ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს. |
1 |
უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი გარეშეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას. |
2 | გამზადებულია შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიული ხარ შენ. | 2 | განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ. |
3 | აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს. | 3 | აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ჴმანი მათ აღდგენ მდინარენი სლვასა თჳსსა. |
4 | წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია მაღლა უფალი. | 4 | ჴმითა წყალთა მრავალთა საკჳრველ არიან განცხრომანი ზღჳსანი; საკჳრველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი სარწმუნო იქმნნეს ფრიად; |
5 | მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად. შენს სახლს შეშვენის სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ. | 5 | სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა. |