1 |
იუდას მეფის, ციდკიას მეცხრე წელს, მეათე თვეს, მოადგა ბაბილონის მეფე
ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმს და ალყა შემოარტყა.
|
1 |
და იქმნა წელსა მეცხრესა, სედეკია მეფისა იუდაჲსასა, თთუესა მეათესა, მოვიდა
ნაბუქოდონოსორ მეფე ბაბილონისაჲ, და ყოველი ძალი მისი იერუსალიმსა ზედა, და
ჰბრძოდეს მას.
|
2 |
ციდკიას მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს გატყდა
ქალაქი. |
2 |
და მეათესა წელსა სედეკია მეფისასა, თუესა მეოთხესა,
ცხრასა თთჳსასა, განიპო ქალაქი. |
3 |
შემოვიდნენ ბაბილონის მეფის სარდლები და შუა კარიბჭესთან
გაჩერდნგნ - ნერგალ-სარეცერი, სამგარნებუ, სარსექიმი, საჭურისთა უხუცესი,
ნერგალ სარეგერი, რაბ-მაგი და ბაბილონის მეფის დანარჩენი სარდლები. |
3 |
და შევიდეს ყოველნი მთავარნი ბაბილონისა მეფისანი, და
დასხდეს ბჭესა თანა საშუალსა: ნირგელ, სარსამაღად, და ნაბუსახარ, და
ნაბუსარი, ნაღარღა, ნასერ, რაბამაღ და ყოველნი ნეშტნი მთავარნი მეფისა
ბაბილონისანი. |
4 |
როგორც კი დაინახეს ისინი იუდას მეფე ციდკიამ და მისმა
მეომრებმა, გაიქცნენ და გავიდნენ ღამით ქალაქიდან მეფის ბაღის გზით,
კარიბჭეში, ორ კედელს შორის რომ არის, და დაადგნენ ყარაბას გზას. |
4 |
ხოლო იქმნა რაჟამს იხილნა იგინი სედეკია, მეფემან
იუდაჲსმან, და ყოველთა კაცთა ბრძოლისათა, ივლტოდეს, და გამოჴდეს ღამე
ქალაქისაგან გზით მტილისა მეფისაჲთ, ბჭისა მიერ საშუალისა ორთა ზღუდეთაჲსა,
და გამოვიდეს გზად უდაბნოსა არავიასასა. |
5 |
უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და მიეწია ციდკიას
იერიქონის ველზე. შეიპყრეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს,
რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა ციდკიას. |
5 |
და დევნა-ყო ძალმან ქალდეველთამან უკუანაგან მათსა, და
ეწინეს სედეკიას არავოდს შინა იერიქოჲსასა, და შეიპყრეს იგი და აღმოიყვანეს
იგი ნაბუქოდონოსორის მიმართ, მეფისა ბაბილონისა, დევლათას შინა, ქუეყანასა
ეთამისასა და იტყოდა მის თანა მსჯავრთა. |
6 |
თვალწინ დაუხოცა რიბლაში ბაბილონის მეფემ შვილები
ციდკიას. იუდაელი წარჩინებულნიც დახოცა ბაბილონის მეფემ. |
6 |
და მოსწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიაჲსნი
დევლათას შინა წინაშე თუალთა მისთა, და მოსწყჳდნა ყოველნი აზნაურნი
იუდაჲსანი მეფემან ბაბილონისმან. |
7 |
თვალები დათხარა ციდკიას და ბორკილები დაადო, რომ
ბაბილონში წაეყვანათ. |
7 |
და თუალნი სედეკიაჲსნი დააბრმნა და შეკრა იგი ბორკილებითა
რვალისაჲთა, წარყვანებად იგი ბაბილონად. |
8 |
მეფის სასახლე და ხალხის სახლები გადაწვეს ქალდეველებმა
და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს. |
8 |
და სახლი მეფისა და სახლები ერისაჲ მოწუეს ქალდეველთა
ცეცხლითა, და ზღუდე იერუსალიმისაჲ დაარღჳეს. |
9 |
ხოლო დანაშთომი ხალხი, ვინც ქალაქში დარჩა, და მის
მხარეზე გადასულნი, და დანაშთომი ხალხი, ვინც დრჩა, ბაბილონში გადაასახლა
ნებუზარადანმა. |
9 |
და ნეშტი ერისაჲ, დაშთომილი ქალსა შინა და შეცჳვნებულნი,
რომელნი შესცჳვნებოდეს მას, და ნეშტნი ერისანი დაშთომილნი განასახლნა
ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან ბაბალიონად. |
10 |
ღარიბ-ღატაკნი, რომელთაც არაფერი ებადათ, დატოვა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა,
იუდას ქვეყანაში და მისცა მათ ვენახები და ყანები იმავე დღეს.
|
10 |
ხოლო ერისაგან დავრდომილნი, რომელთა არა აქუნდა არარაჲ, დაუტევნა ნაბუზარდან
მთავარქონდაქარმან ქუეყანასა შინა იუდაჲსასა და სცა მათ ვენაჴები და სარწყავები მას
დღესა შინა.
|
11 |
ხოლო იერემიას საქმე ნებუზარადანს, ქონდაქართუხუცესს, მიანდო ბაბილონის მეფემ და
უთხრა: |
11 |
და ამცნა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან,
იერემიაჲსთჳს ნაბუზარდანს მთაეარქონდაქარსა მეტყველმან: |
12 |
წაიყვანე და თვალი გეჭიროს მასზე, არაფერი დაუშავო, არამედ ისე მოექეცი, როგორც
თავად გითხრას. |
12 |
მიიყვანე იგი და თვალნი შენნი დასხენ მას ზედა, და ნუ
უყოფ მას ნურას ბოროტსა, არამედ რამეთუ ვითარცა-რაჲ თქუას შენდამი, ეგრეთ
ყავ მის თანა. |
13 |
გაგზავნეს ხალხი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, ნებუშაზბანმა,
საჭურისთუხუცესმა, ნერგალ-სარეცერმა, რაბ-მაგმა და ბაბილონის მეფის დიდებულებმა, |
13 |
ხოლო მიავლინა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან და ნაბუსარ
საჭურისმთავარმან, სექქიმ, ნაბსარი, ნირგელ, სარასარრა ბამაღ და ყოველთა
დიდებულთა მეფისა ბაბილონისთა. |
14 |
გაგზავნეს და მოაყვანინეს იერემია საყარაულო ეზოდან და ჩააბარეს გედალიას, ასიკამის
ძეს, შაფანის ძეს, რომ შინ გაეშვა. ასე დარჩა იგი ხალხში. |
14 |
და მოიყვანეს იერემია ეზოჲთ საპყრობილისაჲთ და მისცეს იგი
გოდოლიაჲს მიმართ, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისსა, და განიყვანეს იგი
დეფნიდ და დაჯდა საშუალ ერისა. |
15 |
საყარაულო ეზოში პატიმრად ყოფნისას უფლის სიტყვა იყო იერემიას მიმართ ნათქვამი: |
15 |
და იერემიაჲს მიმართ იქმნა სიტყვა უფლისაჲ ყოფასაღა მისსა
შეწყინებით ეზოსა შინა საპყრობილისასა მეტყველი: |
16 |
წადი, უთხარი ყებედ-მელექს, ეთიოპიელს: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის
ღმერთი; აჰა, ბოროტად ავახდენ ამ ქალაქზე ჩემს სიტყვებს, არა კეთილად. იმ დღესვე,
შენს წინაშე ახდება ყველაფერი. |
16 |
ვიდოდე და თქუ აბდემელექის მიმართ ეთიოპისა მეტყუელმან:
ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, მე მოვიღებ
სიტყუასა ჩემსა ქალაქსა ამას ზედა საბოროტოდ და არსაკეთილოდ, და იყვნენ
წინაშე პირსა შენსა მას დღესა შინა, და გაცხოვნო შენ მას დღესა შინა, -
თქუა უფალმან, - და არ მიგცე შენ ჴელთა კაცთასა, რომელთაგან შენ გეშინის
პირისაგან მათისა. |
17 |
შენ დაგიფარავ იმ დღეს, ამბოხს უფალი, და არ ჩავარდები იმ ხალხის ხელში, ვისიც
გეშინია. |
17 |
|
18 |
ნამდვილად გიხსნი და მახვალით არ დაეცემი, ნადავლად დაგრჩება სიცოცხლე, რადგან ჩემი
იმედი გქონდა, ამბობს უფალი. |
18 |
რამეთუ საცხოვნებელმან გაცხოვნო შენ. და მახჳლსა შორის არ
შეჰვარდე, და იყოს სული შენი მოპოვნებულ, რამეთუ ესევდ ჩემდამო, - თქუა
უფალმან. |