სიავე“. |
6 |
რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა შევიძრა მე თესლითი
თესლამდე თჳნიერ ძჳრისა. |
28 |
მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი
ენა სიმრუდე და უკუღმართობაა. |
7 |
წყევითა და სიმწარითა და ზაკვითა სავსე არს პირი მისი,
ენასა მისსა ქუეშე არს შრომაჲ და სალმობაჲ. |
29 |
ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს,
მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ. |
8 |
დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად
უბრალოსა; |
30 |
დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება
საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში. |
9 |
თუალნი მისნი გლახაკსა ხედვენ; მზირინ ფარულად, ვითარცა
ლომი საყოფელსა თჳსსა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა; |
31 |
მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში
მოაქცევს. |
10 |
მახითა თჳსითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს,
რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა. |
32 |
თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს
აღარასოდეს“.
|
11 |
რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი
მისი არახილვად სრულიად.
|
33 |
აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ
ჩაგრულებს. |
12 |
აღდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ
დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად. |
34 |
რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ
მოჰკითხავ. |
13 |
რადმე განარისხა უღმრთომან ღმერთი? _ რამეთუ თქუა გულსა
შინა თჳსსა: არა გამოიძიოს. |
35 |
უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა
სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ
ობლის შემწე. |
14 |
ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი,
რათამცა მოგეცა შენ იგი ჴელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა
შენ ეყავ მწე. |
36 |
გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ
მისი ბოროტება და ვერ იპოვონ. |
15 |
შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისა და უკეთურისა; იძიოს ცოდვაჲ
მისი და არა იპოვოს. |
37 |
უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან
ხალხები მისი ქვეყნიდან. |
16 |
უფალი მეფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე;
წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით. |
38 |
უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული,
მიაპყარ ყური; |
17 |
ნებაჲ გლახაკთა ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა
მათისასა ერჩდა ყური შენი, |
39 |
გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი
ამ ქვეყანაზე. |
18 |
განკითხვად ობოლისა და გლახაკისა, რათა არა დაჰრთოს
კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა. |