ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი, ვიდრე ფარაონი ღაზას დააქცევდა. |
1 |
სიტყუაჲ, რომელი იქმნა იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა უცხოტომთა ზედა, პირველ განწყობისა ფარაოჲს ღაზაჲსა. |
2 | ასე ამბობს უფალი: აჰა, მოდიდდება წყალი ჩრდილოეთიდან და გადაიქცევა წამლეკავ ნიაღვრად. წალეკავს ქვეყანას და ყველადცრს, რაც მასზეა, ქალაქებს და მის მცხოვრებლებს. აკივლდება ადამის მოდგმა და მოთქმას მოჰყვებიან ქვეყნის მცხოვრებნი. | 2 | ამათ იტყჳს უფალი: აჰა, წყალნი აღმოვლენ ჩრდილოჲთა, და იყვნენ ღუარად წარმღუნელად და წარრღუნან ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა. და ღაღადებდენ კაცნი, და ვალალებდენ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი |
3 | მისი რაშების თქარათქურზე, მისი ეტლების გრუხუნზე, თვლების გარიალზე მამები ვეღარ მოხედავენ შვილებს, რადგან ხელები ჩამოუცვივდებათ. | 3 | ჴმისაგან მიმართებისა მისისა, და საჭურველები ფერჴთა მათთა ძლიერთაჲსა, და ძრვისაგან ეტლთა მათთაჲსა და ჴმისა ურმისთვალთა მათთაჲსა, არა მოიქცეს მამანი ძეთა ზედა მათთა. |
4 | იმ დღისთვის, რომელიც მოვა ფილისტიმელთა გასაძარცვავად, ტვიროსისა და ციდონისთვის უკანასკნელი შემწის წასართმევად, რადგან გააძარცვინებს უფალი ფილისტიმელთა ნატამალს- ქაფთორის კუნძულს. | 4 | მორჩილებისაგან ჴელთა მათთაჲსა დღესა შინა მომავალსა წარწყმედად ყოველთა უცხოტომთა, და განვრყუნე ტჳროსი და სიდონი და ყოველნი ნეშტნი შემწეობისა მათისანი, რამეთუ მოჰსრავს უფალი დაშთომილთა ჭალაკებისათა. |
5 | გაქაჩლდა აზა, გატიალდა აშკელონი და მათი ხეობის ნატამალი. როდემდის უნდა იწყლულებდე თავს? | 5 | ახს სიმტიერე ღაზასა ზედა, განვარდა ასკალონი და ნეშტნი ენაკიმეთნი, ვიდრემდის შეკრბებოდით, ვიდრემდის ჰკუეთ, |
6 | ო, უფლის მახვილო! როდის დაცხრები? ჩაეგე ქარქაშში, დაწყნარდი და დადუმდი. | 6 | მახჳლო უფლისაო, ვიდრემდის არა დაჰყუდნები, კუალად ეგე ქარქაშსა შენსა, განისუენე და დაყუდენ, |
7 | როგორ დაცხრები? უფალმა მიუშვა აშკელონზე და ზღვისპირეთზე. იქ განაწესა. | 7 | ვითარ დაყუდნეს. და უფალმან ამცნო მას ასკალონსა ზედა და ზღჳსკიდისათა ზედა, და ნეშტთა ზედა აღდგომად. |