1 |
გამეფდა ქონია იეჰოაკიმის ძის ნაცვლად ციდკია იოშიას ძე, რომელიც ნაბუქოდონოსორმა,
ბაბილონის მეფემ, გაამეფა იუდას ქვეყანაში.
|
1 |
მეფე იქმნა სედეკია, ძე იოსიაჲსი, ნაცვლად იექონიაჲსა, ძისა იოაკიმისა, რომელი
მეფე-ყო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, მეფობად იუდაჲსასა.
|
2 |
არ ესმოდათ არც მას, არც მის მორჩილებს, არც მდაბიო ხალხს
უფლის სიტყვები, რომელსაც იერემია წინასწარმეტყველის ხელით აცხადებდა იგი. |
2 |
და არა ისმინნეს მან და ყრმათა მისთა და ერმან
ქუეყანისამან სიტყუანი უფლისანი, რომელნი თქუნა ჴელითა იერემიაჲსითა. |
3 |
მიუგზავნა მეფე ციდკიამ იეჰუქალ შელემიას ძე და სოფონია
მაყასეს ძე, მღვდელი, იერემია წინასწარმეტყველს, შეუთვალა: შეევედრე
ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. |
3 |
და მიავლინა მეფემან სედეკია იოახას, ძე სელიმისი და
სოფონია, ძე მაასესი, მღდელი იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა
მეტყუელმან: ლოცვიდე ჩუენთჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა. |
4 |
მაშინ თავისუფლად მიდი-მოდიოდა იერემია, ჯერ კიდევ არ
დაემწყვდიათ საპყრობილეში. |
4 |
და იერემია მოვიდა და გავლო საშუალ ქალაქისა, და არ
მიიყუანეს იგი საპყრობილედ, და ძალი ფარაოჲსი გამოვიდა ეგჳპტით. და ესმა
ქალდეველთა, მომცველთა იერუსალიმისათა, სასმენელი მათი, და წარვიდეს
იერუსალიმით. |
5 |
ამასობაში გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან და
გაიგეს ეს ამბავი იერუსალიმზე მიმდგარმა ქალდეველებმა და მოხსნეს ალყა. |
|
|
6 |
იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ
ნათქვამი; |
5 |
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი: |
7 |
ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ასე უთხარით იუდას
მეფეს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ შესაკითხად: აჰა, თავის ქვეყანაში,
ეგვიპტეში, დაბრუნდება ფარაონის ლაშქარი, თქვენს დასახმარებლად რომ
გამოვიდა. |
6 |
ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან: ესრეთ ჰსიტყო
მეფისა მიმართ იუდაჲსა, მომავლინებელისა შენდამი, გამოძიებად ჩემდა. აჰა,
ძალი ფარაოჲსი გამოსრული შეწევნად თქუენდა, უკუნიქცენ ქუეყანად მათდად,
ქუეყანად ეგჳპტისა. |
8 |
მობრუნდებიან ქალდეველები, შეუტევენ ამ ქალაქს, აიღებენ
და ცეცხლში დაწვავენ. |
7 |
და უკმოიქცენ ქალდეველნი, და ჰბრძოდენ ქუეყანასა ამას, და
დაიპყრან იგი და დაწუან იგი ცეცხლითა. |
9 |
ასე ამბობს უფალი: თავს ნუ მოიტყუებთ, უეჭველად
გაგვეცლებიანო ქალდეველები, რადგან არ გაგეცლებიან. |
8 |
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ნუ მოიღებთ სულთა თქუენთა
მეტყუელნი: წარმრბენელნი წარვიდენ ჩუენგან ქალდეველნი, რამეთუ არა
წარვიდენ, |
10 |
კიდეც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა მთელი ლაშქარი, თქვენ რომ გიტევთ, და მხოლოდ
დაჭრილებიღა დარჩნენ მათგან თავ-თავის კარვებში, ისინი მაინც წამოდგებიან და
გადაწვავენ ამ ქალაქს. |
9 |
არამედ დაღათუ მოსრათ ყოველი ძალი ქალდეველთა, მბრძოლთა
თქუენთაჲ, და დაშთენ ვინმე დაგურემულნი მამაკაცნი მათ შორის - კაცადი
ადგილსა თჳსსა, იგინი აღდგენ და დაწუან ქალაქი ესე ცეცხლითა. |
11 |
როცა ქალდეველთა ლაშქარი ფარაონის ლაშქრის შიშით გაეცალა იერუსალიმს,
|
10 |
და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ძალი ქალდეველთა იერუსალიმით პირისაგან ძალისა
ფარაოსისა,
|
12 |
დააპირა იერემიამ იერუსალიმიდან გასვლა, რომ წასულიყო ბენიამინის მხარეში, რათა იქ
ხალხში წილი დაედო. |
11 |
გამოვიდა იერემია იერუსალიმით წარსლვად ქუეყანად
ბენიამენისა სყიდად მუნით პურისა საშუალ ერისა. |
13 |
ბენიამინის კარიბჭესთან რომ მივიდა, იქ დახვდა საყარაულოს უფროსი, სახელად ირია ძე
შელემიასი, ძე ხანანიასი, და მან შეიპყრო იერემია წინასწარმეტყველი და უთხრა:
ქალდეველებთან გადადიხარო! |
12 |
და იქმნა იგი ბჭესა თანა ბენიამენისსა, და მუნ კაცი,
რომლისა დაივანის სარუია, ძემან სელემისმან, ძისა ანანიაჲსმან, და შეიპყრა
იერემია მეტყუელმან: ქალდეველთა მიმართ შენ ილტვი. |
14 |
მიუგო იერემთამ: ტყუილია. არ გადავდივარ ქალდეველებთან. მაგრამ არ დაუჯერა ირიამ
იერემიას, შეიპყრო იგი და მთავრებთან მიიყვანა. |
13 |
და ჰრქუა იერემია: ცილ არს, არა ქალდეველთა მიმართ
მივივლტი მე. და არა ისმინა მისი, და შეიპყრა სარუიამან იერემია და
შეიყვანა იგი მთავართა მიმართ. |
15 |
გაურისხდნენ მთავრები იერემიას, სცემეს და ჩააგდეს საპატიმროში, იონათან მწერლის
სახლში, რადგან სატუსაღო სახლად ჰქონდათ იგი. |
14 |
და განმწარდეს მთავარნი იერემიას ზედა, და გუემეს იგი, და
მისცეს იგი სახიდ საპყრობილისა კრულისა მცველად, სახიდ იონათან
მწიგნველისა, რამეთუ სახლი მისი შექმნეს საპყრობილედ, რამეთუ მოვიდა ერი
სახიდ მღჳმისა და ქერეთად. |
16 |
როცა იერემია ჩავიდა დილეგში და კარგა ხანი დაჰყო იქ, |
15 |
და შევიდა იერემია სახიდ მღჳმისა და შესაწყდობელად, და
დაჯდა მუნ დღეთა მრავალთა იერემია. |
17 |
გაგზავნა მეფე ციდკიამ კაცი, მოაყვანინა იგი და შეეკითხა თავის სახლში საიდუმლოდ:
არის სიტყვა უფლისაგან? მიუგო იგრემიამ: არის. ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები. |
16 |
და მიავლინა მეფემან სედეკია, და მოუწოდა მას, და
გამოჰკითხა მას მეფემან სახლსა შინა თჳსსა იდუმალ, და ჰრქუა მას: უკუეთუ
არს სიტყუაჲ უფლისა მიერ? და მან ჰრქუა: არს. და თქუა: ჴელთა მეფისა
ბაბილოვნისათა მიეცე. |
18 |
უთხრა იერემიამ მეფე ციდკიას: რა დაგიშავე ან შენ ან შენს მორჩილებს, ან ამ ხალხს,
სატუსაღოში რომ ჩამაგდეს? |
17 |
და ჰრქუა იერემია მეფესა სედეკიას: რაჲ გმძლავრე შენ და
ყრმათა შენთა და ერსა ამას, რამეთუ თქუენ მიმეცით მე სახიდ საპყრობილისა? |
19 |
სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომ გიწინასწარმეტყველებდნენ: არ დაგეცემათ
თქვენ და ამ ქვეყანას ბაბილონის მეფეო? |
18 |
და სადა არიან წინაწარმეტყუელნი თქუენნი, რომელნი
გიწინაწარმეტყუელებდეს თქუენ მეტყუელნი: ვითარმედ არა მოვიდეს მეფე
ბაბილონისაჲ ქუეყანასა ამას ზედა? |
20 |
ახლა ისმინე, მეფე-ბატონო, მოგწვდეს ჩემი მუდარა: ნუ დამაბრუნებ იონათან მწერლის
სახლში მოსაკვდავად. |
19 |
და აწ უფალო ჩემო მეფე! დავარდინ წყალობა ჩემი წინაშე
პირსა შენსა და რად მიმაქცევ მე სახიდ იონათან მწიგნველისა? და არა მოვკუდე
მუნ. |
21 |
ბრძანა მეფე ციდკიამ და ჩააბარეს იერემია საყარაულო ეზოში, და აძლევდნენ
ყოველდღიურად ერთ პურის კოკორს ხაბაზთა რიგიდან, ვიდრგ არ გათავდა პურის მარაგი
ქალაქში. და ასე იჯდა იერემია საყარაულო ეზოში. |
20 |
და მიუწესა მეფემან სედეკია და შეაგდეს იგი სახლსა
საპყრობილისასა, და მისცემდეს მას პურსა ერთსა დღივ გარეშე, რომელსა
განსცემდეს, ვიდრე არა მოაკლდეს პურნი ქალაქისაგან. და დაჯდა იერემია ეზოსა
შინა საპყრობილისასა. |