1 |
სიტყვები იერემიასი, ხილკიას ძისა, იმ მღვდელთაგან, ყანათოთში რომ იყვნენ,
ბენიამინის ქვეყანაში,
|
1 |
სიტყუა ღმრთისაჲ, რომელი იქმნა იერემიას ზედა ექელკისისა მღდელთაგანისა, რომელი
მკჳდრ იყო ანათოთს შინა. შორის ქუეყანასა ბენიამენისასა,
|
2 |
რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა იუდას მეფის იოშია ამონის
ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს. |
2 |
რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ დღეთა შინა
იოსიასთა, ძისა ამონისთა, მეფისა იუდაჲსთა, წელსა მეათცამეტესა მეფობისა
მისისასა, |
3 |
და იუდას მეფის იეჰოიაკიმ იოშიას ძის დროს, და იუდას
მეფის ციდკია იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის ბოლოს, იერუსალიმის
გადასახლებამდე, მეხუთე თვეს. |
3 |
და დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიასთა, მეფისა იუდასთა, და მიაღსასრულთამდე
მეათერთმეტისა წლისა სედეკიასისა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა, ვიდრე
ტყუეობამდე იერუსალიმისა, მეხუთესა შინა თთუესა.
|
4 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
4 |
და იყო სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
5 |
ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან
გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე. |
5 |
პირველ ჩემგან აღზელადმდე მუცელსა შინა გიცი შენ და
პირველ გამოსლვისა შენისა საშოთ განგწმიდე შენ, წინაწარმეტყუელად
ნათესავისა მიმართ დაგდევ შენ. |
6 |
მე ვთქვი: ეჰ, უფალო ღმერთო! მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი,
რადგან ბავშვი ვარ. |
6 |
და ვარქუ: მყოფო მეუფეო, უფალო! აჰა, ვერ ზედმიმწდომ ვარ
ზრახვად, რამეთუ უჭაბუკეს ვარ მე. |
7 |
მითხრა უფალმა: ნუ ამბობ, ბავშვი ვარო, რადგან ყველგან
წახვალ, სადაც კი მიგავლენ, და ყველაფერს ილაპარაკებ, რასაც გიბრძანებ. |
7 |
და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ იტყჳ, ვითარმედ უჭაბუკეს ვარ
მე, რამეთუ ყოველთა მიმართ, რომელთაცა განგავლინო შენ, მიხჳდე და
ყოველთაებრ, რაოდენნიცა გამცნნე, შენ იტყოდი. |
8 |
ნუ გეშინია მათი, რადგან შენთან ვიქნები, რომ დაგიფარო.
ამბობს უფალი. |
8 |
ნუ შეშინდები პირისაგან მათისა, რამეთუ შენ თანა ვარ მე
განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი. |
9 |
გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა
უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში. |
9 |
და განყო უფალმან ჴელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა
უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა. |
10 |
იცოდე, დამიდგენიხარ დღეს ხალხებზე და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრიდე. და
ანადგურებდე, სპობდე და ამხობდე, აშენებდე და რგავდე. |
10 |
აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა
აღმოფხურად და აღთხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად. |
11 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი; რას ხედავ, იერემია? მივუგე: ნუშის რტოს
ვხვდავ.
|
11 |
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ, იერემია? და ვარქუ:
არგანსა ნიგუზისასა ვხედავ მე.
|
12 |
მითხრა უფალმა: კარგად ხედავ, რადგან თვალს ვადევნებ ჩემს ნათქვამს, რომ აღსრულდეს
იგი. |
12 |
და თქუა უფალმან ჩემდამო: კეთილად იხილე მით, რამეთუ მღჳძარე ვარ მე სიტყუათა ზედა
ჩემთა ქმნად მათდა. |
13 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი მეორეგზის: რას
ხედავ? მივუგე: ათუხთუხებულ ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთისკენ მიმართულს. |
13 |
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ მეორედ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ? და ვარქუ:
სიავსა ქუეშეთ მგზებარესა! და პირი მისი პირისაგან ჩრდილოჲსა. |
14 |
მითხრა უფალმა: ჩრდილოეთიდან დაატყდება თავს უბედურება
ქვეყნის ყველა მკვიდრს. |
14 |
და თქუა უფალმან ჩემდამო: პირისაგან ჩრდილოსა აღეგზნნენ ბოროტნი ყოველთა ზედა
დამკჳდრებულთა ქუეყანისათა, |
15 |
რადგან, აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოთა ყველა ტომს,
ამბობს უფალი, მოვლენ და თითოეული ტახტს დაიდგამს იერუსალიმის
კარიბჭეებთან, მის ყველა კედელთან ირგვლივ და იუდას ყველა ქალაქში. |
15 |
რამეთუ, აჰა, მე მოუწოდო ყოველთა მეფობათა ჩრდილოჲსაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი,
- და მოვიდენ და დადგნენ თითოეულმან სიყდარნი თჳსნი წინა კართა ზედა ბჭეთა
იერუსალიმისათასა, და ყოველთა ზედა ზღუდეთა გარემოჲს მისსა და ყოველთა ზედა ქალაქთა
იუდაჲსთა. |
16 |
გამოვუტან მათ განაჩენს ყველა მათი უკეთურობის გამო, რომ
დამივიწყეს, უცხო ღმერთებს რომ უკმევდნენ და თაყვანს სცემდნენ საკუთარ
ნახელავს. |
16 |
და ვიზრახო მათდა მიმართ მსჯავრისა თანა ყოვლისათჳს უკეთურებისა მათისა, ვითარ
დამიტევეს მე, და უგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანისსცეს ნაქმრებსა ჴელთა მათთასა. |
17 |
შენ, კი წელზე სარტყელი შეირტყი, ადექი და ყველაფერი
უთხარი მათ, რასაც გიბრძანებ. ნუ გეშინია მათი, არ შევაშინებინებ შენს
თავს. |
17 |
და შენ მოირტყენ წელნი შენნი და აღდეგ და თქუენ მათდამი ყოველთა, რაოდენთა გამცნებ
მე შენ. ნუ შეიშინებ პირისაგან მათისა, ნუცა სწიწნეულობ წინაშე მათსა, რამეთუ შენ
თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი. |
18 |
აჰა, დამიდგენიხარ დღეს ციხე-ქალაქად, რკინის სვეტად და
სპილენძის ზღუდედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, იუდას მეფეთა, მის მთავართა და
მღვდელთა წინააღმდეგ, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ. |
18 |
აჰა, დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა, ვითარცა ქალაქი ძნელი, და ვითარცა სუეტი
რკინისა, და ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი, ყოველთა მეფეთა იუდასთად, და მთავართა
მისთა და მდღელთა მისთა და ერისა ქუეყანისად. |
19 |
შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ,
ამბობს უფალი, რომ დაგიფარო. |
19 |
და გბრძოდიან შენ, და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ მე შენ თანა ვარ განრინებად
შენდა, - იტყჳს უფალი. |