ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
სიტყვა, რომელიც უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ბარუქ ნერიას ძეს, როცა მან იერემიას კარნახით წიგნში ჩაწერა ეს სიტყვები იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეოთხე წელს. |
1 |
სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ბარუქის მიმართ, ძისა ნირისსა, ოდეს დაწერნა სიტყვანი ესე წიგნსა შინა პირისაგან იერემიაჲსსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსისა, მეფისა იუდაჲსსა. |
2 | ასე ამბობს შენზე უფალი, ისრაელის ღმერთი, ბარუქ! | 2 | ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან შენ ზედა, ბარუქ, |
3 | გითქვამს: ვაგლახ მე! კიდევ მიუსართა უფალმა წუხილი ჩემს სატანჯველსო! ქანცი გამიწყდა კვნესისგან და ვერ ვპოვე შვებაო. | 3 | რამეთუ სთქუ: ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ შესძინა უფალმან შრომაჲ ტკივილსა ზედა ჩემსა, დავიძინე სულთქმათა შინა, განსუენება ვერ ვპოე. |
4 | ასე უთხარიო მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ჩემს აშენებულს მევე დავანგრევ და ჩემს დარგულს მევე ამოვძირკვავ. ჩემია მთელი ეს ქვეყანა! | 4 | ვარქუ მას, ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე აღვაშენე, მე დავარღუევ და, რომელნი დავჰნერგენ, მე აღმოვფხური მით, ქუეყანითურთ ყოვლით. |
5 | შენ კი დიდ რასმე მოითხოვ! ნუ მოითხოვ, რადგან, უბედურება უნდა დავათიო ყოველ ხორციელს, ამბობს უფალი, შენ კი საკუთარ სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაგ კი წახვალ. | 5 | და შენ ეძიებ თავისა შენისა დიდთა? ნუ ეძიებ, რამეთუ, აჰა, მოვაწევ მე ძჳრთა ყოველსა ზედა ჴორციელსა, - იტყჳს უფალი, - და მივსცე სული შენი მოსაპოვნელად ყოველსა შინა ადგილსა, სადაცა ხჳდოდი მუნ. |