ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. |
1 |
ფსალმუნი, გალობაჲ დავითისი, დღისა შაბათისა |
2 | კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო! | 2 | კეთილ არს აღსაარებაჲ ღმრთისაჲ და გალობად სახელსა შენსა, მაღალო; |
3 | გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით. | 3 | მითხრობად ცისკარს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ღამედღამედ, |
4 | ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე. | 4 | ათძალითა საფსალმუნისათა და ჴმითა ებნისათა; |
5 | რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ. | 5 | რამეთუ მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ჴელთა შენთათა ვიხარებდე. |
6 | რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები. | 6 | ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი. |
7 | უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას, | 7 | კაცმან სულელმან არა ცნას, და უგნურმან არა გულისჴმა-ყოს ესე. |
8 | როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ. | 8 | აღმოცენებასა ცოდვილთასა, ვითარცა თივა, და გამოჩნდეს ყოველნი რომელნი იქმან უსჯულოებასა, რაჲთამცა მოისრნეს უკუნითი უკუნისამდე. |
9 | ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო! | 9 | ხოლო შენ მაღალ ხარ უკუნისამდე, უფალო, რამეთუ, ესერა, მტერნი შენნი, უფალო, |
10 | რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც, აგერ, შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი - სიმრუდის მოქმედნი. | 10 | რამეთუ, ესერა, მტერნი შენნი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი რომელნი იქმან უსჯულოებასა. |
11 | მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით. | 11 | და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაჲ ჩემი, და სიბერე ჩემი ზეთითა პოხილითა; |
12 | უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები. | 12 | და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთა და მათთჳს, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა. |
13 | წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება. | 13 | მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და, ვითარცა ნაძჳ ლიბანისა განმრავლდეს. |
14 | უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან; | 14 | დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან. |
15 | სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს - წვნიანსა და ხასხასას. | 15 | უფროჲსად განმრავლდენ სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა. |
16 | რათა განვაცხადო, რომ მართალია უფალი, ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა. | 16 | რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუე მის თანა. |