1 |
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:
|
1 |
სიტყვა ქმნილი უფლისა მიერ იერემიას მიმართ მეტყუელი:
|
2 |
ადექი და ჩადი მეთუნის სახლში, იქ გაგაგონებ ჩემს
სიტყვას. |
2 |
აღდეგ და შთავედ სახიდ მეკეცისა, და მუნ გესმნენ სიტყუანი
ჩემნი. |
3 |
ჩავედი მეთუნის სახლში და, აჰა, ატრიალებს იგი სათუნე
ბორბალს. |
3 |
და შთავედ სახიდ მეკეცისა. და, აჰა, იგი იქმოდა საქმესა
ქვათა ზედა. |
4 |
როცა გაუფუჭდა ჭურჭელი, რომელსაც აკეთებდა თიხისგან
თავისი ხელით, ხელმეორედ შეუდგა სხვა ჭურჭლის კეთებას, როგორიც მოსწონდა
გასაკეთებლად. |
4 |
დავარდა ჭურჭელი, რომელსა-იგი იქმოდა თიჴისაგან ჴელთა
შინა მისთა, და კუალად შექმნა იგი ჭურჭლად სხუად, ვითარცა სთნდა წინაშე
მისსა ქმნად. |
5 |
იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი: |
5 |
და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: არქუ მათ: |
6 |
ხომ შემიძლია ისე მოგექცეთ, როგორც ეს მეთუნე იქცევა,
ისრაელის სახლო? ამბობს უფალი: აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ
ჩემს ხელში, ისრაელის სახლო! |
6 |
უკუეთუ ვითარცა მეკეცესა ამას ვერ ძალ-მიც ქმნად თქუენდა,
სახლო, ისრაილისაო? აჰა, ვითარცა თიჴაჲ ჴელსა შინა მეკეცისასა, ეგრეთ თქუენ
ხართ ჴელთა შინა ჩემთა, სახლო ისრაილისაო! |
7 |
ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს
ამოძირკვას, გაცამტვერებას და განადგურებას, |
7 |
აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ
მათდა და წარწყმედად. |
8 |
მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც
ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი. |
8 |
და მოაქციოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო
ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა. |
9 |
ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს აშენებას
და დაფუძნებას, |
9 |
დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა
აღშენებად |
10 |
მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემ თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას, და მეც გადავთქვამ
სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი მას. |
10 |
და დანერგვად, და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა არსმენად
ჴმისა ჩემისა, და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა. |
11 |
ახლა ასე გამოუცხადე იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრთ:
ასე თქვა უფალმა: აჰა, გიმზადებთ ბოროტს, განზრახვა მაქვს თქვენს
წინააღმდეგ. მოიქცეს თითოეული თავის ბოროტი გზიდან და გამოისწოროს ზნე და
საქციელი. |
11 |
და აწ თქუ მამაკაცთა მიმართ იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმს: ესრეთ
იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვზელ თქუენ ზედა ბოროტთა და ვსიტყუავ თქუენ ზედა
გულისსიტყვასა: მოიქეცინ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და უკეთეს-ჰყვენით
სიმარჯუენი თქუენი და გზანი თქუენი |
12 |
ამბობენ: არამც და არამც! ჩვენ-ჩვენი ზრახვების კვალზე უნდა ვიაროთ და თითოეული
ჩვენგანი თავისი ბოროტი გულისთქმის თანახმად უნდა მოიქცესო.
|
12 |
და თქუეს: ვმჴნდეთ, რამეთუ უკანა განდრეკილებათა ჩუენთასა ვიდოდით და კაცადმან
სათნონი გულისა ჩუენისა ბოროტნი ვქმნნეთ.
|
13 |
ამიტომ ამბობს უფალი: აბა, შეეკითხეთ ხალხებს, ვის სმენია
ამგვარი ამბავი? უსაზომო სისაძაგლენი ჩაიდინა ქალწულმა - ისრაელმა. |
13 |
ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი: იკითხეთ წარმართთა შორის, ვის ესმნეს ესევითარნი
განსაკრთომელნი ფრიად, რომელნი ქმნნა ასულმან ქალწულმან იერუსალიმისამან? |
14 |
თუ მიატოვებს ლიბანის თოვლი მთათა ტინებს? თუ შეწყდება
შორით მომდინარი ცივი წყლები? |
14 |
ნუ მოაკლდეს კლდისაგან ძუძუნი, ანუ თოვლი ლიბანისაგან, ანუ მიაქციის წყალი
მაიძულებელისა ქარისა მობერვამან? |
15 |
მაგრამ დამივიწყა ჩემმა ერმა, ამაოებას უკმევენ;
გაიმრუდეს გზა, ძველი სავალი, რომ ევლოთ გაუთელავი გზის ბილიკებით. |
15 |
რამეთუ დამივიწყა მე ერმან ჩემმან, ცუდისადმი აკმევდეს და მოუძლურდენ გზათა მათთა
ზედა, საბელთა საუკუნეთა ზედსლვისათჳს ალაგთა არმქონებელთა გზისათა სავალად. |
16 |
რომ უდაბნოდ ექციათ თავიანთი ქვეყანა და მარად
სასტვინებლად, რათა ყოველი ჩამვლელი შეძრწუნებულიყო და თავი გაექნია. |
16 |
და დაწესებად ქუეყანაჲ მათი უჩინოსაქმნელად და სასტჳნველად საუკუნოდ. ყოველნი
წარმავლელნი მის მიერ განცჳბრდენ და შეხარნენ თავნი მათნი, |
17 |
აღმოსავლეთის ქარივით დავფანტავ მათ მათი მტრების წინაშე.
ზურგს ვუჩვენებ მათ, არა სახეს, გასაჭირის ჟამს. |
17 |
ვითარცა ქარმან შემწუელმან განვაბნინე იგინი წინაშე პირსა მტერთა მათთასა. ქედი და
არა პირი უჩუენო მათ დღესა შინა წარწყმედისა მათისასა. |
18 |
თქვეს: წამო, რამე ვიღონოთ იერემიას წინააღმდეგ; რადგან
არ დაკარგვია რჯული მღვდელს, რჩევის უნარი ბრძენკაცს და სიტყვა
წინასწარმეტყველს. წამო და ენით ვძლიოთ მას, რომ ყურს აღარ ვუგდებდეთ მის
სიტყვებსო. |
18 |
და თქუეს: მოვედით, ვსიტყოთ იერემიას ზედა გულისსიტყუა, რამეთუ არა წარწყმდეს შჯული
მღდელისაგან და განზრახვაჲ გულისჴმიერისაგან და სიტყვა წინაწარმეტყუელისაგან.
მოვედით და გავაბრძოლოთ იგი ენისა მიერ, და არა ვისმინნეთ ყოველნი სიტყუანი მისნი. |
19 |
ყური მიგდე, უფალო, და ისმინე ჩემი მომჩივრების ხმა. |
19 |
ისმინე ჩემი, უფალო, და ისმინე ჴმაჲ სამართლისა ჩემისაჲ. |
20 |
განა ბოროტით უხდიან სიკეთისთვის? ორმო რომ გამითხარეს
დასაღუპად? გამიხსენე შენს წინაშე მდგარი, მათ სასიკეთოდ რომ ვლაპარაკობდი,
შენი რისხვა რომ ამეცილებინა მათთვის. |
20 |
უკეთუ მიეგებიან ბოროტნი კეთილთა წილ, რამეთუ შეთქუნეს სიტყუანი ძჳნად სულისა
ჩემისა და ტანჯვაჲ მათი დამირწყუეს მე? მოიჴსენე დგომაჲ ჩემი წინაშე პირსა შენსა
თქმად მათ ძლით კეთილთა, გარემიქცევად გულისწყრომა შენი მათგან. |
21 |
ამიტომ შიმშილს გააწყვეტინე მათი შვილები, მახვილზე
წამოაგე, რათა შვილმკვდარნი შეიქნენ და დაქვრივდნენ მათი ცოლები; სიკვდილმა
გაწყვიტოს მათი კაცები, მახვილმა მოსრას მათი ჭაბუკები ომში. |
21 |
ამისთჳს მისცენ ძენი მათნი სიყმილსა და შეაწყუდიენ იგინი ჴელთა მახჳლისათა. იქმენინ
ცოლნი მათნი უშვილო და ქურივებ, და ქმარნი მათნი იქმენინ მოწყუედილ სიკვდილითა და
ჭაბუკნი მათნი დაცემულ მახჳლითა ბრძოლასა შინა. |
22 |
კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა ანაზდად ავაზაკებს
მიუსევ, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფეხქვეშ იდუმალ მახეს
მიგებენ. |
22 |
იქმენინ ღაღადება სახლებსა შინა მათსა, მოავლინენ მათ ზედა ავაზაკნი მყის, რამეთუ
ჴელ-ყვეს სიტყვა შეპყრობად ჩემდა, და მახენი დაარწყუნეს ჩემ ზედა. |
23 |
შენ იცი, უფალო, რომ ყველაფერს ღონობენ ჩემს მოსაკლავად!
ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და ცოდვებს ნუ წარუხოცავ მათ შენს თვალთაგან.
აყვნენ დამხობილნი შენს წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ! |
23 |
და შენ, უფალო, სცან ყოველი განზრახვაჲ ჩემ ზედა სასიკვდინედ. ნუ ააუბრალოებ
უმართლობათა მათთა და ცოდვათა მათთა პირისა შენისაგან ნუ აჰჴოც. იყავნ უძლურებაჲ
მათი წინაშე შენსა, ჟამსა შინა გულისწყრომისა შენისასა ყავ მათ შორის. |