1 |
როგორ დაიბინდა ოქრო, ფერი იცვალა ბაჯაღლომ; გაფანტულია საწმიდრის ქვები ყოველ
გზაჯვარედინზე;
|
67 |
ალეფ. ვითარ მრუმე იქმნას ოქროჲ, შეიცვალოს ვეცხლი კეთილი, განითხინეს ქვანი
წმიდანი დასაბამთა ზედა ყოველთა გამოსავალთასა.
|
2 |
ოქროს სწორი, სიონის ძვირფასი ძენი, როგორ შეირაცხნენ
მექოთნის ნაზელ თიხის ნამტვრევებად! |
68 |
ბეთ. ძენი სიონისანი პატიოსანნი, აღმაღლებულნი ოქროჲთა,
ვითარ შეირაცხნეს, ვითარცა ჭურჭელნი კეცისანი, საქმენი ჴელთა მეკეცისათანი. |
3 |
ტურებიც კი აწვდიან ძუძუს და აწოვებენ თავიანთ ლეკვებს;
ჩემი ერის ასული კი გულქვა გახდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში. |
69 |
გიმელ. და ვეშაპთაცა განძარცუნეს ძუძუნი, აწოეს ლეკუთა. ხოლო ასულნი ერისა ჩემისანი
უკურნებელობად, ვითარცა სირი უდაბნოს შინა. |
4 |
მწოველის ენა სასას მიეკრა წყურვილისგან; ბავშვები პურს
ითხოვენ, მაგრამ არ არის მიმწოდებელი. |
70 |
დალეთ. განექუა ენაჲ მწოარისაჲ სასისა მიმართ მისისა,
წყურილითა ჩჩჳლთაჲთა იძიეს პური, და განმყოფელი მათი არა არს. |
5 |
ნუგბართა მჭამელნი ქუჩებში სულს ღაფავენ; ძოწეულში
ნახვევნი ნაკელში ყრიან. |
71 |
ჱე. მჭამელნი შუებათანი უჩინო იქმნეს. გამოსავალთა შორის
განპოხებულთა ძოწეულთა ზედა გარემოიდვეს სკორე. |
6 |
ჩემი ერის ასულის ბრალი აღემატა სოდომის ცოდვას, წამში
რომ დაიქცა და ვერა ხელმა ვერ დაიხსნა. |
72 |
ოავ. და განდიდნა უშჯულოება ასულისა ერისა ჩემისაჲ უფროს
უსჯულოებათა სოდომისათა დაქცეულისათა და დაქცევითა საუკუნოთა, ვითარ-იგი
სწრაფაჲ, და არა ილმნეს მას ზედა ჴელნი. |
7 |
მათი მთავრები თოვლზე სპეტაკები იყვნენ, რძეზე თეთრები,
მათი ტანი ბადახშზე წითელი, მათი გამოხედვა - საფირონი. |
73 |
ზაინ. წმიდა იქმნეს ნაზირეველნი მისნი, უფროს თოვლისა
განბრწყინდეს, უმეტეს სძისა შეიყუნეს, უფროს ქვისა საფირონისა სახე მათი. |
8 |
ახლა კი ნახშირის უშავესია მათი სახე, ვერავინ იცნობს მათ
ქუჩაში; ძვლებს ეკვრის მათი კანი, ხესავით არის გამომშრალი. |
74 |
ეთ. დააშავნა უფროს ნახშირისა სახე მათი, არ საცნაურ
იქმნეს გამოსავალთა შორის, და აექუა ტყავი მათი ძუალთა მათთა ზედა,
განჴმეს, იქმნეს ვითარცა შეშაჲ. |
9 |
ხმლით გაწყვეტილნი უფრო ბედნიერნი არიან, ვიდრე შიმშილით
გაწყვეტილნი, რომლებიც დაილივნენ მინდვრის საკვებს მოკლებულნი. |
75 |
ტეთ. კეთილ იყუნეს წყლულებანი მახჳლისანი, ვიდრე
წყლულებანი სიყმილისანი. ვიდოდეს დაგუმერილნი ნაშრომთაგან ველთასა. |
10 |
გულმოწყალე ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საზრდოდ რომ
ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს. |
76 |
იოთ. ჴელებმან დედათა მოწყალეთამან შეაგბნეს ყრმანი
მათნი. იქმნეს საჭმელ მათდა შემუსრვასა შინა ასულისა ერისა ჩემისასა. |
11 |
გადმოსცალა უფალმა თავისი რისხვა, გადმოაფრქვია თავისი წყრომის ალი, ცეცხლი წაუკიდა
სიონს და შეაჭმევინა მისი საძირკველნი. |
77 |
ხაფ. შეასრულა უფალმან გულისწყრომაჲ მისი. განჰფინა გულისწყრომაჲ რისხვისა მისისაჲ,
და აღაგზნა ცეცხლი სიონს შინა, და შეჭამნა საფუძველნი მისნი. |
12 |
არ სჯეროდათ ქვეყნის მეფეებს ან მკვიდრებს ამა სოფლისა, თუ მტერი და მომხდური
შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში;
|
78 |
ლამედ. არა ირწმუნეს მეფეთა ქუეყანისათა, ყოველთა დამკჳდრებულთა მკჳდროვნისათა,
ვითარმედ შევალს მაჭირვებელი ბჭეთა მიერ იერუსალჱმისათა.
|
13 |
ეს მოხდა მის წინასწარმეტყველთა ცოდვების და მის მღვდელთა
შეცოდებების გამო, მართალთა სისხლს რომ ღვრიდნენ მის წიაღში. |
79 |
მემ. ცოდვათაგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲსა უსამართლოებათა მღდელთა მისთაჲსა,
დამთხეველთა სისხლსა მართალსა შორის მისსა. |
14 |
ქუჩებში დაძრწოდნენ, როგორც ბრმები, სისხლში გასვრილნი,
და ვერაფერს ეკარებოდნენ სამოსელით. |
80 |
ნონ. შეიძრნეს მღჳძარენი მისნი გამოსავალთა შინა, შეიგინნეს სისხლითა ვერშეძლებითა
მათგან შეხებასა სამოსელთა მათთასა. |
15 |
შორს უწმიდურნო! უყვიროდნენ, შორს, შორს, არ მოგვეკაროო!
ასე გარბოდნენ და დაწანწალებდნენ, ხალხში ამბობდნენ: მეტს აღარ ვაცხოვრებთო
აქ. |
81 |
სარეხ. განეშორენით არაწმიდათა, უწოდეთ მათ, განეშორენით, განეშორენით, ნუ ეხებით,
რამეთუ აღეგზნნეს და შეიძრნესცა, _ თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ არღა შესძინონ
მსხემობად. |
16 |
თავად უფალმა გაფანტა ისინი, მეტად აღარ მოხედავს მათ;
მღვდლებს პატივს არ სცემენ, მოხუცებულთ არ იბრალებენ. |
82 |
აინ. მერმე ყოფასაღა ჩუენსა მოაკლდა თუალთა ჩუენთა შეწევნად ცუდად სტუანვითა
ჩუენითა. |
17 |
და კიდევ: დაგვევსო თვალები შემწეობის ამაო მოლოდინში;
სათვალთვალო კოშკიდან ვუმზერდით ხალხს, რომელსაც ჩვენი შველა არ შეეძლო. |
83 |
ჳე. პირი უფლისაჲ ნაწილ მათდა. არა შესძინოს ზედმოხილვად მათდა, პირსა მღდელისასა
არ თუალ-ახუნეს, მოხუცებულნი არ შეიწყნარეს, ყრმათა მათ იმსტრობ, ნათესავსა
ვერგანმარინებელსა. |
18 |
ზვერავდნენ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენს ქუჩებში რომ არ გვევლო.
მოაწია ჩვენმა ბოლომ, გასრულდა ჩვენი დღეები, დადგა ჩვენი ბოლო. |
84 |
სადე. მოვინადირენით მცირენი ჩუენნი. არასლვად უბანთა ზედა ჩუენთა, კუალნი ჩუენნი
უჩინო იქმნნეს. მოეახლა ჟამი ჩუენი, აღესრულნეს დღენი ჩუენნი, წარმოდგა აღსასრული
ჩუენი. |
19 |
ცის არწივთა უსწრაფესნი იყვნენ ჩვენი მდევრები, მთებზე
გვედევნებოდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ. |
85 |
კოფ. სუბუქ იქმნეს მდევარნი ჩუენნი უფროს არწივთა ცისათა, მთათა ზედა აღეტყინნეს,
უდაბნოს შინა გჳმზირდეს ჩუენ დღეთა. |
20 |
სუნთქვა ჩვენს ნესტოთა - უფლის ცხებული მათ ორმოშია
გამომწყვდეული; ჩვენ კი ვფიქრობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებდით ხალხთა
შორის. |
86 |
რეს. სული პირისა ჩუენისაჲ ქრისტე უფალი შეპყრობილ იქმნა განხრწნილებათა შინა
ჩუენთა, რომლისაჲ ვთქუთ, აჩრდილსა მისსა შორის ვცხონდებოდით წარმართთა შორის. |
21 |
იხარე და იმხიარულე, ედომის ასულო, ყველა ქვეყანაში
მცხოვრებო! შენთანაც ჩამოივლის თასი: დაითვრები და გაშიშვლდები! |
87 |
სენ. იხარებდ და იშუებდ, ასულო იდუმეასაო, დამკჳდრებულო ქუეყანასა უზისსა, და შენ
მიერცა განვიდეს სასუმელი უფლისაჲ, ჰსუა შენ და დაითრო, და აწ აღმოსთხიო. |
22 |
გათავდა შენი სასჯელი, სიონის ასულო; მეტს აღარ დაგტოვებს
დევნილებაში. შენ კი მოგკითხავს დანაშაულს, ედომის ასულო, და გაამჟღავნებს
შენს ცოდვებს. |
88 |
თავ. მოაკლდა უსჯულოება შენი, ასულო სიონისაო! არა შესძინო მერმე განსახლვად.
ზედმოიხილა უსჯულოებათა შენთა, ასულო ედომისო! განაცხადა უთნოებათა შენთა ზედა. |