1 |
მართალი იქნები, უფალო, როცა დავას დაგიწყებ. მაინც მოგახსენებ სამდურავს; რატომ
წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები?
|
1 |
მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მიგიგო შენდამი, გარნა სასჯელნი ვთქუნე შენდამი.
რად, რამეთუ გზაჲ უთნოთაჲ წარემართების? იეფის ყოველთა უგულებელს-მყოფელთა
უგულებელს-ყოფათასა.
|
2 |
შენ დანერგე ისინი და გაიდგეს კიდეც ფესვი, ნაყოფიც
გამოიღეს; მათ ბაგეთაგან ახლოსა ხარ, მაგრამ შორსა ხარ მათი ზრახვებიდან. |
2 |
დაჰნერგენ იგინი და განიძირეს. შვილიერ იქმნეს, და ყვეს
ნაყოფი. მახლობელ ხარ შენ პირისა მათისა და შორს თირკმელთაგან მათთა. |
3 |
მაგრამ მე მიცნობ, უფალო. მხედავ და გამოცდილი გყავს ჩემი
გული. ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და ნიშანი დაადე დახოცვის
დღისთვის. |
3 |
და შენ, უფალო, მიცი მე, გამოსცადე გული ჩემი წინაშე
შენსა და შეკრიბენ იგინი, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, უბიწო-ჰყვენ იგინი
დღისათჳს დაკლვისა მათისა. |
4 |
როდემდის უნდა გლოვობდეს მიწა და ხმებოდეს მინდვრის
ბალახი? პირუტყვი და ფრინველი იღუპება მიწის მკვიდრთა უკეთურების გამო, რომ
ამბობენ, ჩვენს ბოლოს ვერ ხედავსო. |
4 |
ვიდრემდის იგლოვდეს ქუეყანაჲ და ყოველი თივაჲ ველისაჲ
განჴმეს უკეთურებისაგან დამკჳდრებულთა მას ზედა? უჩინო იქმნეს საცხოვარნი
და მფრინველნი, რამეთუ თქუას: არა იხილნეს უფალმან გზანი ჩვენნი. |
5 |
თუ ფეხით სირბილი გქანცავს, როგორ გაეჯიბრები ცხენებს? თუ
მშვიდობიან ქვეყანაში უიმედოდ ხარ, რა გეშველება, როცა იორდანე ადიდდება? |
5 |
შენნი ფერჴნი რბიან და დაგჴსნიან შენ, ვითარ განემზადები
ჰუნეთა ზედა? და ქუეყანასა ზედა მშჳდობისასა შენ ესავ, ვითარ ჰყოფ ოხრასა
ზედა იორდანისასა? |
6 |
რადგან შენი ძმებიცა და მამაშენის სახლიც, გღალატობენ.
ისინიც კი გისევენ ბრბოს. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც სასიკეთოდ
გელაპარაკებოდნენ. |
6 |
რამეთუ ძმანიცა შენნი და სახლი მამისა შენისა, და იგინიცა
გეცრუვნეს შენ, და მათცა ჴმა-ყვეს უკანისაგან შენისა, შენ ზედა შეკრბეს, ნუ
ირწმუნებ მათდამი, რამეთუ იტყოდიან შენდამი მშჳდობითთა. |
7 |
მივატოვე ჩემი სახლი, დავაგდე ჩემი სამკვიდრო, ჩემი სულზე
უტკბესი მის მტრებს ჩავუგდე ხელში. |
7 |
დაუტევე სახლი ჩემი და დავაგდე სამკჳდრებელი ჩემი. მივეც
შეყუარებული სული ჩემი ჴელთა მტერთა მისთასა. |
8 |
ჩემი სამკვიდრო მაღნარის ლომივით გახდა; შემომღრიალებს,
რადგან შევიძულე. |
8 |
იქმნა სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ვითარცა ლომი მაღნარსა
შინა. მოსცა ჩემ ზედა ჴმაჲ მისი, ამისთჳს მოვიძულე იგი. |
9 |
ჭრელი ონავარი ფრინველია ჩემი სამკვიდრო, ონავარი
ფრინველები შემოადგენ ირგვლივ, წადით, შეყარეთ გარეული მხეცები, მოიყვანეთ
და შეაჭმევინეთ იგი. |
9 |
ნუ ქუაბი აფთრისაჲ სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ანუ ქუაბნი
გარემოს მისსა? მას ზედა ვიდოდეთ. შეკრიბენით ყოველნი მჴეცნი ველისანი და
მოვიდენ ჭამად მისსა. |
10 |
უამრავმა მწყემსმა გაანადგურა ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ყანა, ჩემი ნანინანაგრი
ყანა გატიალებულ უდაბნოდ აქციეს. |
10 |
მწყემსთა მრავალთა განრყუნეს ვენაჴი ჩემი, შეაბილწებდეს
ნაწილსა ჩემსა. მისცეს ნაწილი გულისსათქმელი ჩემი უდაბნოდ მიუალად, |
11 |
გაატიალეს და შემომტირის გატიალებული; მთელი ქვეყანა
გატიალდა, მაგრამ არავინაა გულშემატკივარი. |
11 |
დაიდვა უჩინო საქნელად წარწყმედისა, ჩემ მიერ უჩინო-ყოფითა უჩინო იქმნა ყოველი
ქუეყანაჲ, რამეთუ არა არს მამაკაცი დამდებელი გულსა შინა. |
12 |
უდაბნოს ყველა გორაკს შეესივნენ ავაზაკები, რადგან უფლის მახვილი ჭამს ყველაფერს
ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არცერთ ხორციელს არ ექნება მშვიდობა. |
12 |
ყოველთა ზედა ალაგთა უდაბნოსა შორის მოვიდეს საარებულნი, რამეთუ მახჳლმან უფლისამან
შეჭამოს კიდითგან ქუეყანისაჲთ და ვიდრე კიდემდე ქუეყანისა არა არს მშჳდობაჲ ყოვლისა
ჴორცისა. |
13 |
დათესეს ხიარბალი და ეკალი მოიმკეს. დაშვრნენ და
სარგებელი ვერ ნახეს. გრცხვენოდეთ ამ თქვენი მოსავლისა - უფლის რისხვისა. |
13 |
სთესენით იფქლნი და ეკალნი მოიმკენით. ნაწილნი მათნი არსარგებელ ეყვნენ მათ.
სირცხჳლეულ იქმნენით სიქადულისაგან თქუენისა, ყუედრებისაგან წინაშე უფლისა, |
14 |
ასე ამბობს უფალი: ყველა ჩემს ბოროტ მეზობელს, რომელთაც
ხელჰყვეს სამკვიდრო, ჩემს ერს რომ დავუმკვიდრე, წარვხოცავ მათი ქვეყნიდან,
და იუდას სახელსაც წარვხოცავ მათთან ერთად. |
14 |
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: ყოველთათჳს მეზობელთა ბოროტთა, შემხებელთა სამკჳდრებელისა
ჩემისათა, რომელი განვიკერძე ერი ჩემი ისრაელი, აჰა, მე აღვიხუნე იგინი
ქუეყანისაგან მათისა და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა. |
15 |
წარვხოცავ და მერე კვლავ შევიწყალებ, თავ-თავის
სამკვიდროში და თავ-თავის ქვეყანაში დავაბრუნებ ყველას. |
15 |
და იყოს, შემდგომად გამოყვანებისა მათისა ჩემგან მოვაქციო და შევიწყალნე იგინი
და დავამკჳდრნე იგინი კაცადი სამკჳდრებელსა ზედა თჳსსა და კაცადი ქუეყანასა ზედა
თჳსსა.
|
16 |
თუ ისწავლიან ჩემი ერის გზას, რომ დაიფიცონ ჩემი სახელი,
ცოცხალ არს უფალი, როგორც მათ ასწავლეს ჩემს ერს ბაალის ფიცი, ისინიც
აშენდებიან ჩემს ერთად ერთად. |
16 |
და იყოს, უკეთუ მსწავლელთა ისწავონ გზაჲ ერისა ჩემისა, ფუცვად სახლისა მიმართ
ჩემისა, ცხოველ არს უფალი, ვითარცა ასწავეს ერსა ჩემსა ფუცვად ბაალისა მიმართ, და
აღეშენენ საშუალ ერისა ჩემისა. |
17 |
მაგრამ თუ არაფერს გაიგონებენ, სრულიად ამოვძირკვავ ამ
ხალხს და გავანადგურებ, ამბობს უფალი. |
17 |
ხოლო არა თუ მოიქცენ და მოვსპო ნათესავი იგი მოსპობით და წარწყმედით, - თქვა
უფალმან. |