1 |
მითხრა უფალმა: მოსე და სამუელიც რომ წარდგნენ ჩემს წინაშე, მაინც არ მომიბრუნდება
გული ამ ხალხზე. გაყარე ჩემგან, წავიდნენ.
|
1 |
და თქუა უფალმან ჩემდამო: უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა, არა არს
სული ჩემი მათდა მიმართ. განავლინე ერი ესე პირისა ჩემისაგან, განვიდენ.
|
2 |
თუ გკითხეს: სად წავიდეთო? მიუგე: ასე თქვა უფალმა: ვისაც
შავი ჭირი უწერია - შავი ჭირისკენ, ვისაც მახვილი - მახვილისკენ, ვისაც
შიმშილი - საშიმშილოდ, ვისაც ტყვეობა - ტყვეობაში. |
2 |
და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: სადა განვიდეთ? და სთქუა
მათდამი, - ამათ იტყჳს უფალი, - რაოდენნი სიკუდილადმი, - სიკუდილადმი. და
რაოდენნი მახჳლადმი, - მახჳლადმი, და რაოდენნი სიყმილამდი, - სიყმილადმი,
და რაოდენნი ტყუეობადმი, - ტყუეობადმი. |
3 |
მოვუვლენ მათ ოთხ რამეს, ამბობს უფალი: მახვილს -
დასახოცად, ძაღლებს - დასაგლეჯად, ცის ფრინველებს და მიწის მხეცებს -
შესაჭმელად და გასანადგურებლად. |
3 |
და შურ-ვიგო მათ ზედა ოთხგუარად, - იტყჳს უფალი - მახჳლი
სიკუდიდ მიმართ და ძაღლნი. განბძარვად მიმართ, და მჴეცნი ქუეყანისანი და
მფრინველნი ცისანი ჭამისა მიმართ და განხრწნისა. |
4 |
საფრთხობელად გაგხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის
იუდას მეფის, მენაშე ხიზკიას ძის გამო, რაც მან ჩაიდინა იერუსალიმში. |
4 |
და განვსცნე ეგენი ჭირთა მიმართ ყოველთა მეფობათა
ქუეყანისათა მანასისთჳს, ძისა ეზეკიასა, მეფისა იუდაჲსთა, ყოველთათჳს,
რომელნი ქმნნეს იერუსალჱმს შინა. |
5 |
რადგან ვის შეებრალები, იერუსალიმო? ვის დაენანები? ვინ
მოტრიალდება, რომ იკითხოს შენი ამბავი? |
5 |
ვინ ჰრიდოს შენ ზედა, იერუსალჱმ და ვინ შეიშინოს შენ
ზედა? ანუ ვინ მოაქციოს მშჳდობისა მომართ შენისა? |
6 |
შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც
ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ. |
6 |
შენ გარემიმექეც მე, - იტყჳს უფალი, - შემდგომად
სლვისაგან და განვყოფ ჴელსა ჩემსა, და განგრყუნე შენ და არღარა ულხინო მათ. |
7 |
გავანიავე ისინი სანიავებლით ქვეყნის კარიბჭეთა მიღმა;
ძირიანად ამოვაგდე, გავანადგურე ჩემი ერი, რადგან არ მოიქცნენ თავიანთი
გზიდან. |
7 |
და განვსთესნე იგინი განთესვისა მიერ ბჭეთა შორის ერისა
ჩემისათა. უშვილო იქმნეს და წარწყმდეს ერი ჩემი მკჳდრობისათჳს მათისა და
არა მოიქცეს. |
8 |
ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე
ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი. |
8 |
განმრავლდეს ქურივნი მათნი უფროს ქჳშისა ზღჳსა. მოვაწივ
დედასა ზედა ჭაბუკთასა საარებაჲ შუადღე. მივაგდე მის ზედა მყის ძრწოლაჲ და
სწრაფაჲ. |
9 |
ღონემიხდილია შვიდის მშობელი, სულს ღაფავს, შუადღისას
ჩაესვენა მისი მზე; შერცხვენილია და გაწბილებული. დანარჩენებს მახვილს
მივცემ მათი მტრის წინაშე, ამბობს უფალი. |
9 |
უშვილო იქმნა მშობელი შჳდთაჲ, შებოროტნა სული მისი,
დაჰჴდა მზე მის ზედა ჯერეთ განმშოვლებასა დღისასა. სირცხჳლეულ იქმნა და
ეყუედრა, ნეშტნი მათნი მახჳლსა მივსცნე წინაშე მტერთა მათთა, - თქუა
უფალმან, - |
10 |
ვაიმე, დედაჩემო, მთელი ქვეყნის მბრალდებელად და მოდავედ რომ გიშობივარ! არც
გამისესხებია და არცვის უსესხებია ჩემგან, და მაინც ყველანი მე მწყევლიან. |
10 |
ვაჲ ჩემდა, დედაო! ვითარცა ვინ მშევ მე? მამაკაცი დასჯილი
და განმკითხველი ყოველსა ქუეყანასა. არ თანა-მედვა, არცა მეთანამდებებოდა
არა ვინ, ძალი ჩემი მოაკლდა მწყევართა ჩემთა შორის. |
11 |
ამბობს უფალი: რომ არ გამეთავისუფლებინე სასიკეთოდ, არც
მტრებს მოგისევდი სიმძიმილის და გასაჭირის ჟამს. |
11 |
იყავნ, უფალო, წარმართება მათდა. არა თუმცა წარმოვდეგ შენდა ჟამსა შინა ძჳრთა
მათთასა და ჟამსა შინა ჭირისა მათისასა საკეთილოდ მტერთა მიმართ. |
12 |
რას დააკლებს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს?
|
12 |
უკუეთუ იცნობოს ძჳნად და ზღუდედ რვალისად ძალი შენი?
|
13 |
შენს დოვლათს და განძეულობას, რაც შენს საზღვრებშია,
უსასყიდლოდ დავატაცებინებ ყველა შენი ცოდვის გამო. |
13 |
და საუნჯენი შენნი იავრად მივსცნე ნაცვლად ყოველთათჳს ცოდვათა შენთა, ყოველთა შორის
საზღუართა შენთა. |
14 |
შენს მტრებს გავატან ქვეყანაში, რომელიც შენ არ იცი;
რადგან ჩემი რისხვით ანთებული ცეცხლი თქვენ შემოგენთებათ. |
14 |
და დაგამონო შენ გარემო მტერთა შენთა ქუეყანასა ზედა, რომელ არა იცი. რამეთუ ცეცხლი
აღატყდა გულისწყრომისა ჩემისაგნ თქუენ ზედა, და აეგზნას. |
15 |
შენ იცი, უფალო, გამიხსენე და მომხედე, გაუსწორდი ჩემს
მდევრებს. ნუ დამღუპავს შენი სულგრძელობა; იცოდე, შენი გულისთვის ვითმენ
დამცირებას. |
15 |
უფალო, მომიჴსენე მე და მომხედე მე და უბრალო-მყავ მე მდევართა ჩემთაგან. ნუ
სულგრძელებისა შენისადმი დამმარხავ მე. ცან, ვითარ მოვიღე შენ ძლით ყუედრებაჲ. |
16 |
ნაპოვნია შენი სიტყვები და მე ვჭამე ისინი; შვება და
გულის სიხარული იყო ჩემთვის შენი სიტყვა, რადგან შენი სახელით ვიწოდები,
უფალო, ცაბაოთ ღმერთო. |
16 |
უგულებელსმყოფელთაგან სიტყვათა შენთასა. მოასრულეს იგინი. და იყავნ სიტყუაჲ შენი
ჩემდა ნუგეშინის-საცემელ და სიხარულ გულისა ჩემისა, რამეთუ ზედწოდებულ არს სახელი
შენი ჩემ ზედა, უფალო ყოვლისა მპყრობელო. |
17 |
ლაზღანდარებში არ ვმჯდარვარ და არ გავლაღებულვარ; ცალკე
ვიჯექი შენს ხელქვეშ, რადგან ამავსე ბრაზით. |
17 |
არა დავჯდე შესაკრებელსა შორის მათ თანა, იმღერიედ რაჲ, არამედ ვიშიშვოდე პირისაგან
ჴელისა შენისა. მარტოვებით ვჯდე, რამეთუ სიმწარითა აღვივსე. |
18 |
ამდენხანს რად გასტანა ჩემმა სენმა? რატომ გამიარჯლდა
ჭრილობა და არ იკურნება? მატყუარა ხევი ხარ ჩემთვის, წყალგამშრალი. |
18 |
რაჲსათჳს შემაწუხებელნი ჩემნი მძლევენ? წყლულება ჩემი მტკიცე არს. ვინაჲ
განვიკურნო? ქმნილ იქმნა ჩემდა, ვითარცა წყალი ცრუჲ, არმქონებელი რწმენისა. |
19 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი: თუ შეინანებ, მოგაბრუნებ, რომ
დადგე ჩემ წინაშე; თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით
იქნები. ისინი მობრუნდნენ შენსკენ, შენ არ მიუბრუნდე მათ. |
19 |
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ მოაქციო, და კუალად-გაგო შენ, წინაშე პირსა ჩემსა
დასდგე. და გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო, და
მოაქციონ მათ შენდა, და შენ არა მიაქციო მათდამი? |
20 |
დაგაყენებ ამ ხალხის წინ სპილენძის მაგარ კედლად;
შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთან ვიქნები, რომ გიხსნა და
დაგიფარო, ამბობს უფალი. |
20 |
და მიგცე შენ ერსა ამას, ვითარცა ზღუდე რვალისაჲ მაგარი და გბრძოდიან შენ და ვერ
უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ შენ თანა ვარ ცხოვნებად შენდა, - თქუა უფალმან, |
21 |
დაგიფარავ ბოროტმოქმედთაგან და დაგიხსნი უწყალოთა
ხელიდან. |
21 |
და განრინებად შენდა ჴელისაგან ბოროტისა და გიჴსნა მე შენ ჴელისაგან სიყმილთასა, -
იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა. |