ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როცა ბოლომდე გამოუცხადა იერემიამ ხალხს უფლის, მათი ღვთის სიტყვები, რაც დააბარა მას უფალმა, მათმა ღმერთმა მათთვის სათქმელად, |
1 |
და იქმნა, ვითარცა დასცხრა იერემია მეტყუელი ერისა მიმართ ყოველთა ამათ სიტყუათა უფლისა ღმრთისა მათისათა, რომელ მოავლინნა უფალმან ღმერთმან მათა ყოველნი სიტყუანი ესე. |
2 | მაშინ უთხრეს ყაზარია ჰოშაყიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და სხვა ამპარტავანმა ხალხმა იერემიას: ტყუილს ლაპარაკობ. არ დაუბარებია შენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს, ნუ წახვალთო ეგვიპტეში დასარჩენად. | 2 | და თქუა აზარია, ძემან მაასესმან, და იოანან, ძემან კარიესმან, და ყოველთა მამაკაცთა ამპარტავანთა მეტყუელთა იერემიაჲსთა მთქმელთა: ტყუილ არს, არ მოგავლინა შენ უფალმან ჩუენდა მომართ მეტყუელმან: ნუ შეხუალთ ეგჳპტედ დამკჳდრებად მუნ, |
3 | არამედ ბარუქ ნერიას ძემ წაგაქეზა ჩვენს წინაღმდეგ, რათა ქალდეველთა ხელში ჩაგვაგდოს, რომ ამოგვწყვიტონ ან ბაბილთნში გადაგვასახლონ. | 3 | არამედ ბარუქ, ძე ნირისი, აღგძრავს შენ ჩუენდა მომართ, რაჲთა მიმცნეს ჩუენ ჴელთა ქალდეველთასა მოკუდენად ჩუენდა და განსახლვად ჩუენდა ბაბილონად. |
4 | არ ისმინეს იოხანან კარეახის ძემ და მხედართმთავრებმა უფლის ხმა, რომ ქვეყანაში დარჩენილიყვნენ. | 4 | და არა ესმინა იოანან, ძე კარიესი, და ყოველნი მთავარნი ძალისანი და ყოველი ერი ჴმასა უფლისასა დაშენებად იუდას შორის. |
5 | წაიყვანეს იოხანან ვარეახის ძემ და მხედართმთავრებმა იუდას ნატამალი, რომელიც იუდას ქვეყანაში დაბრუნდა საცხოვრებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული იყო - | 5 | და მიიყვანნა იოანან, ძემან კარიესმან, და ყოველთა მთავართა ძალისათა ყოველნი დაშთომილნი იუდაჲსანი, უკმოქცეულნი ყოველთაგან ნათესავთა, სადა განთესულ იყვნეს, მუნ დამკჳდრებად ქუეყანასა იუდაჲსასა, |
6 | კაცები და ქალები, ბავშვები, მეფის ასულები და ყველა, ვინც ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, გედალია ახიკამის ძესთან, შაფანის ძესთან, დატოვა (მათ შორის იყვნენ იერემია და ბარუქ ნერიას ძე) - | 6 | მამები და დედები და ჩჩჳლები და ერი და ასულნი მეფისანი და სულნი, რომელნი დაუტევნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან გოდოლიას თანა, ძესა აქიკამისსა, ძისა საფანისსა, და იერემია წინაწარმეტყუელი და ბარუქ, ძე ნირისი. |
7 | და გაემართნენ ეგვიპტის ქვეყნისკენ; არ გაიგონეს უფლის ხმა და თახფანხესში მივიდნენ. | 7 | და შთავიდეს ეგჳპტედ არსმენისა მიერ მათგან ჴმისა უფლისასა, და მივიდეს ვიდრე ტაფნადმდე. |
8 | იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი თახფანხესში; | 8 | და იქმნა სიტყუაჲ უფლისა იერემიაჲს მიმართ ტაფნას შინა მეტყუელი: |
9 | აიღე ხელში დიდი ქვები და იუდაელთა თვალწინ ჩამარხე მოზელილ თიხაში, აგურის გამთსაწვავ ქურაში, ფარაონის სასახლის შესასვლელთან რომ არის, თახფანხესში. | 9 | მოიხუენ თავისა შენისად ქვანი დიდნი და დამალენ იგინი მალულსა შინა და ალიზსა შორის წინა კართა თანა სახლისა ფარაოჲსთა, ტაფნათს შინა, წინაშე თვალთა ძეთა იუდაჲსათა. |
10 | უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ვაგზავნი, რომ მოვაყვანინო ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ჩემი მორჩილი, რომ დავუდგა ტახტი ამ ქვებზე, რომლებიც მე ჩავმარხე. მის ზემოთ გადაშლის იგი თავის ჩარდახს. | 10 | და ჰრქუა: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: აჰა, მე მივავლინო და მოვიყვანო ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, მონაჲ ჩემი, და დადგას საყდარი მისი ზედა კერძო ქვათა ამათ, რომელნი დავმალენ, და დასხნეს საჭურველნიცა მისნი ზედა კერძო მათსა, და აღიხუნეს საჭურველნი მისნი მათგან, |
11 | მოვა და დაამარცხებს ეგვიპტის ქვეყანას. ვინც სასიკვდილოა, მოკვდება; ვინც ტყვედ წასაყვანია, ტყვედ წაიყვანენ; ვინც მახვილის წერაა, მახვილს მიეცემა. | 11 | და შევიდეს და მოსრას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, რომელნი სიკუდიდ სიკუდილსა, და რომელნი განსახლვად განსახლვასა, და რომელნი მახჳლად მახჳლსა. |
12 | ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტის ღმერთების სახლებს; ის დაწვავს მათ და ტყვედ წაასხამს. გადაიცვამს ეგვიპტის ქვეყანას, როგორც მწყემსი თავის ტყაპუჭს და წავა იქიდან დამშვიდებით. | 12 | და აღატყინოს ცეცხლი სახლებსა შინა ღმერთთა მათთასა, და დაცეცხლნეს იგინი, და განტისნოს ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, ვითარცა განსტისნავს მწყემსი სამოსელსა თჳსსა, და განვიდეს მშჳდობით. |
13 | დალეწავს ბეთ-შემეშის სვეტებს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ არის, და ცეცხლში დაწვავს ეგვიპტელი ღმერთების სახლებს. | 13 | და შემუსრნეს სუეტნი მზისქალაქისანი ენონსშინანი, და სახლნი ღმერთთა მათთანი დაწუნეს ცეცხლითა. |