1 |
გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; მოგვხედე და დაინახე ჩვენი შეგინება. |
1 |
მოიჴსენე, უფალო, რაჲ გუეყო ჩუენ. მოიხილე და იხილე ყუედრება ჩუენი.
|
2 |
ჩვენი სამკვიდრო უცხომ დაიმკვიდრა, ჩვენი სახლები -
გადამთიელმა. |
2 |
სამკჳდრებელი ჩუენი გარდაიქცა სხუათად, სახლნი ჩუენნი
უცხოთად. |
3 |
ობლები გავხდით: მამა არა გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი
დედები; |
3 |
ობოლ ვიქმნენით, ვითარცა არმქონებელნი მამასა. დედანი ჩუენნი ვითარცა ქურივნი. |
4 |
ჩვენსავე წყალს ვერცხლის ფასად ვსვამთ, შეშას ვყიდულობთ; |
4 |
წყალსა ჩუენსა ვეცხლითა ვსუემდით, დღეთაგან ჩუენთა შეშათა
ჩუენთა საცვალებელითა |
5 |
კისრით მიგვათრევენ, ქანცი გაგვიწყდა, არა გვაქვს
მოსვენება; |
5 |
მოვიღებდით ქედსა ზედა, ვიდევნენით, დავშუერით, ვერ
განვისუენეთ. |
6 |
ეგვიპტეს ვუშვერთ ხელს, აშურს, რომ გავძღეთ პურით; |
6 |
ეგჳპტემან მისცა ჴელი ასსურს განსაძღებელად პურითა. |
7 |
ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ
სასჯელს ვიხდით; |
7 |
მამათა ცოდეს, და არა არიან და ჩუენ უსჯულოებათა მათთა
მოვიხუამთ. |
8 |
მონები ხელმწიფობენ ჩვენზე, არა ჩანს მხსნელი მათი
ხელიდან; |
8 |
მონანი გუეუფლნეს ჩუენ, დაჴსნა არა არს ჴელისაგან მათისა. |
9 |
სიცოცხლის ფასად ვშოულობთ პურს, უდაბნოში მახვილის შიშით; |
9 |
სულთა ჩუენთა შორის მოვიღოთ პური ჩუენი, პირისაგან
მახჳლისა უდაბნოსაჲსა. |
10 |
თონესავით გვიხურს კანი, შიმშილის ხვატისგან. |
10 |
ტყავი ჩუენი, ვითარცა თორნე, დამრუმნა. შეიოჭა პირისაგან
ნიავქარისა სიყმილისაჲსა. |
11 |
ქალებს ნამუსს ხდიან სიონში, ქალწულებს - იუდას ქალაქებში; |
11 |
დედანი სიონს შინა დაამდაბლნეს და ქალწულნი ქალაქთა შორის იუდაჲსათა. |
12 |
ხელებით ჰკიდებენ მთავრებს, შეურაცხყოფენ მოხუცებულთ;
|
12 |
მთავარნი ჴელებითა მათითა დამოეკიდნეს, პირნი მოხუცებულთანი არა ადიდნეს.
|
13 |
მოყმენი დოლაბებს ეზიდებიან, ბიჭები ფორხილებენ შეშის
ტვირთის ქვეშ; |
13 |
რჩეულნი წისქჳლთა შინა ფქჳდეს, და ჭაბუკნი ძელთა ზედა ჯუარს-ეცუნეს. |
14 |
მოხუცებულნი კარიბჭესთან აღარ სხდებიან, მოყმენი აღარ
მღერიან; |
14 |
მოდევნებულნი ბჭისაგან დასცხრეს, და რჩეულნი ფსალმუნთა მათთაგან დაეცნეს. |
15 |
შემწყდარია ჩვენი გულის სიხარული, გლოვად გადაიქცა ჩვენი
ფერხულები; |
15 |
დაირღუა სიხარული გულისა ჩვენისაჲ, გარდაიქცა გლოად მწყობრი ჩუენი. |
16 |
თავზეით გვირგვინი მოგვეხადა; ვაი ჩვვნ, რადგან შევცოდეთ! |
16 |
იგლოვა გჳრგჳნმან თავისა ჩუენისამან. ვაჲ ჩუენ, რამეთუ ვცოდეთ. |
17 |
ამიტომ შეღონებული გვაქვს გული, ამიტომაც დაგვიბნელდა
თვალისჩინი; |
17 |
ამისთჳს იქმნა სალმობიერ გული ჩუენი. ამისთჳს დაბნელდეს თუალნი ჩუენნი |
18 |
გაუკაცრიელდა სიონის მთა და ტურები დარბიან იქ; |
18 |
მთასა ზედა სიონსა, რამეთუ უჩინო იქმნა, მელთა განვლეს მის შორის. |
19 |
შენ კი საუკუნოდ მყოფობ, უფალო, შენი ტახტი ჰგიეს უკუნითი
უკუნისამდე! |
19 |
ხოლო შენ, უფალო, საუკუნომდე მკჳდრ ხარ. საყდარი შენი ნათესავად და ნათესავად. |
20 |
სამუდამოდ რისთვის დაგვივიწყე, ასე ხანგრძლივად რისთვის
მიგვატოვე? |
20 |
რაჲსათჳს სრულიად დამივიწყენ ჩუენ? დაგჳტევებ ჩუენ სიგრძედ დღეთად. |
21 |
შენკენ მოგვაქციე, უფალო, და მოვიქცევით; განგვიახლე
დღეები, როგორც ძველად იყო! |
21 |
მოგუაქციენ ჩუენ შენდა მომართ, უფალო, და მოვიქცეთ, და განაახლენ დღენი ჩუენნი,
ვითარცა წინაწარ, |
22 |
ნუთუ საბოლოოდ შეგვიძულე და უსაზომოდ გაჯავრდი ჩვენზე? |
22 |
რამეთუ განმთხეველმან განმთხიენ ჩუენ, განჰრისხენ ჩუენ ზედა ვიდრე ფრიად. |