1 |
მოაბზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ვაი ნებოს, გაძარცულია იგი!
გაწბილებულია და აღებული კირიათაიმი! გაწბილებულია ციხე-სიმაგრე და დაქცეული.
|
1 |
მოაბსა ესრეთ თქვა, უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვაჲ ნაბავსა ზედა,
რამეთუ წარწყმდა, მოისპო, წარღებულ იქმნა კარიათიმი. სირცხჳლეულ იქმნა სიმაგრე
მასოგასა და იძლია.
|
2 |
წარხდა მოაბის დიდება, ავს უზრახავენ ხეშბონში: წავიდეთ,
მოვსპოთო მისი სახსენებელი! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს
უკან! |
2 |
არღარა არს მერმე მუღრობაჲ ესსებონს შინა მოაბისასა,
ისიტყუნეს მის ზედა ძჳრნი, მოვედით და მოვჰკუეთოთ იგი ნათესავისაგან და
დაცხრომით დასცხრეს, უკუანა შენსა ვიდოდეს ოდეს მახჳლი, |
3 |
კივილის ხმა ისმის ხორონაიმიდან, იავარყოფა და დიდი
დაქცევა! |
3 |
რამეთუ ჴმაჲ მღაღადებელთაჲ მთათაგან ორონაიმისათასა,
ღაღადება შემუსრვილებასა მოსრვითა დიდითა. |
4 |
განადგურდა მოაბი! აკივლდნენ მისი პატარები. |
4 |
შეიმუსრა მოაბი. მიუთხართ ზოგორად მიმართ უჭაბუკესთა
მისთა, |
5 |
რადგან გირილით ადიან ლუხითის მაღლობზე; რადგან
შეცხადების კივილი ესმით ხორონაომის დაღმართებზე. |
5 |
რამეთუ აღივსო ალაოთი ტირილითა, რამეთუ აღსავალისა მიერ
ფიქლოანისა აღვიდეს მტირალი ტირილისა მიერ, გზასა ზედა მთათა
ორონაიმისათასა. ღაღადებაჲ შემუსრვილებისაჲ და ჭირი მტერთა ესმა. |
6 |
გაიქეცით, თავს უშველეთ! ბუჩქივით მარტოსული იქნებით
უდაბნოში. |
6 |
ივლტოდეთ და განარინენით სულნი თქუენნი და იქმნენით,
ვითარცა ვირი ველური უდაბნოს შინა, |
7 |
რადგან შენი ნახელავის და საგანძურის იმედი გქონდა; შენც
შეგიპყრობენ და ქამოშიც დატყვევდება, მისი ქურუმები და მთავრებიც თან
მიჰყვებიან. |
7 |
ვინათგან ესევდ სიმაგრეთა მიმართ შენთა, მოვიდენ შენდა
ჭირნი და შეგიპყრანცა შენ, და გამოვიდეს ქამოს ტყუჱობად მღდელნი მისნი და
მთავარნი მისნი ერთბამად. |
8 |
მიადგება გამანადგურებელი ყოველ ქალაქს, არცერთი ქალაქი
არ გადარჩება, დაიღუპება ველ-მინდორი, განადგურდება ვაკეები, როგორც
ნათქვამი აქვს უფალს. |
8 |
და მოვიდეს მოსრვა ყოველსა ზედა ქალაქსა, და ქალაქი არა
განერეს, და წარწყმდეს ღელე, და მოისრას ველობი, ვითარცა თქუა უფალმან: |
9 |
მიეცით ფრთები მოაბს, რომ გაფრინდეს, რადგან უდაბნოდ
გადიქცევა და განადგურდება. |
9 |
ეცით სასწაული მოაბსა, რამეთუ ნთებით აღენთოს და ყოველნი
ქალაქნი მისნი უვალად იყუნენ არ ყოფისაგან დამკჳდრებულისა მის შორის,
ვინავე მყოფსა მას შინა. |
10 |
წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს!
წყეულიმც იყოს, ვინც აკავებს მახვილს სისხლისაგან! |
10 |
წყეულ იყავნ მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით, და წყეულ
იყავნ განმმარტებელი მახჳლისა მისისაჲ სისხლისაგან. |
11 |
უშფოთველად იყო მოაბი სიყრმიდანვე, თავის დვრიტაზე განისვენებდა. ჭურჭლიდან
ჭურჭელში არ გადაღებულა და გადასახლებაში არ წასულა. ამიტომაც შერჩა თავისი გემო და
სუნი არ შეცვლია.
|
11 |
განისუენა მოაბმან სიყრმისაგან, და მოსავ იყო დიდებასა ზედა მისსა, და არ
შთაასხმიდა ჭურჭლისაგან ჭურჭლად, და გარდასახლებად არა ვიდოდა. ამისთჳს არს გემოჲ
მისი მის თანა და საყნოსი მისი არა მოაკლდა.
|
12 |
ამიტომ, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა
გადამღებლებს მივუგზავნი და გადაიღებენ მას, დაუცარიელებენ ჭურჭლებს და
ტიკებს დაუხევენ. |
12 |
ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - თქვა უფალმან, - და
მიავლინნე მის ზედა დამდრეკელნი და დადრიკონ იგი და ჭურჭელნი მისნი და
დააწულილენ და რქანი მისნი შემუსრნენ. |
13 |
გაწბილდება მოაბი ქამოშის გამო, როგორც გაწბილდა ისრაელის
სახლი ბეთელის გამო, რომელსაც ესავდა. |
13 |
და ერცხჳნოს მოაბსა ქამოსისაგან, ვითარცა ერცხჳნა სახლსა
ისრაილისასა ბეთელისაგან სასოებისა მისისა. |
14 |
როგორღა ამბობთ: გმირები ვართ, ძლიერი მებრძოლები ვართო? |
14 |
ვითარ იტყჳთ: ძლიერნი ვართ და კაცნი შემძლებელნი
მბრძოლობად. |
15 |
განადგურებულია მოაბი და მისი ქალაქები; მისი რჩეული
ვაჟკაცები სასაკლაოზე წავიდნენ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბოთ უფალია. |
15 |
წარწყმდა მოაბ და ქალაქნი მისნი და რჩეულნი, ჭაბუკნი
მისნი შთავიდეს მოსაკლავად, იტყვის მეფე, უფალი ძალთაჲ, სახელი მისი. |
16 |
ახლოსაა მოაბის აღსასრული, გამალებით მოიჩქარის მისი
უბედურება. |
16 |
ახს დღე მოაბისი მოსლვად და უკეთურება მისი მალიად ფრიად. |
17 |
დაიტირეთ იგი, მეზობლებო, და მისი სახელის მცნობელნო,
იყვირეთ: როგორ შეიმუსრა ძლიერი კვერთხი, დიდებული არგანი! |
17 |
შეძართ იგი ყოველთა გარემოს მისსა, ყოველთა მცოდნელთა
სახლისა მისისათა თქუთ, ვითარ შეიმუსრა არგანი სიკეთისაჲ, კუერთხი
დიდთვალი. |
18 |
ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი გვალვიანში, დიბონის მკვიდრო,
რადგან შენ მოგადგა მოაბის გამანადგურებელი და ციხე-სიმაგრეები დაგიქცია. |
18 |
შთამოჴედ დიდებისაგან და დაჯედ სინოტიესა შინა მჯდომარე.
ასული დებონისი შეიმუსროს, რამეთუ წარწყმდა მოაბი. აღვიდა შენდა
განმრყუნელი სიმაგრეთაგანთაჲ, |
19 |
გზაზე დადექი და თვალი ადევნე, ყაროყერის მკვიდრთ! ჰკითხე
გამოქცეულს და თავდახსნილს, ჰკითხე, რა მოხდა-თქო? |
19 |
გზასა ზედა დადეგ და იხილე მჯდომარე აროირს შინა და
ჰკითხე მეოტსა და განრომილსა და არქუ: რაჲ იქმნა? |
20 |
გაწბილებულია მოაბი, რადგან დაიქცა. იტირეთ და იკივლეთ,
ამცნეთ არნონში, რომ განადგურებულია მოაბი. |
20 |
ჰრცხუენა მოაბსა, რამეთუ შეიმუსრა. ვალალაებდ და
ღაღად-ყავ. მიუთხარ არიონისა შორის, ვითარმედ წარწყმდა მოაბი. |
21 |
სასჯელმა უწია დაბლობ ქვეყანას - ხოლონს, იაჰცას და მეფაყათს,
|
21 |
და სასჯელი მოვალს ქუეყანასა ზედა მისსორისსა. ქელონსა ზედა და იარსა და
მოფათსა,
|
22 |
დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს; |
22 |
და დებონსა ზედა და ნავავსა. და სახლსა ზედა
დევლათემისსა, |
23 |
კარიათაიმს, ბეთ-გამულს და ბეთ-მეყონს, |
23 |
და კარიათემსა ზედა და სახლსა ზედა ღამოლაჲსსა და სახლსა
ზედა მაოთისსა, |
24 |
კერიოთს, ბოცრას და მოაბის ყველა ქალაქს, შორეულსაც და
მახლობელსაც. |
24 |
და სახლსა ზედა კარიაოთისსა და ბოსორისა ზედა და ყოველთა
ზედა ქალაქთა ქუეყანისა მოაბისათა, შორიელთა და მახლობელთა. |
25 |
რქა მოეკვეთა მოაბს და მკლავი მოტყდა, ამბობს უფალი. |
25 |
დაიჴსნა რქაჲ მოაბისაჲ და ჴელთა შინა მისა შეიმუსრა, თქუა
უფალმან: |
26 |
დაათვრეთ იგი, რადგან გაუმედიდურდა უფალს. იგორავებს
მოაბი თავის ნარწყევში და ისიც სამასხრო შეიქნება. |
26 |
დაათრვეთ იგი, რამეთუ უფლისა ზედა განდიდნა, და
ტყუელვიდეს მოაბ ჴელითა თჳსითა, და იყოს საკიცხელ იგიცა. |
27 |
განა სამასხროდ არ გყავდა ისრაელი? განა ქურდებში იყო
დაჭერილი, თავს რომ აქნევ მის ყოველ ხსენებაზე? |
27 |
და რამეთუ შენდაცა საკიცხელ იყო ისრაილი, ანუ პარვათა
შინა შენთა იპოვა, რამეთუ ჰბრძოდე მას, და მისთანავე წარიტყუენო. |
28 |
დასტოვეთ ქალაქები და კლდეებში დასახლდით, მოაბის
მკვიდრნო! იყავით მტრედებივით, ნაპრალის კიდეებზე რომ იბუდებენ. |
28 |
დაუტევნეს ქალაქნი და დაეშენნეს კლდეთა შინა მკჳდრნი
მოაბისანი; იქმნნეს, ვითარცა ტრედნი მებუდარნი კლდეთა შინა პირსა სოროჲსსა. |
29 |
გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი
ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მედიდურობა და დიდგულობა. |
29 |
მესმა გინება მოაბისაჲ, აგინა ფრიად სიმაღლე თჳსი, და
გინებაჲ და ამპარტავანება მისი და სილაღე მისი ვიხილე, და ამაღლდა გული
მისი. |
30 |
მე ვიცი, ამბობს უფალი, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი და ფუჭი
საქმე. |
30 |
ხოლო მე ვცნენ საქმენი მისნი, - იტყჳს უფალი, - არა
კმა-ყოფისაებრ მისისა. ეგრეთ მკლავნი მისნი არა ეგრეთ ყო? |
31 |
ამიტომაც ვივალალებ მოაბზე და კივილს ავტეხ მთელს მოაბზე. იგლოვებენ კირ-ხერესის
კაცებს.
|
31 |
ამისთჳს მოაბსა ზედა ჴჳობდით, მოაბსა ზედა ყოველთა ჴმა-ყავთ. კაცთა ზედა
ზღუდისათა სკირადათა განბიცებისათა.
|
32 |
იაყზერზე მეტად დაგიტირებ, სიბმას ვენახო! შენი ლერწები
ზღვამდე აღწევს, იაყზერის ზღვამდე. მძარცველი შეესია შენს ადრეულ ნაყოფს და
მოსავალს. |
32 |
და კილოჲ აღიღოს, ვითარცა ტირილი. იაზირო, დაგტირო შენ,
ავენაჴენ, საბამისნი, მწუერვალნი შენნი, განვლო ზღვა ქალაქმან იაზირისმან.
შეახო ნაყოფსა ზედა შენსა და სამკალსა ზედა შენსა და მესთულეთა შენთა ზედა
დაეცა მოსასრველი. |
33 |
ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და მოაბის ქვეყანას;
გავაქრობ ღვინოს საწნახლებიდან, აღარ დაწურავენ შეძახილით: ჰედად! ჰედად!
აღარ გაისმება ჰედადის შეძახილი. |
33 |
დასწყდა შუებაჲ და მხიარულება კარმელისა და ქუეყანისაგან
მოაბიტელთასა, და ღჳნოჲ საწნეხელთა შინა შენთა არა დაწნიხეს განთიად იდად,
არცა მიმწუხრი არა ყვეს იდად. |
34 |
ხეშბონის გამო კივილს ელყალამდე, იაჰაცამდე ბანი მისცეს
ცოღარიდან ხორონაიმამდე და ყეგლათ-შელიშიამდე; რადგან დაწყდება ნიმრიმის
წყლებიც. |
34 |
ხოლო ამათ ღაღადებისაგან ესსებონისა ვიდრე ვლეილამდე და
ვიდრე იასამდე მოსცეს ჴმაჲ მათი ქალაქთა მათთა, სეგორითგან, ვიდრე მთათამდე
ნემისთა, და მითხრობაჲ სალისიასა, რამეთუ დიაკეული სმნიერი არს, რამეთუ
წყალიცა ნევრიმისაჲ შემწუელად იყოს. |
35 |
მუსრს გავავლებ მოაბში ყველას, ამბობს უფალი, ვისაც
გორაკზე მსხვერპლი მიაქვს და უკმევს თავის ღმერთებს. |
35 |
და წარვწყმიდო მოაბი, - თქუა უფალმან, - აღმავალი ბომონსა
ზედა და მკუმეველი ღმერთთა მისთა. |
36 |
ამიტომ მიკვნესის სტვირივით გული მოაბზე; მიკვნესის
სტვირივით გული კირ-ხარესის ხალხზე, რადგან დაეღუპათ მთელი მონაგარი. |
36 |
ამისთჳს გული ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ავლი, ოხრიდეს.
გული ჩემი კაცთა ზედა სკირადათა განბიცებისათა, ვითარცა ავლმან, იოხროს.
ამისთჳს, რომელთა ვემზრუნვლე, წარწყმდენ კაცთაგან. |
37 |
გადაპარსული აქვს ყველას თავი, მოკვეცილი აქვს ყველას
წვერი, დახოკილი აქვს ყველას ხელები და წელზე ჯვალო არტყია. |
37 |
ყოველი თავი ყოველსა შინა ადგილსა აღიპარსოს, და ყოველი
წუერი დაიყჳნოს, და ყოველნი ჴელნი იტყებდენ და ყოველსა ზედა წელსა ძაძაჲ. |
38 |
მოაბის ყველა ბანზე და მის ყველა მოედანზე გლოვის ხმა
ისმის, რადგან მე დავლეწე მოაბი უხმარი ჭურჭელივით, ამბობს უფალი. |
38 |
და ყოველთა ზედა ერდოთა მოაბისთა და უბნებსა ყოველსა
შორის ტყებაჲ, რამეთუ შევმუსრე მოაბი, ვითარცა ჭურჭელი, რომლისა არა არს
საჴმარებაჲ მისი, - თქუა უფალმან. |
39 |
როგორ დაიქცა, როგორ მოთქვამენ, როგორ თავი შეირცხვინა და
შეიქნა მოაბი სამასხროდ და შესაზარად გარეშემოთათვის. |
39 |
ვითარ იძლია ჴჳობით, ვითარ მიაქცია ზურგი მოაბმან?
ჰრცხუენა და იქმნა მოაბის საკიცხელ და სარისხველ ყოველთა გარემოსთა მისთა, |
40 |
რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით აფრინდება და
ფრთებს გადაშლის მოაბზე. |
40 |
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, ვითარცა არწივმან
მიიმართოს და განიმარტნეს ფრთენი მისნი მოაბსა ზედა. |
41 |
დაიპყრობენ ქალაქებს და ციხე-სიმაგრეებს დაიჭერენ; მოაბელი ვაჟკაცების გული
მშობიარე დედაკაცის გულივით გახდება იმ დღეს.
|
41 |
დაპყრობილ იქმნა კარიაოთი და სიმაგრენი მოიპყრნეს და იყოს გული ძლიერთა
მოაბისათაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობისაჲ.
|
42 |
გაქრება მოაბის სახსენებელი, რადგან გაუმედიდურდა უფალს. |
42 |
და წარწყმდეს მოაბი ერისაგან, რამეთუ უფალსა ზედა
განდიდნა. |
43 |
შიში და ხარო და ხაფანგი გელის, მოაბის მკვიდრო! ამბობს
უფალი. |
43 |
შიში და მთხრებლი და საბრჴე შენ ზედა, მჯდომარეო მოაბსა
შორის, - თქუა უფალმან. |
44 |
შიშისგან გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული
ხაფანგში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი განკითხვის წელიწადს,
ამბობს უფალი. |
44 |
მლტოლვარე პირისაგან შიშისა შთავარდეს მთხრებლსა და
აღმოსრული მთხრებლით შეპყრობილ იქმნეს საბრჴითა მით, რამეთუ მოვაწინე ესენი
მოაბსა ზედა წელიწადსა შინა, რომელსა ზედმივიხილო მათდამი, თქუა უფალმან, |
45 |
ხეშბონის ჩრდილს შეაფარეს თავი ღონემიხდილმა ლტოლვილებმა;
მაგრამ ცეცხლი გამოტყვრა ხეშბონიდან და ალი სიხონის შუაგულიდან, და
საფეთქელი შეუტრუსა მოაბს და თხემი შფოთის ამტეხთ. |
45 |
საფარველსა ესსებონისასა დადგეს მლტოლვარენი საბრჴისაგან,
რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესსებონით და ალი ქალაქით სეონისით, და შეჭამნა
მთავარნი მოაბისანი და გამოიძინა ძენი სეონისნი. |
46 |
ვაი შენ, მოაბო! დაიღუპა ქამოშის ხალხი, რადგან ტყვედ
წაასხეს შენი ვაჟები და ასულები. |
46 |
ვაჲ შენ, მოაბ! წარსწყმდი, ერო ხამორისო, რამეთუ
წარიხუნეს ძენი შენნი იავარად და ასულნი შენნი ტყუედ. |
47 |
მაგრამ დავაბრუნებ მთაბელ ტყვეებს უკანასკნელ დღეებში,
ამბობს უფალი. აქამდეა მოაბის განაჩენი. |
47 |
და მოვაქციო ტყუე მოაბისა უკანასკნელთა დღეთა, - თქუა
უფალმან, - ვიდრე აქამომდე საშჯელნი მოაბისანი, რაოდენნი წინაწარმეტყუელნა
იერემია ძჳნად ყოველთა ნათესავთა, |