1 |
ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.
|
1 |
ღმერთი შურისძიებათა, უფალი ღმერთი შურისძიებათა განცხადნა.
|
2 |
ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური
ამპარტავნებს. |
2 |
ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა. |
3 |
ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ
ბოროტნი? |
3 |
ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი
იქადოდიან? |
4 |
ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან
სიმრუდის მოქმედნი. |
4 |
აღმოთქუან და იტყოდიან სიცრუესა, იტყოდიან ყოველნი,
რომელნი იქმან უსჯულოებასა. |
5 |
შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს
ტანჯავენ. |
5 |
ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკჳდრებელი შენი
განაბოროტეს; |
6 |
ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ. |
6 |
ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყჳდეს |
7 |
ამბობენ: ვერ იხილავს უფალი და ვერ გაიგებს ღმერთი
იაკობისა. |
7 |
და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისჴმა-ყოს
ღმერთმან იაკობისმან. |
8 |
გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის
დაჭკვიანდებით? |
8 |
გულისჴმა-ყავთ აწ, უგნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე
გულისჴმა-ჰყოთ. |
9 |
დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თუ თვალის
შემქმნელი ვერ დაინახავს? |
9 |
რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა? ანუ რომელმან
შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა? |
10 |
ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს - ის, ვინც ასწავლის
ადამიანს ჭკუას? |
10 |
რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან
ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ? |
11 |
უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაოა ისინი. |
11 |
უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამავო. |
12 |
ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს
ასწავლი. |
12 |
ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა
შენისაგან ასწაო მას. |
13 |
რათა დაასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს.
|
13 |
დამშჳდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ჴნარცჳ ცოდვილსა.
|
14 |
რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის
სამემკვიდრეოს არ მიატოვებს. |
14 |
რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი
თჳსი არა უგულებელს-ყოს, |
15 |
რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მის შემდეგ
ყველა გულმართალი. |
15 |
ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას
ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა. |
16 |
ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? ვინ ამომიდგება
სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ? |
16 |
ვინ წინააღმიდგეს მე უკეთურთაგანი? ანუ ვინ
თანაწარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უსჯულოებასა? |
17 |
უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი
სული მდუმარებაში. |
17 |
არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და-მცა-ემკჳდრა
ჯოჯოხეთს სული ჩემი. |
18 |
თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო,
გამამაგრებს. |
18 |
უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ
შენი, უფალო, შემწევდა მე. |
19 |
როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს
ჩემს სულს. |
19 |
მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა
ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა. |
20 |
ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ
სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ? |
20 |
ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უსჯულოებისა, რომელნი
იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა. |
21 |
გაილაშქრებენ წმიდანის სულზე და წმიდა სისხლს ბრალში
გახვევენ. |
21 |
მოინადირონ სული მართლისა და სისხლსა უბრალოსა
ბრალეულ-ჰყოფდენ. |
22 |
იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი
ციხე-სიმაგრისა. |
22 |
და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი მწე
სასოებისა ჩემისა. |
23 |
მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით
მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი. |
23 |
და მიაგოს მათ უფალმან უსჯულოებაჲ მათი და უკეთურებისა
მათისაებრ უჩინო-ყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან. დიდება |