1 |
იმავე წელს, იუდას მეფის ციდკიას მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს
ხანანია ყაზურის ძემ, გაბაონელმა წინასწარმეტყველმა მითხრა უფლის სახლში მღვდლებისა
და მთელი ხალხის თვალწინ:
|
1 |
და იქმნა წელსა დასაბამით მეფე-ყოფასა სედეკია მეფისა იუდაჲსსა, წელსა მეოთხესა,
თთუესა შინა მეხუთესა, თქუა ანანია, ძემან აზორისმან, ცრუწინაწარმეტყუელმან
გაბაონელმან სახლსა შინა უფლისასა, - წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისასა
მეტყუელმან.
|
2 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დავლეწე
ბაბილონის მეფის უღელი. |
2 |
ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: შევმუსრე
უღელი მეფისა ბაბილონისაჲ. |
3 |
ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელს
ჭურჭელს, რომელიც წაღებული აქვს ამ ადგილიდან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის
მეფეს, ბაბილონში. |
3 |
შემდგომად ორისა წლისა დღეთა, და მოვაქციო მე ადგილსა
ამას ყოველი ჭურჭლები სახლისა უფლისაჲ, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ,
მეფემან ბაბილონისამან, ამის ადგილისაგან და შეიღო იგი ბაბილონად. |
4 |
იუდას მეფეს, იეჰქონია იეჰოაკიმის ძეს და მთელს
გადასახლებულ იუდაელობას, რომელნიც ბაბილონში მივიდნენ, დავაბრუნებ ამ
ადგილას, ამბობს უფალი, რადგან დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს. |
4 |
და იექონია, ძე იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და ყოველი
გასახლება იუდაჲსი, რომელნი მივიდეს ბაბილონად, მე მოვაქციო ამასვე ადგილსა
- თქუა უფალმან ეგრე, - და იექონია და ნატყუენავი იუდაჲსი, რამეთუ შევმუსრო
უღელი მეფისა ბაბილონისაჲ. |
5 |
უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია
წინასწარმეტყველს მღვდლებისა და უფლის სახლში მდგარი მთელი ხალხის თვალწინ. |
5 |
და თქუა იერემია ანანიაჲს მიმართ ცრუწინაწარმეტყუელისა:
წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისა მდგომარეთასა სახლსა შინა
უფლისასა. |
6 |
თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: ამენ! ასე ქმნას უფალმა!
აღასრულოს უფალმა შენი ნათქვამი, რაც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის
ჭურჭლისა და გადასახლებულთა დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას. |
6 |
და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან: ჭეშმარიტად ეგრეთ
ყავნ უფალლმან, დაამტკიცენ უფალმან სიტყვა შენი, რომელსა შენ
წინაწარმეტყუელებ, მოქცევად ჭურჭელთა სახლისა უფლისათა და ყოვლისა
განსახლებისათა ბაბილონით ადგილისა ამის მომართ. |
7 |
ოღონდ მოისმინე ეს სიტყვა, რასაც ვიტყვი შენს გასაგონად
და მთელი ხალხის გასაგონად. |
7 |
თჳნიერ ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ, რომელსა ვიტყჳ მე ყურთა
მომართ თქუენთა და ყურთა მომართ ყოვლისა ერისათა: |
8 |
წინასწარმეტყველნი, რომელნიც ჩემამდე და შენამდე იყვნენ
დასაბამიდან, ომს, უბედურებას და შავ ჭირს უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ
ქვეყანას და დიდ სახელმწიფოებს; |
8 |
წინაწარმეტყუელნი, ქმნილნი უწინარეს ჩემსა და უწინარესნი
თქუენსა საუკუნითგან, წინაწარმეტყუელებდეს ქუეყანასა ზედა მრავალსა და
მეფობათა ზედა დიდთა ბრძოლისათჳს და ძჳრთა და სიკვდილისა. |
9 |
წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასმეტყველებდა,
მხოლოდ მისი წინასწარმეტყველების სიტყგის ახდენის შემდეგ სცნობდნენ
წინასწარმეტყველად და ჭეშმარიტად უფლის მოციქულად. |
9 |
წინაწარმეტყუელი, რომელი წინაწარმეტყუელებდა მშჳდობად
მოსლვასა სიტყჳსასა, იცნობებოდა წინაწარმეტყუელი, რომელი მოავლინა მათდა
უფალმან სარწმუნოდ. |
10 |
მაშინ ჩამოხსნა ქედიდახ ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველს
და დალეწა. |
10 |
და მოიხუნა ანანია წინაშე თვალებსა ყოვლისა ერისასა საჴივნი ქედისაგან იერემია
წინაწარმეტყუელისა და შემუსრნა იგინი.
|
11 |
თქვა ხანანიამ მთელი ხალხის თვალწინ: ასე ამბობს უფალი: ამნაირად დავლეწავ
ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხის ქედზე. და
წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე.
|
11 |
და თქუა ანანია წინაშე თვალთა ყოვლისა ერისათა
მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: ესრეთ შევმუსრო უღელი ნაბუქოდონოსორ
მეფისა ბაბილონელისანი დღეთა შინა ორთა წელიწადთასა ქედისაგან ყოველთა
ნათესავთაჲსა. |
12 |
იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც დალეწა ხანანია
წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველის ქედზე: |
12 |
და წარვიდა იერემია წინაწარმეტყუელი გზასა თჳსსა და იქმნა
სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად შემუსრვისა ანანია
ცრუწინაწარმეტყუელისა საჴივთაჲსა ქედისაგან მისისა მეტყუელი. |
13 |
წადი და უთხარი ხანანიას, ასე ამბობს-თქო უფალი, ხომ დალეწე ხის უღელი, ახლა რკინის
უღელი გაიკეთე მის ნაცვლად. |
13 |
ვიდოდე და თქუ ანანიაჲს მიმართ მეტყუელმან: ესრეთ თქუა
უფალმან: საჴივნი შეშისანი დაჰმუსრენ და ვქმნნე მათ წილ საჴივნი რკინისანი. |
14 |
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რკინის უღელს დავადგამ ქედზე ამ
ხალხებს, რათა დაემორჩილონ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და დაემორჩილებიან
კიდეც; ველის მხეცებსაც მას ჩავაბარებ. |
14 |
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერმან
ისრაილისამან: უღელი რკინისაჲ დავსდევ ქედსა ზედა ყოველთა ნათესავთასა,
რაჲთა უქმოდიან ნაბუქოდონოსორს, მეფესა ბაბილოვნისასა, და მონებდენ მას, და
მჴეცნიცა ველისანი მი-ვე-ვსცენ მას. |
15 |
უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: მისმინე, ხანანია.
უფალს არ მოუვლენიხარ და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს. |
15 |
და ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ანანიას
ცრუწინაწარმეტყუელსა: ისმინე, ანანია, არა მოგავლინა შენ უფალმან და შენ
მოსავ-ჰყავ ერი ესე ცრუთა ზედა. |
16 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, წარგავლენ მიწის პირიდან. წელს მოკვდები, რადგან
უფლისგან განდგომას ქადაგებ. |
16 |
ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე განგავლენ შენ
პირისაგან ქუეყანისა თჳთ ამას საუკუნესა მოსიკვდიდ, რამეთუ განდრეკაჲ სთქუ
უფლისა მიმართ. |
17 |
და მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მეშვიდე თვეს. |
17 |
და მოკვდა ანანია ცრუწინაწარმეტყუელი მას წელიწადსა შინა,
თთუესა მეშჳდესა. |