1 |
როგორ დანისლა უფალმა სიონის ასული თავისი რისხვით! ციდან მიწაზე ჩამოამხო ისრაელის
მშვენება და არ გახსენებია თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს.
|
23 |
ალეფ. ვითარ დაალმურა რისხვითა მისითა უფალმან ასული სიონისაჲ, გარდამოაგდო ცით
ქუეყანად დიდებულება ისრაილისაჲ და არ მოიჴსენა კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ დღესა
შინა რისხვისა მისისასა.
|
2 |
შემუსრა, არ დაინდო უფალმა იაკობის სამკვიდრებელნი,
დააქცია თავისი წყრომით იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწასთან გაასწორა;
უპატიოჰყო სამეფო და მისი მთავრები. |
24 |
ბეთ. დაანთქნა უფალმან არმრიდებელმან ყოველნი შუენიერნი
იაკობისნი, დაამჴუნა გულისწყრომისა მიერ მისისა სიმაგრენი ასულისა
იუდაჲსნი, აღაქუნა იგინი ქუეყანადმი, შეამწიკულა მეფე მისი და მთავარნი
მისნი. |
3 |
მოსტეხა მთელი რქა ისრაელს მძვინვარე რისხვით; მტერს
მოარიდა თავისი მარჯვენა და აგიზგიზდა იაკობში როგორც ცეცხლი, ყოვლის
მჭამელი. |
25 |
გიმელ. შემუსრა გულისწყრომითა რისხვისა მისისათა ყოველი რქაჲ ისრაილისაჲ,
გარემიიქცია უკუანა მარჯუენისა მისისა პირისაგან მტერისა, და აღაგზნა იაკობსა შორის
ცეცხლი შემწველი, და შეჭამნა ყოველნი გარემოჲსნი მისნი. |
4 |
როგორც მტერმა, მოზიდა მშვილდი, აღმართა მარჯვენა
დუშმანივით და მოკლა მისი თვალის სიხარული; ცეცხლივით დაანთხია თავისი
რისხვა სიონის ასულის კარავში. |
26 |
დალეთ. მოირთხა მშჳლდი მისი, ვითარცა მტერმან, განამტკიცა
მარჯუენე მისი, ვითარცა წინააღმდგომმან, და მოსრნა ყოველნი გულისათქმელნი
თვალთა ჩემთანი, კარავსა შინა ასულისა სიონისასა გარდაჰფინა, ვითარცა
ცეცხლი, გულისწყრომაჲ. |
5 |
მტერივით გახდა უფალი, შემუსრა ისრაელი, შემუსრა მისი
პალატები, დაუქცია ციხე-სიმაგრენი და მოაწია იუდას ასულზე ოხვრა და კვნესა. |
27 |
ჱე. იქმნა უფალი, ვითარცა მტერი, დაანთქა ისრაილი,
დააქცია ყოველი ტაძრები მისი, განხრწნნა ყოველნი სიმაგრენი მისნი, და
განამრავლა ასულისა იუდაჲს დამდაბლებული და დამდაბლებულაჲ. |
6 |
დაანგრია მისი ბაღი და კარავი, დააქცია მისი
სადღესასწაულო ადგილი; დაავიწყებინა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი,
შეიძულა თავის მძვინვარე რისხვაში მეფე და მღვდელი. |
28 |
ვავ. აღფხურა ვითარცა ვენაჴი, კარავი თჳსი, განხრწნა
დღესასწაული მისი; დაივიწყა უფალმან, რომელი ქმნა შორის სიონსა
დღესასწაულისა შაბათთაჲსა, და განაძჳნა მკსინვარებითა რისხვისა მისისაჲთა _
მეფე და მღდელი და მთავარი. |
7 |
შერისხა უფალმა თავისი სამსხვერპლო, შეაჩვენა თავისი
საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელში მისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს უფლის
სახლში, როგორც დღესასწაულზე. |
29 |
ზაინ. განაშორა უფალმან საკურთხეველი თჳსი, განაბნია
სიწმიდე თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერისაჲთა ზღუდე ტაძართა მისთაჲ, ჴმაჲ
ბრძოლისა მოსცა სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა დღესა შინა დღესასწაულისასა. |
8 |
გადაწყვიტა უფალმა, დაენგრია სიონის ასულის კედლები,
გაჭიმა ძაფი, ხელი არ აიღო განადგურებაზე; დააქცია ზღუდე და კედელი - ერთად
არიან დაქცეულნი. |
30 |
ეთ. იგულისსიტყუა უფალმან განხრწნაჲ ზღუდესა ასულისა
სიონისასა. საზომიერად, და არ გარეაქცია ჴელი თჳსი დასათრგუნველობისაგან
მისისა. და იგლოვა წინმოზღუდვილობამან, და ზღუდე ერთბამად მოუძლურდა. |
9 |
მიწაში ჩაეფლო მისი ჭიშკრები, მან დალეწა და შემუსრა მისი
ურდულები; მისი მეფე და მთავრები წარმართთა შორის არიან; აღარ არის რჯული
და მის წინასწარმეტყველებსაც შეუწყდათ უფლისგან ხილვები. |
31 |
ტეთ. დაეკუეთნეს ქუეყანად ბჭენი მისნი, წარწყმიდნა და
შემუსრნა მოქლონნი მისნი, მეფე მისი და მთავარი მისი წარმართთა შორის, და
არა არს შჯული, და წინაწარმეტყუელთაცა მისთა არ პოვეს ხილვაჲ უფლისა მიერ. |
10 |
მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, თავზე ნაცარი აყრიათ და ჯვალოთი
არიან შემოსილი; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს. |
32 |
იოთ. დასხდეს ქუეყანად, დადუმნეს მოხუცებულნი ასულისა
სიონისანი, აღიღეს მიწაჲ თავსა ზედა მათსა, მოირტყნეს ძაძანი, შთაიყვანნეს
ქუეყანად წინამძღუარნი ქალწულისა ასულისა იერუსალიმისანი. |
11 |
ცრემლებმა დამიშრიტეს თვალისჩინი, მეწვის გულ-ღვიძლი, მიწაზე დაიღვარა ჩემი ნაღველი
ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო, რადგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა
ბავშვები ქალაქის ქუჩებში. |
33 |
ხაფ. მოაკლდეს ცრემლთა მიერ თვალნი ჩემნი, შეშფოთნა მუცელი ჩემი, დაითხია ქუეყანად
დიდებაჲ ჩემი შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა, დაჴსნასა ჩჩჳლთა და
მწოართასა უბნებსა შინა ქალაქისასა. |
12 |
დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის
ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.
|
34 |
ლამედ. დედათა მათთა ეტყოდეს: სადა იფქლი და ღჳნოჲ დაჴსნასა შინა მათსა,
ვითარცა-რაჲ წყლულთა უბნებსა შორის ქალაქისასა, აღმობერვასა შინა სულთა მათთასა
შორის წიაღთა დედათა მათთაჲსა. |
13 |
რა ვთქვა შენზე, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? რას
მიგამსგავსო, რომ განუგეშო, სიონის ქალწულო ასულო? რადგან ზღვასავით დიდია
შენი დაქცევა, ვინ არის შენი განმკურნებელი? |
35 |
მემ. რაჲ გიწამო შენ, ანუ რასა გამსგავსო შენ, ასულო იერუსალიმისაო? ვინ
გაცხოვნოს შენ, ანუ ვინ ნუგეშინის-გცეს შენ, ქალწულო სიონისაო! რამეთუ განდიდნა
სასუმელი შემუსრვისა შენისაჲ, ვინ განგკურნოს შენ?
|
14 |
შენი წინასწარმეტყველნი ცრუ და სულელურ ხილვებს ხედავდნენ
შენთვის, არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს დაკარგულის დასაბრუნებლად; მხოლოდ
ცრუსა და მაცთუნებელ განაჩენს ხედავდნენ შენთვის. |
36 |
ნონ. წინაწარმეტყუელთა შენთა იხილეს შენი ამაოებაჲ და უცნობელობა, და არა
განაცხადეს უსამართლოება შენი მოსაქცეველად ტყუეობისა შენისა, და იხილნეს შენნი
ნეშტნი ამაონი, და განგაგარეეს შენ. |
15 |
ტაშს შემოჰკრავს შენზე ყოველი გზად ჩამვლელი, დაუსტვენს
და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ეს არის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ
სრულქმნილი მშვენებააო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო? |
37 |
სარეხ. შეიტყუელნეს შენ ზედა ჴელნი ყოველთა თანაწარმავალთა გზისათა, დაისტჳნეს და
შეხარეს თავი მათი ასულსა ზედა იერუსალიმისასა, უკუეთუ ესე არს ქალიქი თქუენი,
გჳრგჳნი დიდებისაჲ, კეთილი შუენიერებაჲ, საშუები ყოვლისა ქუეყანისაჲ. |
16 |
ხახა დააღეს შენზე შენმა მტრებმა, უსტვენენ, კბილებს
ახრჭიალებენ, ყვირიან: ჩავყლაპეთ უკვე! აჰა, ეს დღე, რომელსაც ველოდით,
მოვესწარითო, ვხედავთო მას! |
38 |
აინ. აღაღეს შენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა შენთა, და ისტჳნეს და დაიღრჭინეს
კბილნი მეტყუელთა: შთავნთქათ იგი, გარნა ესე არს დღე, რომელსა მოველოდეთ, ვპოეთ და
ვიხილეთ იგი. |
17 |
აღასრულა უფალმა განზრახული; აახდინა თავისი ნათქვამი,
რაც ჰქონდა ნაბრძანები ძველთაგანვე; დააქცია და არ შეიბრალა; მტერი გაახარა
შენზე, რქა აღუმაღლა შენს დუშმანებს. |
39 |
ჳე. ქმნა უფალმან, რომელნი თქუნა და მოიგონნა, აღასრულნა სიტყუანი მისნი, რომელნი
ამცნნა დღეთაგან პირველთა, დაამჴუა და არა ჰრიდა, და განიშუა შენ ზედა მტერმან,
აღამაღლნა თავნი მაჭირვებელისა შენისანი. |
18 |
მათი გული უფალს შეჰღაღადებს: სიონის ასულის კედლებო,
ნიაღვარივით ღვარეთ ცრემლი დღედაღამე; შვებას ნუ მოიცემთ, ნურც შეშრება
თქვენი თვალის გუგები. |
40 |
სადე. ღაღად-ყო გულმან მათმან უფლისა მიმართ, ზღუდემან ასულისა სიონისამან,
დამოადინენ, ვითარცა ღუარნი, ცრემლნი დღე და ღამე. ნუ სცემ განფრთხობასა თავსა
შენსა, ნუ დადუმდებიედ გუგანი თვალთა შენთანი. |
19 |
ადექი, იღაღადე ღამით, ყოველ სახმილავზე, წყალივით
დაღვარე შენი გული უფლის წინაშე; გაიწოდე ხელები მისკენ შენი ჩვილების
სიცოცხლისთვის, შიმშილით რომ იხოცებიან გზაჯვარედინებზე. |
41 |
კოფ. აღდეგ, ჭრტინევდ ღამესა შინა დასაბამსა საჴმილავთა შენთასა, განჰფინე, ვითარცა
წყალი, გული შენი წინაშე პირსა უფლისასა. აღიხუენ მისდამი ჴელნი შენნი სულებისათჳს
ჩჩჳლთა შენთაჲსა შეყმედილთა სიყმილისა მიერ დასაბამსა ზედა ყოველთა გამოსლვათასა. |
20 |
მოიხედე, უფალო, და დაინახე, ვის მოექეცი ასე? თუ უჭამიათ
დედაკაცებს თავიანთი ნაყოფი, ნალოლიავები ბავშვები? თუ დახოცილან უფლის
საწმიდარში მღვდელი და წინასწარმეტყველი? |
42 |
რეს. იხილე, უფალო, და ზედმოიხილე ვისდად მომკუფხლე ესრეთ, უკეთუ ჭამონ დედათა
ნაყოფი მუცლისა მათისა. მოკუფხლვა-ყო მზარაულმან, დაიკლნენ ჩჩჳლნი, მწოვნელნი
ძუძუთა, უკეთუ მოჰკლავ სიწმიდესა შინა უფლისასა მღდელსა და წინასწარმეტყუელსა. |
21 |
ყრიან ქუჩის მტვერში ყმაწვილი და მოხუცი, ჩემი ქალწულები
და მოყმეები მახვილით დაეცნენ; დახოცე შენი რისხვის დღეს, დაკალი, არ
დაინდე. |
43 |
სინ. დაიძინეს ქუეყანად გამოსავალთა ყრმამან და მოხუცებულმან. ქალწულნი ჩემნი და
ჭაბუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუეობადმი. მოასრულენ დღესა შინა რისხვისა შენისასა,
ამზარეულენ, არა ჰრიდენ. |
22 |
შენ მოიწვიე, როგორც დღესასწაულზე, ჩემი შიშისზარნი
ყოველი მხრიდან; და არავინ გაქცეულა, არავინ გადარჩენილა უფლის რისხვის
დღეს; ვინც მე ვანებივრე და გავზარდე, მტერმა მოუღო მას ბოლო. |
44 |
თავ. მოუწოდეს ვითარცა დღედ დღესასწაულისა. მსხემთა ჩემთა გარემოჲს, და არა იყო
დღესა შინა რისხვისა უფლისასა განრინებული, და დატევებული განვზარდენ, და ვიპყრენ
და განვამრავლენ, და მტერმან ჩემმან ყოველნი მოასრულნა. |